x
3 საინტერესო ფაქტი ქრისტიანობაზე

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%


1.ქრისტიანობა — ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. ქრისტიანობა ყველაზე მრავალრიცხოვანი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიოში. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი.


2.ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე. წ. აბრაამისეულ რელიგიებს. ქრისტიანულ მოძღვრებას და ღვთისმსახურებას სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის საზოგადოებებში აქვს ფესვები გადგმული. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი წელთაღრიცხვას იწყებს ქრისტეს დაბადებიდან.


3. ქრისტიანობა ჩაისახა I საუკუნეში პალესტინაში, როგორც იუდაიზმის ერთ-ერთი მცირე განშტოება, რომელსაც რამდენიმე ათეული მიმდევარი ჰყავდა. თავდაპირველად ქრისტიანობა ვრცელდებოდა პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ებრაულ დასახლებებში. პავლე მოციქულის ქადაგებების წყალობით ქრისტიანობამ გაიჩინა მიმდევრები სხვა ხალხებშიც. V საუკუნემდე ის ვრცელდებოდა რომის იმპერიაში და მისი კულტურული გავლენის არეალში, მათ შორის სომხეთში, საქართველოში, სირიასა და ეთიოპიაში. I ათასწლეულის II ნახევარში ქრისტიანობა გავრცელდა ანგლოსაქსებსა და სლავებში, უფრო მოგვიანებით კი, XIII-XIV საუკუნეებში შეაღწია ბალტიისპირეთის და ფინეთის ხალხებში.

1
101
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
101
  
2023, 21 აპრილი, 10:31
უცნაურია,I ათასწლეულის მეორე ნახევარს მიაკუთვნო კიევის რუსეთის გაქრისტიანება,როცა 998 წელს მიიღეს ოფიციალურ რელიგიად.
0 1 1