x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"სისტემა არ გვასწავლის სიყვარულს და თანასწორობას"

ფემინისტური აზროვნების რაობა არც ისე მარტივი გასაგებია. ის არ შემოიფარგლება იმ ზედაპირული გაგებით რაც ჩვენ დღეს გვაქვს საქართველოში. ასე მაგალითად, თუკი ქალები დასაქმებულები არიან, თვითონ იღებენ გაგადწყვეტილებას როგორ ჩაიცვან, რა განათლება მიიღონ, მოწიონ თუ არა სიგარეტი, ატარონ ავტომობილი და სხვა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ მათ თანასწორობა მოპოვებული აქვთ.


ყოფით მაგალითზე რომ მარტივად ავხსნათ: კაცი როცა სამუშაოდან ბრუნდება სახლში ისვენებს და მეტს აღარაფერს აკეთებს, რადგან "დაღლილია". მაგრამ როცა ქალი ბრუნდება - ასევე დაღლილი ის სახლის საქმეებსაც აკეთებს, ალაგებს, რეცხავს, ბავშვებს ხედავს თუ სხვა საოჯახო საქმეებს აკეთებს.


ამიტომ, უფრო სიღრმისეულად თუ დავუკვირდებით კაცები კვლავ პრივილეგირებულ ჯგუფად რჩებიან, რადგან როგორც ახალგაზრდა აქტივისტი ამბობს სისტემა, რომელიც გვმართავს ადამიანებს, არ არის ორიენტირებული შექმნას თანასწორი გარემო.



ანანო სურმავა

ანანო სურმავა

არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა"

სათემო ოფიცერი






- ანანო, ფემინიზმის კუთხით რა შეიცვალა საქართველოში და რა ეტაპზე ვართ ახლა?

- ერთი შეხედვით შეიცალა ის, რომ დასავლეთი უფრო აქტიურად ჩაერთო ჩვენს დახმარებასა და განვითარებაში, როგორც განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის დასავლეთისკენ და შემოიტანა თავისი პროგრესულობის იდეა, რომელსაც ვესწრაფვით, თუმცა მხოლოდ ფორმალურ საკანონმდებლო დონეზე და მეტი არაფერი ამას არ მოყვება ხოლმე, არ ხდება სისტემური ცვლილება, კვლავ ხელმიუწვდომელია ჯანდაცვა, განათლება და ეს განაპირობებს იმას, რომ მთლიანი საზოგადოება კვლავ დარჩენლია ამ პოლარულ მდგომარეობაში, სადაც ერთმანეთი ეზიზღებათ და ერთმანეთთან დაპირისპირება აქვს დარჩენილი საკუთარი თავის რეალიზებისთვის, მიტომ რომ ადამიანებს საქართველოში არ აქვთ ღირსეული საცხოვრისი პირობები, არ აქვთ ღირსეული შრომის პირობები და არ აქვს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და ვერ აკეთებს იმას რაც უნდა და შესაბამისად არ რჩება ზრუნვისა და სიყვარულის დრო.



რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის? მეტად ვკონცენტრირდეთ ადგილობრივ ავთენტურ გამოწვევებზე, კულტურულ თუ სოციალურ მიკუთვნებულობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რა საზოგადოებაშიც ვცხოვრობთ მივიღოთ ისეთი, როგორიც არის და კი არ გავემიჯნოთ და ბნელები ვეძახოთ, არამედ ვეცადოთ ერთად გარდავქმნათ ეს საზოგადოება. სოლიდარულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ.



მაგის მაგალითია დღეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბრძოლის ველი რაც არის ჩვენს ქვეყანაში რიონის ხეობის მცველების გვერდით დგომა, როგორც ანტიკაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა.




- რატომ არის ასე რთული თანასწორობის მიღწევა?

- ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად შეჭირვებულია, მას ეხმარება განვითარებული და პროგრესული დასავლეთი. ჩვენ არ გვაქვს ბაზისური უფლებებიც კი, არ არის დაცული შრომითი უფლებები. ადამიანები სამუშაოებზე კვდებიან პირდაპირ, დაბალი ანაზღაურება აქვთ ვერ ახერხებენ რჩენას, გვყავს ძალიან ბევრი ემიგრანტი ქალი. ადამიანები არიან სასოწარკვეთასა და ფრუსტრირებაში, სოციალური ქსელი ამ საზოგადოებრივი ერთობის მორღვეულია. ეს მდგომარეობა რომ შევცვალოთ ამისთვის გვჭირდება ძირეული ცვლილებები, პირველ რიგში კი განათლების სისტემის ხელმისაწვდომობაზე კონცენტრირება.




