x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
5 ცნობილი მსახიობი, რომელმაც პიკანტურ სცენებში მონაწილეობაზე უარი თქვა
image


ჰოლივუდის ყველა მსახიობი არ არის მზად თამამ სცენებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ბევრი მათგანი ამას ზედმეტი ყოყმანის გარეშე აკეთებს, მსახიობის პროფესია მუდმივი სტრესია მსახიობებისთვის, ხოლო მსგავსი სცენები ამ სტრესის კიდევ უფრო გაღვივებას უწყობს ხელს. კინოს ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც მსახიობებმა სხვადასხვა მიზეზის გამო, რეჟისორებისა და პროდიუსერების მცდელობის მიუხედავად, პიკანტურ სცენებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. დღეს, სწორედ იმ 5 ცნობილ მსახიობ ქალბატონზე მოგიყვებით, რომელმაც თამამ სცენებში მონაწილეობაზე მტკიცე უარი განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ არც ინანა.




ჯესიკა ალბა


image


მსახიობი, რომელსაც განსაცვიფრებელი სხეული აქვს, საკმაოდ პოპულარული იყო 2000-იანი წლების დასაწყისის ფილმებში. მისი ყველაზე "ცხელი" სცენები იყო ფილმ "ცოდვის ქალაქში", სადაც მან მოცეკვავის როლი შეასრულა, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ იქ ისეთი არც არაფერი ყოფილა. მსახიობმა უბრალოდ ცეცხლოვანი ცეკვა შეასრულა, ეგ იყო და ეგ, თუმცა იყო კიდევ ერთი ფილმი, სადაც მსახიობისგან კიდევ უფრო მეტს ითხოვდნენ.


image


ეს იყო 2010 წელს გადაღებული ფილმი "მაჩეტე", სადაც მსახიობმა საშხაპეში ერთი პატარა სცენის გადაღებისთვის მთლიანად გაშიშვლებაზე უარი განაცხადა, თუმცა ფილმში ასეთი სცენა ნამდვილად არის. გაინტერესებთ როგორ აღმოჩნდ ის იქ? ძალიან მარტივად. სცენა ფილმში ალბას თხოვნით კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით მოხვდა. მსახიობს კადრში არაფრის ჩვენება არ სურდა, ამის გამო ის რეჟისორთან დიდხანსაც კამათობდა, რომელსაც ძალიან უნდოდა მისი დედიშობილა გადაღება, მაგრამ ლამაზმანი საკუთარ გადაწყვეტილებაში მტკიცე აღმოჩნდა. საშხაპის სცენაში ჯესიკას გმირს, სარტანა რივერასს სპეციალური ტანსაცმელი ეცვა, რომელიც შემდეგ კომპიუტერული გრაფიკის საშუალებით სხეულიდან მოაშორეს.





ანა კენდრიკი


image


ანა კედრიკი არაერთხელ გამხდარა იმის მოწმე თუ როგორ თხოვდნენ მას რეჟისორები პიკანტურ სცენებში მონაწილეობას. მაგალითად, მუსიკალურ კომედიაში "იდეალური ხმა" მისგან გადასაღებ მოედანზე ფილმის მესვეურნი მეტი "ვნების" დემონსტრირებას ითხოვდნენ, რაზეც მსახიობმა უარი განაცხადა.


image


რაც შეეხება ფილმს "მაიკი და დეივი: არეულობა ქორწილში" გადასაღებ მოედანზე რეჟისორმა მას ყველაფრის გახდა მოსთხოვა, რაზეც კედრიკმა მტკიცე უარი განაცხადა, გადასაღებ მოედანზე ამასთან დაკავშირებით სერიოზული სკანდალიც კი ატყდა, რასაც მოგვიანებით პროდიუსერებიც შეუერთდნენ, თუმცა მალევე ისინი ერთ პირობაზე შეთანხმდნენ. მსახიობი ერთ სცენაში სიშიშვლის იმიტაციას შექმნიდა. კედრიკი ერთ კადრში თითქოს სამოსის გარეშე იყო, მაგრამ იქ მისი სხეულის თითქმის არაფერი ჩანდა. მსახიობი სცენის გადაღების დროს პონის მიღმა ოსტატურად იმალებოდა, ხოლო იქ სადაც რაღაც ჩანდა, მის ნაცვლად დუბლიორი მონაწილეობდა.





