x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
სკოლის მანდატურებს ახალი, სამხედრო ფერის ფორმა ექნებათ

მანდატურის ახალი ხაკისფერი ფორმა



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №25/ნ-ის მიხედვით, სკოლის მანდატურებს ახალი ფორმა ექნებათ. ზედა სამოსების ცისფერი ფერი ხაკისფერით ჩანაცვლდება. შარვლისა და კაბის ფერი კი ისევ მუქი ლურჯი იქნება.



ამის შესახებ ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე 19 აპრილს გამოქვეყნდა და იმ დღიდანვე შევიდა ძალაში. ბრძანებას ხელს აწერს უწყების მინისტრი გიორგი ამილახვარი.



ბრძანებას თან ახლავს დანართი, რომელშიც აღწერილია თუ როგორი უნდა იყოს სკოლის მანდატურების ახალი ფორმა, როგორც კაცისთვის ასევე ქალისთვის.



აქამდე მანდატურების ლურჯი და ცისფერი ტონალობის ფერების სამოსი პოლიციის ფორმას მოგვაგონებდა, ახალი ფორმა კი - სამხედრო ფორმის ასოციაციას იწვევს.



ასეთია დანართში მოცემული ნიმუშები:



ხაკისფერი ქურთუკი


მანდატურების ახალი ფორმა - ზამთრის ქურთუკი




ხაკისფერი ნაქსოვი პულოვერი

მანდატურების ახალი ფორმა - ხაკისფერი პულოვერი




შარვალი როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვის


მანდატურების ახალი ფორმა - ლურჯი შარვალი





ქალის ლურჯი ქვედაბოლო


მანდატურების ახალი ფორმა - ლურჯი კაბა



ლურჯი ქუდი


მანდატურების ახალი ფორმა - ლურჯი ქუდი




ხაკისფერი გრძელმკლავიანი მაისური

მანდატურების ახალი ფორმა - ხაკისფერი გრძელმკავიანი მაისური




ხაკისფერი ჟილეტი


მანდატურების ახალი ფორმა - ხაკისფერი ჟილეტი




ხაკისფერი მოკლემკლავიანი მაისური


მანდატურების ახალი ფორმა - ხაკისფერი მოკლემკლავიანი მაისური





ხაკისფერი ქამარი რაციის დასამაგრებლად


მანდატურების ახალი ფორმა - ხაკისფერი ქამარი



მანდატურის სამსახურებრივ ფორმაზე გამოსახულია საქართველოს დროშა და მანდატურის სამსახურის ემბლემა.


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ემბლემასაქართველოს დროშა





0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0