- როგორია აღზრდის როლი თანასწორობის მოპოვებაში, როგორ უნდა აღვზარდოთ გოგო თუ ბიჭი ისე, რომ მათ იცოდნენ თანასწორობის არსი?

- სანამ ბავშვის აღზრდამდე მივალთ, მანამდე უფრო დიდი პრობლემა არის ის თუ ამ ქვეყანაში როგორ არ უყვართ ბავშვები ზოგადად და როგორ არ არსებობს ადაპტირებული სივრცეები ბავშვებისთვის, არც ბაღები არც სკოლები, საერთოდ საგანმანათლებლო სივრცეები არ არის მორგებული ბავშვების საჭიროებებზე და მხოლოდ მკაცრ წესებზეა აგებული, სადაც განსაზღვრულია ყველაფერი. ქალებს არ აქვთ რეალური შესაძლებლობები შვილებს შეუქნან ისეთი გარემოებები, სადაც მათაც დარჩებათ იმის დრო, რომ იზრუნებენ მათ შვილებზე, არ იქნებიან აგრესიულები და არ ჩააბამენ ამ უხილავ ჯაჭვში, რომელსაც ვიღებთ მერე მოძალადე საზოგადოების სახით. საბოლოოდ კვლავ მივდივართ ეკონომიკურ სიდუხჭირემდე, რაც განაპირობებს მთელ ამ ნორმების გამყარებას, ეს იქნება კულტურული თუ სოციალური ჩაგვრა.







