x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რას ნიშნავს განიერი თეძოები ქალებში? - ამის შესახებ ცოტამ თუ იცის

image


ქალის თეძოების სილამაზე - არა მხოლოდ მამაკაცების, არამედ ქალების ყურადღებასაც იპყრობს. განიერი თეძოები - იდუმალებით მოცულ საიდუმლოებას ჰგავს, რომელიც გამოცანებისა და ცდუნებების ნისლშია გახვეული. ეს არის ქალის ბუნების სიღრმეში ჩამალული საგანძური, რომელზეც მამაკაცები ვერც კი ხვდებიან.


image


განიერი თეძოები - არა მხოლოდ სილამაზისა და ქალურობის, არამედ საიდუმლო ცოდნისა და საიდუმლოების სიმბოლოდაც გვევლინება, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ძველ დროში, ფართო თეძოები სიბრძნისა და სიძლიერის სიმბოლო იყო. ითვლებოდა, რომ განიერი თეძოების მქონე ქალები არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სულიერი სიძალიერითაც გამოირჩეოდნენ. მიუხედავად იმისა რომ ცივილიზაცია წინ წავიდა, ფართო თეძოები კვლავ იდუმალ ფენომენად რჩება, რომელსაც მამაკაცები ვერ ხსნიან, ვინაიდან ქალის სხეულის ამ ნაწილს ჯადოსნური მიმზიდველობა და უნიკალური ენერგია გააჩნი, რომლის აღწერა სიტყვებითაც კი შეუძლებელია.


image


მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველას აქვს საკუთარი შეხედულება სილამაზეზე. ზოგს შეიძლება მომრგვალებული თეძოები ლამაზად მიაჩნდეს, ზოგსაც კი პირიქით - ულამაზოდ. ამასთან, განიერი თეძოები - არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების ნიშანიც არის. სხეულის ეს ნაწილი ცხიმის მარაგის დაგროვების ერთ-ერთი მთავარი ადგილია, რომელიც ქალის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ფართო თეძოები მარტივი მშობიარობის მაჩვენებელიცაა.


image


ქალებში განიერი თეძოების კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შენრჩუების უნარი. კვლევებმა აჩვენა, რომ ფართო თეძოების მქონე ქალებს აქვთ გულის დაავადებების, დიაბეტისა და ძუძუს კიბოს განვითარების ნაკლები შანსი. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის არის რომ თეძოს ცხიმი მოქმედებს როგორც ენერგიის საწყობი და სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს. გარდა ამისა, თეძოს ცხიმი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ვიტამინებსა და მინერალებს, როგორიცაა ვიტამინი D და კალციუმი, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლების გამაგრებასა და ოსტეოპოროზის თავიდან აცილებას. ამგვარად, ფართო თეძოები ქალბატონებს არა მხოლოდ სილამაზესა და ქალურობას ანიჭებს, არამედ ის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ერთგვარ გარანტსაც წარმოადგენს.


image


გარდა ამისა, ქალებში განიერი თეძოები შეიძლება ქალის სასქესო ჰორმონის - ესტროგენის დონის მატებასთანაც იყოს დაკავშირებული, რომელიც ქალის სხეულის განვითარებასა და ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა რომ განიერი თეძოების მქონე ქალებს შეიძლება ესტროგენის უფრო მაღალი დონე ჰქონდეთ, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ ჯანმრთელობასა და ნაყოფიერებაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯერ კიდევ სრულად შესწავლილი არ არის და დამატებით კვლევას საჭიროებს.



image








0
1277
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1277