პროფილაქტიკა 10 ბუნებრივი ანტიბიოტიკი 2023, 9 ივნისი, 16:25 როდესაც საუბარი ბაქტერიულ ინფექციაზეა, წამალი, რა თქმა უნდა, —ანტიბიოტიკებია. თუმცა, ამ პრეპარატებს, მთელი რიგი უკუჩვენება გააჩნია, ანუ როგორც ამბობენ, ერთს რგებს, მეორეს — ვნებს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებისას, ნაწლავების მიკროფლორა ირღვევა და სასარგებლო ბაქტერიებიც ნადგურდება, რაც საბოლოო ჯამში, მხოლოდ ისეთ უარყოფით შედეგებს კი არ იწვევს, როგორიც კვებითი ალერგია და კუჭ-ნაწლავის დარღვევებია, არამედ, იმუნური სისტემაც ქვეითდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ანტიბიოტიკების შესახებ უნდა ვიცოდეთ: 1. ანტიბიოტიკების უმეტესობა, ინფექციაზე, მიღებიდან რამდენიმე საათში მოქმედებს. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა, რადგან არსებობს რისკი, რომ ინფექცია დაბრუნდება და უფრო მდგრადი გახდება, იმ წამლის მიმართ, რომელიც გამოყენებული იყო. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ უფრო ძლიერი ანტიბიოტიკის მიღება გახდება საჭირო. 2. ანტიბიოტიკების მოხმარების შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის რაციონი. მასში რაც შეიძლება მეტი პროდუქტი უნდა იყოს, რომელიც თუთიას და სელენის, ასევე A, E და C ვიტამინები შეიცავს. ხოლო, თუ ანტიბიოტიკების ნაცვლად, ნატურალური პროდუქტებით მკურნალობას გადაწყვეტთ, შორს წასვლა არ დაგჭირდებათ — მათი პოვნა სამზარეულოშიც შეიძლება! აქ სწორედ 10 საუკეთესო ბუნებრივ ანტიბიოტიკს წარმოგიდგენთ, რომელიც, სავარაუდოდ, სახლში აუცილებლად გექნებათ! ნიორი — ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის აქტიურად ებრძვის ისეთ ბაქტერიებს, როგორიცაა: ოქროსფერი სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და სხვა. კვლევებმა აჩვენა, რომ პაციენტები, რომლებიც ყოველდღიურად ნიორს მოიხმარდნენ, ასევე თავისუფლდებიან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა დიაბეტი, მაღალი წნევა, ალერგია, კბილის ტკივილი და ა. შ. პირშუშხა — ეს მცენარე, ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლაში მხოლოდ კი არ ეხმარება, არამედ ზრდის იმუნური სისტემის აქტივობას. ის ეფექტური საშუალებაა ყელის და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ასევე დადასტურდა, რომ პირშუშხას რეგულარულმა მოხმარებამ, შეიძლება, ბაქტერიები გაანადგუროს, რომლებიც საშარდე გზების დაავადებებს იწვევს. С ვიტამინებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული — ცნობილია, რომ ვიტამინი C იმუნურ სისტემას აძლიერებს და აუმჯობესებს, ორგანიზმის დაავადებასთან ბრძოლის უნარს. დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს: მოცხარი, ფორთოხალი, ლიმონი, კივი, მარწყვი, ქლიავი, საზამთრო. ასევე: წიწაკა, ხახვი, ოხრახუში, კომბოსტო, სატაცური, პომიდორი და ისპანახი. თაფლი — თაფლს, უძველესი დროიდან, მისი უნიკალური სამკურნალო თვისებების გამო, ძალიან აფასებენ. ხალხში მას, ხშირად, ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც უწოდებენ. ამ პროდუქტს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, სოკოს და ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტისეპტიკური და ჭრილობების შეხორცების თვისებები გააჩნია. დარიჩინი — დარიჩინს დიდი ისტორია აქვს როგორც სანელებელს, ასევე წამალს. თუმცა, მისი თვისებები, მართლაც რომ უნიკალურია! მრავალი სასარგებლო ნივთიერებას, რომლითაც მდიდარია დარიჩინი, შეუძლია შეაჩეროს მავნე ბაქტერიების და სოკოების რაოდენობის ზრდა, მათ შორის წარმატებით ებრძვის Candida–საც. ეს სანელებელი მდიდარია ანტიოქსიდანტებითაც. ამას გარდა, ის დადებითად მოქმედებს პანკრეასზე, არეგულირებს სისხლში ინსულინის დონეს და არის დიაბეტის საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალება. ჯანჯაფილი — ჯანჯაფილს ტრადიციულად, გაციების და გრიპის სამკურნალოდ იყენებდნენ. თუმცა, ამ ბოლო დროს, მისი შარდმდენი თვისებაც აღმოაჩინეს. კვლევის თანახმად, ჯანჯაფილი ხელს უწყობს გრიპის ვირუსების განადგურებას და ზრდის იმუნური სისტემის ბრძოლისუნარიანობას. ევკალიპტი — მცენარე გამოიყენება, როგორც ჩაის გემრიელ და ჯანსაღი დანამატი. ევკალიპტი კარგი საშუალებაა ინფექციებთან საბრძოლველად, ყველა სახის ხველის სამკურნალოდ და მაღალი სიცხის დასაწევად. ევკალიპტი ასევე ითვლება ბუნებრივ ანტისეპტიკად, რომელიც კლავს სოკოს, ბაქტერიებს და ვირუსებს. ექინაცეა — ეს ბალახი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც იმუნური სისტემის აქტივობას ზრდის, აყუჩებს ტკივილს, ამცირებს ანთებით პროცესს და აქვს ანტივირუსული და ანტიოქსიდანტური ეფექტი. ექინაცეას გამოყენებას, ფიტოთერაპევტები, საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ გვირჩევენ. კვლევების თანახმად, მცენარის ექსტრაქტი, აქტიურად ებრძვის ჰერპესის ვირუსს, გამოიყენება გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე, ანადგურებს ბაქტერიების ისეთ ტიპს, როგორიც ოქროსფერი სტაფილოკოკებია. ვაშლის ძმარი — ეს პროდუქტი შეიცავს ვაშლის მჟავას, რომელიც ცნობილია თავისი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით. ვაშლის ძმარი ანადგურებს ყველა სახის მიკრობს, რომელიც თავს ესხმიან პირის ღრუს. ის ღრუბელივით მოქმედებს და ტოქსინებს და მავნე მიკროორგანიზმებს იწოვს. დაფნის ფოთოლი — დაფნის ფოთლებს აქვთ საოცარი უნარი, დათრგუნოს ან გაანადგუროს მავნე მიკრობების და სოკოების ფართო სპექტრი. ამას გარდა, ის ჩვენს ორგანიზმში, სასარგებლო ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას აძლევს. და ბოლოს, საუკეთესო დაცვა ავადმყოფობისგან — პროფილაქტიკა! უბრალოდ დაამატეთ ეს პროდუქტები თქვენს ყოველდღიურ რაციონში და დარწმუნებული იყავით, თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში. არხის სხვა სიახლეები:* დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო მარსის ცივილიზაციამ შექმნა?* უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულმა მეთევზეებმა სიცრუის დეტექტორი გაიარეს...* 20 საოცარი ფაქტი ფერებსა და ელფერებზე65 1-ს მოსწონს
|