9
118
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
118
  
რატომ მოკლეს ეგ 19 ქალი,მიზეზი რა იყო? არ მითხრათ რო სქესის გამო მოკლეს,რადგან სისულელეა ეგ. ადამიანები ყოველდრე კვდებიან,ვიღაცას კლავენ და ვიღაც ბუნებრივი სიკვდილით კვდება,მაგრამ მისი თვლა,თან დისკრიმინაციის პონტის გაძრობა სისულელეა. ზოგადად,ადამიანი ადამიანს შეურაწყოფის გამო კლავს და არა სქესის გამო. კიდევ გავიმეორებ,რომ თუ შეურაწყოფას მიაყენებ მეორე ადამიანს და გაამწარებ,მაშინ მან შესაძლოა მოგკლათ ეს არის ბუნებრივი პროცესი,რომელიც ყველა ქვეყანაში ხდება. ადამიანის მოკვლა ცუდია,მაგრამ ხდება ასეთი რამ,კაცებსაც კლავენ და ქალებსაც. თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო არავინ არავის კლავს. ერთერთი აქციაზე ერთი გოგონა(გვარი არ მახსოვს) 9 აპრილის მემორიალზე აძვრა და განგრეულ კაიფში სასწაულებს აკეთებდა. ის შეურაწყოფას აყენებდა დაღუპულთა ოჯახებს და ამ ქვეყნისთვის თავდადებულ ხალხს. ვიღაცას რო გადატრიალებოდა შარიკი და მოეკლა,ფემინისტები იტყოდნენ რო 9 თვეში 20 ქალი მოკლეს. იმას კი არ იტყვით,რა იყო მიზეზი,არამედ ქალი მოკლეს და ათას ******. ზოგადად,არ ვითვლი რამდენი ადამიანი მოკლეს და რამდენი იყო იქ კაცი,ეგ საქმე მიქელას თემაა :) გრანტიჭამია ქალისმაგავარები ითვლით მაგას მხოლოდ და ეს ნორმალური გგონიათ. როცა მიაღწევთ იმას რო ადამიანებს აღარ მოკლავენ ან მინიმუმ ქალებს,მაშინ გავაგრძელოთ,მანამდე გრანტი მოიხმარეთ :) თქვენი არსებობის რეალური არსი და მიზანი ეს არის. ერთი ეკლესიის მიზანი არის რწმენა და ღმერთის სიყვარული,მეორე თქვენი ადამიანის უფლებების დაცვა,როგორც ეძახით ქალთა უფლებების. რასაც თქვენ გაჰკივიხართ ამდენი ხანია,შედეგი არ გაქვთ და არ ფიქრობთ,რომ რაღაცას აცდენილები ხართ?
2021, 23 მაისი, 16:03
პირადად შეესწარი შემთხვევას, რომელიც შეიძლება 10-დან 2 იყოს და დაგამახსოვრდა, მაგრამ არ გამახსოვრდება ქალის ცემის, თუ მოკვლის შემთხვევა რომელიც 10-დან 8-აა. ამას როგორ ახერხებ, უგულებელყოფით? გასული წლის მხოლოდ 9 თვის გამმავლობაში 19 ქალი მოკლეს, 20-ის მოკვლა კი სცადეს. აბა ახლა შენ დადე სტატისტიკა
იყო დრო,როცა ქართველ ქალს უდიდესი როლი ქონდა ქვეყნისთვის და ისინი ზრდიდნენ ღირსებით სავსე ქალებს და ვაჟებს,ქვეყანასაც ეტყობოდა ეს ყველაფერი. ყველამ თავის დანიშნულება იცოდა და ყველას თავის როლი ქონდა. დღეს ეს დაიკარგა და მიტომაც არის ბარდაგი. მოძალადებსაც ხომ ყავთ დედები,ციდან ხო არ ჩამოფრნილან,ხოდა მათი პასუხისმგებლობა სად არის ან მამების. ბავშვს,რომელსაც ძიძა ზრდის ან მუდმივად არის დედმამის კამათის შემსწრე,სხვანაირი ფსიქოლოგია უყალიბდება.როცა ბავშვი გრძნობს რო დედას რაღაც უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს,ვიდრე მისი შვილი ან თუნდაც მამას ბ... გულაობა უფრო მაგარი ჰგონია,მაშინ მას ცუდი ფსიქრიკა გამოუვიდეს ადვილია. ზოგადად,როცა რაიმე პრობლემას ეჭიდებით,იქ უნდა დაიხედოთ სადაც ფეხი წამოკარით. პრობლემა ბავშობიდან იწყება და არა ზრდასრულობის დროს. როცა დედა შვილის მიმართ სიყვარულს არ გამოხატავს ან ვერ იცლის ამისათვის,მაშინ ეს ბავშვი დიდი ალბათობით მოძალადე და გზააბნეული გაიზრდება. უმამობას უფრო ადვილად გადაიტანს ბავშვი,ვიდრე უდედობას. დასაწყისში თუ არ მოუარე ვაზს,მაშინ ის შემოდგომაზე ნაყოფს ვერ მოგცემს. ჩემი აზრით,დედის როლი და ზოგადად,ქალის როლი ოჯახში უდიდესია. ბავშობაში მახსოვს,რომ დედაჩემი მუშაობდა და 9 საათიდან 6მდე სამსახურში იყო,მაგრამ შესვენებაზე ყოველთვის მოდიოდა სახლში,რათა დაეხედა თუნდაც საჭმელი თუ მქონდა ნაჭამი,ხან სკოლაში მოდიოდა ხოლმე და საჭმელი მოქონდა. საღამოს ერთი სული ქონდა როდის მოვიდოდა ხოლმე სახლში და არასოდეს არ დაზარებია ჩემი და ჩემი ძმის მოვლა. მახსოვს,სასკოლო კრებაზე ყოველთვის მამაჩემი მოდიოდა,იმის მიუხედავად რო დილიდან საღამომდე ისიც მუშაობდა. თუ ბავშვს დედის პატივისცემა და სიყვარული არ აქვს,მაშინ ის არცერთ ქალს პატივს არ სცემს. მსგავსი სიტუაცია რო მყოფილიყო მაშინს,დღეს ან გლდანში ვიჯდებოდი ან ზედმეტი დოზისგან იმ ქვეყანაში ვიქნებოდი. ეს ყეველაფერი მოძალადესაც გამხდიდა,რადგან კეთილი საქმეებისთვის იქ არავინ ხვდება :)
თუ ქალი სახლის საქმებს აკეთებს და მისი ქმარი ბ... დაგულოაბს,ეს არც ჩემი და არც თქვენი საქმე არაა. თავის დროზე უნდა ეფიქრა,ვისი ცოლი გახდა და თუ ეს მისთვის მიუღებელია,მაშინ არსებობს განქროწინება,რომლითაც დამთავრდება ყველაფერი. პირიქითაც შეილება მაგალითის მოყვანა,მაგრამ პინპონგი გამოვა. ჩემი საქმე არ არის,რა ხდება სხვის ოჯახში და არც თქვენი არ უნდა იყოს წესით. თუ რამე ისე არ ხდება,არსებობს სხვადასხვა უწყებები და მათ მიმართოს. თუ მხოლოდ ბ... გულაობაზე გვაქვს საუბარი,მაშინ აიყვანოს ადვოკატი და განქორწინების საქმე წამოიწყოს. არ მითხრათ,რომ ქმრების ეშინიათ და ამას ვერ აკეთებენ. არც ის იქნება სწორი,საზოგადოებას აქვს სხვანაირი დამოკიდებულება და ა.შ. თუ თქვენ გაუსაძლის პირობებში ხართ,მაშინ ჩემი აზრი არ უნდა გაინტერესებდეთ. თქვენ ცდილობთ საზოგადოების აზრის ფორმირებას და ეს ცუდია თავისთავად. ადამიანი თვითონ წვეყტს,გამოთხოვილ ქალს რას დაუძახებს და არა თქვენ. მთავარია არ იძალადოს და როგორი აზრი ექნება ვიღაცაზე,მოეწონება თუ არა,ეგ არავის საქმე არაა.

