განათლება სკოლის მანდატურებს ახალი, სამხედრო ფერის ფორმა ექნებათ 2023, 23 აპრილი, 1:49 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №25/ნ-ის მიხედვით, სკოლის მანდატურებს ახალი ფორმა ექნებათ. ზედა სამოსების ცისფერი ფერი ხაკისფერით ჩანაცვლდება. შარვლისა და კაბის ფერი კი ისევ მუქი ლურჯი იქნება. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 19 აპრილს გამოქვეყნდა და იმ დღიდანვე შევიდა ძალაში. ბრძანებას ხელს აწერს უწყების მინისტრი გიორგი ამილახვარი. ბრძანებას თან ახლავს დანართი, რომელშიც აღწერილია თუ როგორი უნდა იყოს სკოლის მანდატურების ახალი ფორმა, როგორც კაცისთვის ასევე ქალისთვის. აქამდე მანდატურების ლურჯი და ცისფერი ტონალობის ფერების სამოსი პოლიციის ფორმას მოგვაგონებდა, ახალი ფორმა კი - სამხედრო ფორმის ასოციაციას იწვევს. ასეთია დანართში მოცემული ნიმუშები: ხაკისფერი ქურთუკიხაკისფერი ნაქსოვი პულოვერიშარვალი როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვისქალის ლურჯი ქვედაბოლოლურჯი ქუდიხაკისფერი გრძელმკლავიანი მაისურიხაკისფერი ჟილეტიხაკისფერი მოკლემკლავიანი მაისურიხაკისფერი ქამარი რაციის დასამაგრებლადმანდატურის სამსახურებრივ ფორმაზე გამოსახულია საქართველოს დროშა და მანდატურის სამსახურის ემბლემა. 84 შეფასება არ არის
|