ნატალი პორტმანი


image


მსახიობმა 2010 წელს გადაღებულ ფილმში "თქვენო უმაღლესობავ" (2010)" ერთ - ერთ კადრში დედიშობილა გამოჩენაზე უარი განაცხადა, თუმცა პორტმანის მონაწილეობით მასში მაინც არის ერთი სცენა, სადაც მისი პერსონაჟი ტანსაცმელს იხდის და წყალში ხტება.


image


თუ კარგად გახსოვთ რეჟისორი მსახიობის წყალში ხტომისას აქცენტს მის შიშველ სხეულზე აკეთებს, თუმცა ბევრმა არ იცის რომ ეს პორტმანის სხეული არ არის, გამომდინარე იქიდან რომ მსახიობს ცივ წყალში ჩახტომა არ სურდა მის ნაცვლად აღნიშნულ სცენაში დუბლიორი იქნა აყვანილი, რომელიც მთიანი ტბის ცივ წყალში 400 დოლარად ზედმეტი ყოყომანის გარეშე გადახტა.




კირა ნაითლი


image


ფილმში "დომინო" არის თამამი სცენა, სადაც ნაითლის პერსონაჟი ერთი ყაჩაღისთვის ცეცხლოვან ცეკვას ასრულებს. სცენა მართლაც მგზნებარე გამოვიდა, თუმცა ამ სცენაში კირა საერთოდ არ ცეკვავდა. მსახიობმა ცეკვის შესრულებაზე უარი განაცახადა. რეჟისორი ტონი სკოტი ცდილობდა მის დაყოლიებას, თუმცა ამაოდ, ამიტომ დუბლიორის დახმარება გახდა საჭირო.


image


სხვათა შორის, ნაითლიმ თავისი შემცვლელი იმის მიხედვით შეარჩია, ვინც მის ფიგურას მეტ - ნაკლებად შეეფერებოდა. ასე რომ, პიკანტურ სცენაში დუბლიორმა მის ნაცვლად ითამაშა, ნაითლი კი რეჟისორმა იმ ახლო ხედებში გადაიღო, სადაც მხოლოდ მისი სახე ჩანდა.





მეგან ფოქსი

image


"ტრანსფორმერების" ვარსკვლავმა ერთ - ერთ სერიალში მონაწილეობაზე უარი მხოლოდ იმიტომ განაცხადა რომ მას თამამ სცენებში მონაწილეობა მოუწევდა. მისი თქმით, აღნიშნული როლი მართლაც მიმზიდველი იყო, თუმცა თამამი სცენების არსებობა მას - დიდად არ მოსწონდა. ფოქსმა პროდიუსერებს უთხრა, რომ მზად იყო სერიალში მონაწილეობისთვის, თუმცა პიკანტურ სცენებში არ ითამაშებდა.

image


პროდიუსერები მსახიობის მიერ შეთავაზებულ თამაშის წესებს არ დათანხმდნენ და "ტრანსფორმების" ვარსკვლავმაც როლი დაკარგა. მას შემდეგ მსახიობმა არაერთხელ გამოთქვა წუხილი კინოინდუსტრიაში ქალების ობიექტივიზაციის გამო და ამ კუთხით "ტრანსფორმერებში" თავისი მონაწილეობაც გაიხსენა, რომელსაც ფილმის რეჟისორი მაიკლ ბეი ყოველ ჯერზე გიჟურ მოთხოვნებს უყენებდა. ინტერვიუში რეჟისორის მისამართით გამოთქმული უსიამოვნო სიტყვების შემდეგ, მსახიობის კარიერა მკვეთრად დაეცა.









0
394
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
394