ადრე შეხედვის გამო კაცების დასჯას ითხოვდნენ ფემინისტები და ესეც კმარა აზრის შესაქმნელად ამ ხალხზე. როგორ შეიძლება კაცმა ქალს არ შეხედოს ან პირიქით. აი,მამათქვენს რო დედათქვენისთვის არ შეეხედა,თქვენ ვერ დაიბადებოდით. იმნაირად შეხედვის განმარტება ფატასტიკის სფეროა და ვერავინ იტყვის ვინ ვის რანაირად უყურებს. არაბეთში ქალები ჩადრებით დადიან და იქ არ უყურებენ ქალებს,მაგრამ ყველაზე ცუდი ქვეყანა ამ მხრივ. ძალიან რელიგიურ არაბულ ქვეყანაში მხოლოდ ქმარს აქვს ნახოს ქალის თვალების გარდა ყველაფერი და ეს გინდათ? მგონი ხმის უფლებაც არ აქვთ. სინამდვილეში,ქალი უამრავ დროს ხარჯავს კარგ გარეგნობაზე და სულ ფიქრობს კარგად გამოიყურებოდეს,თქვენი აზრით რატო? ლამაზ გოგოს რო დაინახავ და თვალი არ გაგეპარება კაცს,მაშინ ასეთი ქმარი ვის რა ჯანდაბად ენდომება :) მე ხო არ ვამბობ,რომ ღალატი სწორია და ნორმა უნდა იყოსთქო,მაგრამ ფიქრების და ყურების გამო ადამიანის დასჯა სისულელეა.
როგორც მოგეხსენბათ,მიღებული იქნა კანონი,რომლიც თანახმად,პარტიები ვალდებულები არიან სიაში ყოველი მეოთხე ქალი შეიყვანონ. ეხლა,წარმოდგინეთ სიტუაცია,თქვენ მიხვედით გასაუბრებაზე,სად თქვენთან ერთად მამრობითი სქესია მარტო და სულ 4 ახალი თანამშრომლის აყვანას აპირებს დამსაქმებელი. დამსაქმებელმა ჩათვალა,რომ კაცები უფრო კვალიფიციურები არიან ამ საქმისთვის და არა თქვენ. შესაბამისად,გატაყვიტა მათი აყანა. თქვენ კანონი მოიშველიეთ და დამსაქმებელს შეახსენეთ,რომ კანონის მიხედვით თქვენ გეკუთვნით ერთი ადგილი და მოსთხოვეთ,რომ ოთხიდან ერთი თქვენ უნდა იყოთ. თქვენი აზრით,რას გამოიწვევს ეს? მე გეტყვით,თქვენ დაგავალებთ იმ საქმეს,რაც საქმეს არ შეეხება და გაგაკეთებინებთ ჩაის/ყავას სტუმრებისთვის,დასვრილ ჭურჭელს დაგარეცხინებთ და დიდი ალბათობით განტვირთვაში დახმარებას გთხოვთ,უფრო მოგთხოვთ,რადგან ხელფასს გიხდით და თქვენი კვალიფიკაცია საქმისთვის რისკის შეცველად მიაჩნია. მერე თქვენ უჩივლებთ სექსუალური შევიწროებისთვის და არ იქნებით მართალი,რადგან ამის პროვოცირება თვითონვე გაუკეთეთ. თქვენვე უთხარით,რომ კვალიფიკაცია არ გაქვთ,მაგრამ ქალი ხართ და ის გაქვთ,იმას მისცემთ,რასაც კაცი ვერ გააკეთებს. მე გამიტყდებოდა,თუ ქალი დამსაქმებელი ჯოხის გამო ამიყვანდა ან მე მოვსთხოვდი ამას. ფემინისტებს გჩვევიათ,ძაღლის ჯოხით წვალება და მერე იმაზე წუწუნი,თურმე ამ ძაღლმა გიკბინათ. მე მესმის თქვენი,სხვანაირად გრანტს ვერ მოიპოვებთ,მაგრამ მე ნუ შემომედავებით,თუ გეტყვით რო ეგ ყველაფერი ვიცი და გეტყვით,რომ ქალების დისკრიმინაციას თქვენვე უკეთებთ პროვპცირებას.

