საქართველო
"ყველაფერი მახსოვს - დავმარხავ ყველას, ვინც ბოდიშს არ მოიხდის"- რამ აღაშფოთა თამარ ჩერგოლეიშვილი
2023, 20 აპრილი, 13:02
"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "თავისუფლებისთვის ბრძოლის 33 წელიწადის" ლინკს აზიარებს და ბოკერიას ყველა ყოფილ მოკავშირეს ბოდიშის არ მოხდის შემთხვევაში პოლიტიკური ანგარიშსწორებით ემუქრება:
"გიგას პოლიტიკური 33 წელიწადი.
ეს სერიალი მაშინ გავაკეთე, როცა მისი ყოფილი მოკავშირეები დასძახოდნენ, რომ ის პროგრესს და ახალგაზრდობას ბლოკავს, ლუკაშენკოა, ძალაუფლებას ებღაუჭება და მომავალი აღარ აქვს
ოი როგორ გავბრაზდი!
ძალიან გავბრაზდი.
ხომ დამეტყო, რომ ძალიან გავბრაზდი?
პოლიტიკურად და მორალურად დავმარხავ ყველას, ვინც ამ სამარცხვინო ფარსში მიიღო მონაწილეობა და უდიდეს ბოდიშს არ მოიხდის (და ბოდიშამდე დეტალურად არ აღიარებს ყველაფერს).
ყველაფერი მახსოვს - ყველა პოსტი, ყველა კომენტარი."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.