x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ამ ვიდეოში ვარ 13 წლის და ვასრულებ იმ სიმღერას, რომელიც ჰავაის ტურში ვიმღერე, საოცრებებით არის სავსე ცხოვრება" - ნუცა ბუზალაძე

image

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში წლების წინ გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ის 13 წლის არის და ამერიკული ჯგუფის Grace Potter and the Nocturnals-ის 2010 წლის სინგლს Paris Ooh La La-ს ასრულებს.




"ამ ვიდეოში ვარ 13 წლის და ვასრულებ იმ სიმღერას, რომელიც ჰავაის ტურში ვიმღერე. სწორედ, ეს იყო მიზეზი რატომაც შევარჩიე Grace Potter-ის Paris Ooh La La... 13 წლის წინ ზუსტად ამ მომენტზე ვოცნებობდი, რაც ეხლა ხდება. საოცრებებით არის სავსე ცხოვრება, არასდროს არ დანებდეთ" - წერს ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში.
მანამდე ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ხმის დათვლის შედეგები მომავალ ორშაბათს იქნება ცნობილი:
image

"ჩემო უმაგრესო ქართველებო! უღრმესი მადლობა ესეთი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის! ყველაზე მეტად მაძლიერებს და უფრო დიდ მოტივაციას მაძლევს! ძალიან მიყვარხართ და უფრო მაბედნიერებს ხოლმე ის როცა ყველანი ერთად ვერთიანდებით მიზნის მისაღწევად, საოცარი შეგრძნებაა შედეგებს გავიგებთ მომავალ ლაივზე ანუ შემდეგ ორშაბათს, გკოცნით და მიყვარხართ!"
0
264
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0