ჭურჭლის რა მოგახსენოთ,მარა ბავშვის მოვლა და პატრონობა ქალის მოვალეობაა,როგორც კაცის. აქ მეტი პასუხისმგებლობა ქალს ენიჭება,რადგან ბუნების კანონია ასეთი და ბავშვის კარგი მომავოსთვის დედასთან ურთიერთობას დიდი მნიშვნელი აქვს. თქვენ და ფემინისტები ცდილობთ,რომ ეს ბუნებრივი კანონზომიერება დაარღვიოთ და ამით გრანტი მოიპოვოთ. დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ არჩევანს აქ და იმას თუ რას გადაწყვეტს კონკრეტული ქალი სხვადასხვა სიტუაციებში. თუ ქალს არ სურს ბავშვი და ვიღაც აძალებს ამას,მერე მის მოვლას ავალდებულებს,მაშინ ძალადობასთან გვაქვს საქმე. თუ ქალის არჩევანია,რომ ყავდეს შვილები,მაშინ მ
აშკარად,არ წაიკითხეთ,რა დავწერე და ისე დააყარეთ ფემინისტური აბდაუბდა. განზოგადებულად არ ვცნობ ქალის უფლებებს,როგორც კაცის უფლებებს. ადამიანის უფლებებიც ჭრილში გადის ერთიც და მეორეც. ერთი ან ორი და შესაძლოა 10 შემთხვევა არ შეიძლება მიჩნეული იყოს,რომ ქალებზე ძალადობა არის მასიური. პირადად ვარ შემსწრე,როგორ გალახა ცოლმა ქმარი და რა ვქნა,შევქმნა ორგანიზაცია კაცებზე ძალადობის აღსაკვეთად? თქვენ,ფემინისტებს აპოკალიფსის წარმოდგენა გიყვართ,რათა უფრო მეტი გრანტი მოიპოვით და რეალურად,არც გაინტერესებთ ქალების ყოფა ქვეყანაში.

მე არ მითქვამს,რომ სახლის დალაგება პაზორია და მაინცადამაინც ქალმა უნდა გააკეთოს. მე ვთქვი,ფემინისტების მხრიდან ამაზე ხასგასმა არის უაზრობა და დიდი სისულელე. ყველა ოჯახი თავისებურია და მათ უნდა გადაწყვიტონ,რა და როგორ ხდება მათ ოჯახში. ოჯახში ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე უნდა იქნას აგებული და არა გამწარებული ქალების ან დაქნეული კაცების აზრებე,სურვილებზე. პირადად,სახლიც დამილაგებია,ჭურჭელიც დამირეცხავს და ბევრი ისეთი რაღაც გამიკეთებია,რასაც თქვენი თქმით ქალების ვალდებულებაა მარტო. ამიტომ იმის თქმა,რომ სტერეოტიპებით გაჟღენთილი აზროვნება მაქვს არის ტყუილი და არგუმენტების ნაკლებობა.

