x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510062
ბელგოროდი სულაც არ დაუბომბავს უკრაინას, ბელგოროდში საავიაციო ბომბი რუსულ სამხედრო თვითმფრინავს ჩამოუვარდა

image გამთენიისას ბელგოროდში ჩამოვარდნილი ავიაბომბის ჩამოგდება უკრაინელებს მიაწერა რუსეთის ხელისუფლებამ, მაგრამ როგორც ყოველთვის სიმართლე არ დაიმალა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ეღიარებინა მეტისმეტად კურიოზული რეალობა.
ავიაბომბი, რომელიც ჩამოვარდა უკრაინის მიმდებარე საოლქო ცენტრ ბელგოროდში, ეკუთვნის არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, არამედ რუსეთის კოსმოსურ ძალებს რომელთა შემადგენლობაშიც შედის რუსული, სამხედრო-საჰაერო ძალები.

როგორც აღმოჩნდა უკრაინის დასაბომბად მიმავალ საბჭოთა/რუსული წარმოების მრავალფუნქციურ, ზებგერით გამანადგურებელ-ბომბდამშენს Су-34-ს ჩამოუვარდა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს: :საბრძოლო ამოცანის შესასრულებლად აფრენილ რუსულ, ზებგერით მრავალფუნქციურ Су-34-ს ბელგოროდის თავზე არასაშტატო სიტუაციაში ჩამოუვარდა საავიაციო ბომბი, რომელიც ქალაქში ჩამოვარდა, არავინ დაღუპულა, დაშავდა სამი გამვლელი".

სამხედრო თვითმფრინავიდან საავიაციო ბომბის ჩამოვარდნა არც პირველია და ვფიქრობ არც უკანასკნელი, მაგრამ იმის ნაცვლად თავიდანვე ეღიარებინათ რუსი მფრინავების "იაღლიში", ეგრევე უკრაინელ პილოტებს გადააბრალეს მომხდარი ფაქტი.

0
95
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
95