საზოგადოება ეროვნული ბიბლიოთეკა ქაქუცა ჩოლოყაშვილის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს 2023, 21 აპრილი, 4:58 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ფირიდან დასკანერებულ ქაქუცა ჩოლოყაშვილის უცნობ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ფოტო პირველად ქვეყნდება. ![]() "ქაქუცა ჩოლოყაშვილის (ფოტოზე მარჯვნივ) უცნობი ფოტო რუსუდან (დანა) ამილახვარის არქივიდან საქართველოს ეროვნულ ბილიოთეკაშია! ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეს აქამდე უცნობი, უნიკალური ფოტო ერთ-ერთია იმ საარქივო დოკუმენტებიდან, რომელიც რუსუდან (დანა) ამილახვარმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა", - წერია პოსტში. ქაქუცა ჩოლოყაშვილი იყო საქართველოს ეროვნული გმირი, სამხედრო მოღვაწე, რომელიც 1920-იან წლებში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. 254 შეფასება არ არის
|