ერთხელ მკითხეს,ქალი საჭესთან რამდენად მისაღებია ჩემთვის. რაზეც ვუპასუხე,რომ არ მიფიქრია მაგაზეთქო და ერთი კი ვიცითქო,მანქანა უნდა ატაროს იმან,ვინც მართვა კარგად იცის. ქალებზე გკითხეთო და მოვუყვანე მაგალითი,თუ როგორ იწესრიგებდა ქალბატონი თავს შუქნიშანთან და ასეთმა არ უნდა მართოსთქო. თქვენი არ იყოს,მათაც მითხრეს რო ჩაკეტილი აზროვნება მაქვს :)
2021, 23 მაისი, 3:33
მარტოხელა მონადირე ტიპიური მიდგომებია და სტერეოტიპებით ხართ გაძეძგილი. საქმე ოჯახის მიხედვასა და შვილების მოვლაში კი არაა, პრობლემაა ის, კაცი რომ თვლის ოჯახის და შვილების მიხედვა (ის რაც თქვენ იგულისხმეთ) მისი პასუხისმგებლობა არაა, და ეს მთელი ცხოვრება ქალმა უნდა აკეთოს. ძალიან უცნაურად გესმით კაცებს თანასწორობის, დაახლოებით ასე "ხალხთან ახლოს, ოღონდ ცოტათი მაღლა", ანუ თანაბარი ოღონდ კაცი მაინც უპირატესი. ჩემი აზრით ასე იმიტომ ხდება რომ ბავშვობიდან ასწავლიან ბიჭებს უთანასწორობას და მიზოგენობასაც კი.
თავმოყვარეობა რომ ახსენე აქაა პრობლემა, ესაა შიში საზოგადოების დამოკიდებულების - რას იტყვის ხალხი, კაცი სახლს ალაგებს. რა გადავეკიდე ამ დალაგებს, უბრალოდ ამ კონკრეტულ მაგალითზე ვსაუბრობ.

