x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ამ ქალს ვინმემ გადაეცით, რომ..." - რას წერს გელა ზედელაშვილი კელი დეგნანზე
გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გიჟია, ოხერი?!


ეს ქალი ვერ არი თავის მატორზე!



მიადგა, გენაცვალეთ, ქართველთა და აშშ-ელთა ისტორიულ მეგობრობას და ანგრევს.


(მე არ ვიცი, რომელ ისტორიულ მეგობრობაზეა ლაპარაკი, მაგრამ „ნატოში", პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ეგრე იტყვიან ხოლმე).


ცოტა სერიოზულად!


გეუბნებით, ეს ქალი საქართველოში ეწევა ანტიამერიკულ კამპანიას. დიდი მოწადინებით ცდილობს, დაამკვიდროს განცდა, თითქოს მისი ქვეყანა არის არა პარტნიორი და მეგობარი, არამედ ბატონი.


ახლა მაგას ვინმემ გადაეცით!


ჩვენში ბატონ-ყმობა და ეგეთი „ტუფტა" რაღაცები 1861 წელს გადავარდა.
ეს ის დროა, როცა აშშ ჯერ კიდევ არ არის აშშ, იქ სამოქალაქო ომი მძვინვარებს.
ეს გახლდათ ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის, ანუ ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის.
პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მოწადინებული იყო, მონათმფლობელობა გაეუქმებინა, მაგრამ იმ ეტაპზე არ გამოუვიდა, აუჯანყდნენ.


ჰო, ამ ქალს ისიც გადაეცით, რომე... ამ ქვეყანაში არის ერთი კუთხე, სადაც ბატონ-ყმობა საერთოდ არ ყოფილა.


თუ ქიზიყი ვერ გაიგო, უთხარით, კამბეჩოვანი-თქო!


თუ კამბეჩოვანი ვერ გაიგო, უთხარით, ალაზნის აუზი-თქო!


ქისიყი, შირაქი, სიღნაღი და კავკასიონის კალთები თქო!


ანაგა-ვაქირის დაღმართი-თქო!


თუ მაინც ვერაფერი გაიგო, ამოჰკარით პანჩური და გააგდეთ აქედან. ადამიანმა, რომელმაც ქიზიყის ისტორია არ იცის, აქ ელჩად არაფერი ესაქმება?!
ბოლო-ბოლო, თუ არ გინდათ, დიპლომატიური წესი და რიგი დაირღვას, შექმენით პარლამენტში საგამოძიებო კომისია, დაადგინეთ, რა ჯანდაბა უნდა, ეგრევე გათოკეთ და „მეშოკით" გაუგზავნეთ მისტერ ჯოს. არა მგონია, ჯომ რამე გაიგოს, მაგრამ პენტაგონში მაინც მიხვდებიან!


ვააახ, კაცოოოო, გიჟია, ოხერი? რას გადაგვეკიდა?


იმის თქმაც არ დაგავიწყდეთ... თუ ბატონ-ყმობა აუცილებელია, მაშინ ბატონად, ანუ „უმფროსად" შაქრო პაპაი დავნიშნამთ, რაღა გადამთიელებს ვუგოროთ წითელი კოჭები-თქო?


თუ წითელი კოჭების გორება აუცილებელია, ბარემ ჩვენსას ვუგოროთ!" - წერს ზედელაშვილი.


კელი


გელა ზედელაშვილი სქრინი



0
51
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0