x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134574
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ხუთი ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალი შერეული ფესვებით
image


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი რომ შერეულ ქორწინებებში დაბადებული ბავშვები საოცარი სილამაზის არიან. ისინი ყოველთვის გამოირჩევიან განსაკუთრებული გარეგნობით და ხშირად ხდებიან როგორც სილამაზის სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულები, ასევე საკმაოდ გამორჩეული მსახიობებიც. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალბატონს შერეული ფესვებით.






ჯენა ორტეგა


image



20 წლის ლამაზმანსა და გასული წლის მთავარ კინოვარსკვლავს მექსიკურ-პუერტო-რიკოული ფესვები აქვს. გოგონას ძალიან უჩვეულო ლათინოამერიკული გარეგნობა შესანიშნავად მოერგო "ადამსების ოჯახის" ერთ - ერთი წევრის ტიმ ბარტონისეულ ინტერპრეტაციას. გოთიკური იმიჯი გოგონას ძალიან უხდება, აბა, ტყუილად ხომ არ იყო მეგა - პოპულარული "უენსდეი" "ოქროს გლობუსზე" ნომინირებული.


image





სელმა ჰაიეკი


image


მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი მთავარი სექს-სიმბოლო ეფექტური გარეგნობით გამორჩევა, რაზეც ლამაზმანი მშობლებს უნდა უმადლოდეს. სელმას დედა წარმოშობით ესპანელია, მამა კი - ლიბანელი.


image





ზენდაია


image


"ცხელი" ლამაზმანი და ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მსახიობი საზოგოებისთვის ამერიკელი სკოლის მოსწავლეების ცხოვრებაზე გადაღებული სერიალით - "ეიფორია" გახდა ცნობილი. გოგონას აქვს გერმანული, შოტლანდიური, ნიგერიული, ისლანდიური და მაკედონური ფესვები. ასე რომ, ასეთი გენეტიკური "კოქტეილის" წყალობით ზენდაია კოულმანი უბრალოდ ვალდებული იყო გამხდარიყო მომხიბვლელი ლამაზმანი.


image





კრისტინა კროიკი


image



შარშან კანადელმა მსახიობმა 40 წლის იუბილე აღნიშნა, თუმცა ის კვლავინდებურად საოცრად მომხიბვლელი და სექსუალურია. მსახიობის მამა ნიდერლანდელია, დედა კი- ინდონეზიელი. ფესვების ასეთ ნაზავს შეუძლებელია სერიალ "სმოლვილის" ვარსკვლავზე დადებითად არ ემოქმედა.


image





ევა გრინი


image


ჩვენი ხუთეულიდან ყველაზე ლამაზი ფრანგი მსახიობი ერთადერთია ევროპის წარმომადგენელი. ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის მფლობელი შვედურ-ფრანგულ-ებრაული წარმოშობისაა. ამავდროულად, ევას ჰყავს უმცროსი ტყუპი და, სახელად ჯოი.


image


თავისი გამორჩეული და ეფექტური გარეგნობის წყალობით, მსახიობი პარალელურად სამოდელო კარიერასაც წარმატებით იწყობს. გოგონა რეგულარულად ჩნდება ისეთი გავლენიანი ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანზე, როგორიცაა - "GQ" და "Vogue".


image











0
846
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
846