"რაც შეეხება სახლის დალაგებას,თავმოყვარე ქალს არ უნდა სურდეს კაცის დალაგებულ სახლში ცხოვრება." - უკაცრავად და კაცებს არ გიტყდებათ მთელი ცხოვრება ქალები რომ გილაგებენ და გიწმენდენ, იქნებ თქვენ თავს ერთხელაც თვითონ მიხედოთ.
როცა ამბობ რომ არ გინახავს ჩაგრული ქალი შენს საახლობლოში, ესეიგი არ იცი რა არის ფემინიზმი და გამყარებული ნორმების გამო ვერ ამჩნევ ჩაგრულობას, თორემ ქალების ჩაგვრა მხოლოდ ქმარი ცოლს ცემს არაა, რაზეც ზევით ვისაუბრე "დალაგებაზე", სინამდვილეში ასეთი დეტალები ქმნის ქალების ჩაგრულ მდგომარეობას. ნუ მეტი ინფორმაცია, რომ გქონდეს მჯერა სხვაგვარი დამოკიდებულება გაგიჩნდებოდა თანასწორობაზე. აწი დააკვირდი ყველა შენს ახლობელ ქალს და დაუსვი კითხვა შენს თავს რატომ აკეთებს ამდენს, მისი ქმარი კი ამ დროს.... სულაც ბ....ში ერთობა.
ბევრი რამე არ მესმის და ვერც თანამედროვე ფემინისტებს ვერ გავუგე ვერაფერი. ვერ ვხდები და სირცხვილად მიმაჩნია,დაარსო კლუბი ლივერპულში და უწოდა მას ევერტონი,ასევე რომში აკეთებდე გუნდს და ლაციოს არქმევდე :) ასევეა,ფემინისტების და მით უფრო ქართველი ფემინისტების მოთხოვნა თანასწორობაზე და კაცებთან გათანაბრებაზე. ჩემს სანაცნობოში არ მინახავს ჩაგრული ქალი და არც კაცი. რამოდენიმე შემთხვევა იყო,როცა ქმარმა ცოლის სცემა და ცოლმა ქმარი,ეს ადამიანის უფლებების დარღვევებია. უტვინოა ის,ვინც აცალკევებს ამას ქალის უფლებები და ადამიანის უფლებები ცალკე. ზოგადად,ადამიანი სხვანაირად ექცევა იმას,რაც ადამიანად არ მიაჩნია და იფიქრეთ ამაზე. აფროამერიკლებს და ებრაელებს გეტოებში ამწყვდნენ,ცხოველებს გალიებში ყრიდნენ და ბევრსაც ატყავვებდნენ შესაწველად. ფემინისტები თუ დიდხანს გაგრძლებთ ცალკე პოზიციონირებას და ადამიანთა ჯგუფიდან გამოყოფას,ერთ დღეს თუ გალიაში ჩაგსვევს და ან შამფურზე შეგწვეს არ გაგიკვირდეთ :) თუ ქალიც ადამიანია,მაშინ რა საჭიროა ცალკე გამოყოფა?! ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ეს არის ჭეშმარიტება,მაგრამ საკუთარი სახლის დალაგება და საკუტარი შვილის მოვლა უფლებების დარღვევა არ არის. სხვათა შორის,დასაქმებული ქალები ქირაობენ ძიძებს და სხვას სახლის დასალაგებლად,რატომღაც არ მსმენია რო ქმარს ეთქვას,სახლი შენ უნდა დაალაგო და არა სხვამ,დამლაგებელლმაო. თუ სახლში ხარ და დასაქმებული არ ხარ,მაშინ ფული არ უნდა გადაყარო იმ საქმეში,რაც თავადაც შეგიძლიათ. ეს გამოიწვევს ოჯახის ფინანურ კრიზისს და უყარეთ მერე კაკალი. ეს რო არ გააკეთოთ გრანტიყლაპია თუთუყუში ვინ იქნება
ე.ი. პრობლემა ოჯახის და შვილების მიხედვაში ყოფილა :) მოიცა,კაცმა დააძალა ოჯახის შექმნა ან ბავშვის გაჩენა,თუ გადაწყვეტილებას იღებს და თხოვდება ან ბავშვს აჩენს,მაშინ მისი მოვლაც უნდა შეეძლოს,როგორც სამსახურის,ასევე უსამსახურობის პირობებში. "კაცი,როცა სამსახურიდან ბრუნდება,ის ისვენებს,ხოლო ქალი საოჯახო საქმეებს აკეთებს და უვლის ბავშვს" ამაზე დიდი უაზრობა ცხოვრებაში არ გამიგია. ბოდიში,ბავშვის ძუძუთი გამოკვება არ შეგვიძლია :) რაც შეეხება სახლის დალაგებას,თავმოყვარე ქალს არ უნდა სურდეს კაცის დალაგებულ სახლში ცხოვრება. სირცხვილია,როცა ამას ამბობს ქალი და მით უფრო ქართველი ქალი. საქართველოში ბევრი პრობლემა,ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევას,მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი მოგდით. აი,ევროპას რო ეტენებით და იქედან გადმოგაქვთ წესები,მიდგომები და ა.შ. ის გავიწყდებათ,რომ ერთერთი პირველი ქვეყანა არის საქართველო,სადაც ქალებს ხმის მიცემის უფლება ქონდათ და ასევე საკანომდებლო ორგანოშიც ირჩევდნენ,ეს იმ დროს ევროპაში და ამერიკაში ჩაქუჩით დასდევდნენ ქალებს. კვოტა კი არ გააკეთეს,რასაც ტვინგამორეცხილი ფემინისტები მიღწევას ეძახიან,არამედ ცოდნის მიხედვით ხვდებოდნენ. როცა ქალი იმ დონეზე დადის და ითხოვს,აირჩიონ პარლამენტში მარტო იმის გამო რო ქალია არის სირცხვილი. ქალებს ფემინისტებზე დიდი მტერი არ ყავს ამ ქვეყანაში. რამდენად სასირცხვილო შეიძლება იყოს ადამიანისთვის,როცა ფიზიკური მახასიათებლების გამო იღებენ სამსახურში ან ირჩევენ პარლამენტში. ჩამომითვალეთ,ის ქართველი ქალები,რომლებმაც საქართველოს ერთიანობისთვის თავი შესწირეს და მერე მიხდებით,რომ სახლის დალაგება უფრო კარგია,ვიდრე თავის გაწირვა ცოლის და შვილის გამო. სიშტერის ზეიმი რო არ იყოს,მიხვდებოდით რო ქართველი ქალს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე აქვს ჩაბარებული საქართველოში. მეომარ და ვაჟკაცებს დედები ზრდიან ამ ქვეყანაში,თქვენგან განსხვავებით არ ეზარებათ და პატივად მიაჩნიათ. ასე იყო ისტორიულად და ასეა ეხლაც. ადამიანს საკუთარი სახლის და საცხოვრებლის დალაგება რო დაეზარება ან საკუთარი ბავშვის,ის ქალი არ არის. ეს კაცებსაც ეხებათ,მარა კაცი არასოდეს იწუწუნებს იმაზე რო მას უფრო სამძიმო საქმის კეთება უწევს და ბევრი ისეთი რამის,რასაც ქალი არ აკეთებს. არ ვიცი
0 1 9