სხვა "ნახევრად ჩამომხრჩვალი მეგი", რომელმაც სიკვდილი მოატყუა 2023, 19 აპრილი, 18:07 შესაძლებელია შესცოდო, სიკვდილით დაგასაჯონ, შემდეგ მკვდრეთით აღდგე და იქცე ეროვნულ სიმბოლოდ? და ეს ყველაფერი საკმაოდ მოკლე დროში მოხდა. ყოველ შემთხვევაში, "ნახევრად ჩამომხრჩვალმა მეგიმ" ამას უპრობლემოდ გაართვა თავი. მარგარეტ დიქსონი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და უამრავი გეგმები ჰქონდა, როდესაც მისი ცხოვრება შეწყდა ედინბურგის (შოტლანდია) ქალაქის მოედანის სახრჩობელაზე. ეს მოხდა 1724 წლის 2 სექტემბერს. მაგრამ როცა ცხედარი კუბოში მოათავსეს, მან გაიღვიძა, რამაც ყველა ძალზე გააოცა. გოგონა დაიბადა ედინბურგის მახლობლად 1702 წელს.გათხოვების შემდეგ მშობლიური ქალაქის სამხრეთით გადავიდა საცხოვრებლად . მუშაობა დაიწყო სასტუმროში. თითქოსდა ცხოვრება კარგად აეწყო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ 23 წლის ქალმა ქმარმა მიატოვა. მარგარეტმა ახლო ურთიერთობა დაამყარა იმ სასტუმროს მფლობელთან, სადაც ის მუშაობდა და როგორც მოსალოდნელი იყო, დაორსულდა. იმ პერიოდისთვის ქორწინების გარეშე მშობიარობა საშინელი სირცხვილი იყო. ამის გამო ციხეშიც კი ჩაესვით. ამიტომ, როდესაც ბავშვი დაიბადა, მეგიმ ის ზეწარში გაახვია და მდინარეში გადააგდო. გასაგებია, რომ სოციუმში ყოფნისას ძნელია რაღაცის დამალვა. ის შენიშნა მეზობელმა და მისი ნამოქმედარი სამართალდამცავებს უამბო. მეგი დააკავეს და როცა ნაპირზე ბავშვის ცხედარი იპოვეს, მან დანაშაული აღიარა. ორსულობის დამალვის ამკრძალავი კანონის დარღვევა და მკვლელობის ფაქტი აშკარა იყო. ქალი მიაწვა ჩვენებას, რომ მას დრო არ ჰქონდა, დახმარებისთვის ვინმესთვის დაეძახა- მშობიარობა ძალიან სწრაფი იყო და ბავშვი მკვდარი დაიბადა. მაშინ ამ დონეზე არ იყო მედიცინა გავითარებული, ამიტომ ამ ფაქტის დადგენა ცალსახად შეუძლებელი იყო. ქირურგი, რომელმაც ზედაპირული გამოკვლევა ჩაატარა, ჩათვალა, რომ ახალშობილი სუნთქავდა. მეგი სიკვდილით დასაჯეს. ითვლება, რომ ქალმა ჯალათს გადაუხადა, რათა მარყუჟი ნაკლებად მოჭერილი ყოფილიყო, რა დროსაც მარგარეტმა თოკის შიგნიდან.ყელის არეში თითები ჩაყო, რითაც ასფიქსია აიცდინა, თუმცა ეს ვერსია საკმაოდ უსუსურია, რადგან ძალიან პრობლემურია ამ პოზიციაში ჩამოკიდება.თანაც შეუმჩნევლად, მით უმეტეს მშობიარობის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ცხედრის წაღებისთვის ბრძოლა გაიმართა. ნათესავებმა მოახერხეს და გვამი სამედიცინო სტუდენტებს გამოგლიჯეს, რომლებმაც გაკვეთის პრაქტიკისთვის განიცდიდნენ გარდაცვლილების მარადიულ ნაკლებობას. ოჯახმა გაიმარჯვა, მაგრამ დაკრძალვა არ შედგა: სახლის შუა გზაზე ყუთიდან კვნესის ხმა მოესმათ. გონზე მოსულმა მეგიმ დარჩენილი გზა თავისი ფეხით გაიარა. ქირურგმა, რომელმაც ქალი გამოიკვლია, დაადასტურა, რომ ის თითქმის სრულიად ჯანმრთელი იყო. ვინაიდან დიქსონი სიკვდილს გადაურჩა და ჩათვალეს, რომ ხელახლა დაიბადა, გამეორებითმა სასამართლომ ჩამოწერა მისი ყველა წინა ცოდვა, გააუქმა ქორწინება და ხალხმა მყისიერად აქცია შესაძლო დამნაშავე ეროვნულ გმირად. ბიზნესი სასტუმროში, სადაც როგორც მას ეძახდნენ "ნახევრად ჩამომხრჩვალი მეგი" მუშაობდა, , კარგად მიდიოდა. ხალხი მუდმივად შედიოდა სასწაულებრივად მკვდრეთით აღმდგარი ქალის სანახავად. მარგარეტი ხელახლა დაქორწინდა, გააჩინა შვილები და იმ დროისთვის სოლიდურ ასაკში, 60 წელს გადაცილებულმა დატოვა სააქაო ცხოვრება. დღეს ედინბურგის პაბმა Maggie Dickson -მა მისი სახელი მარადიულად უკვდავყო სიმბოლოს სახით. 210 3-ს მოსწონს
|