x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"არ დამესხათ თავზე...რაც ჩემი ყურით მოვისმინე იმას გეუბნებით"- რას წერს დათო ლიკლიკაძე

image


ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე "მილანი" "ნაპოლის" დაპირისპირებისას, საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" წაგებასა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ლიგიდან გამოთიშვას შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"არ დამესხათ თავზე. ესღა გვაკლადა ფეხბურთზე წეროს ამანო. რაც ჩემი ყურით მოვისმინე იმას გეუბნებით. ამასწინათ ნაპოლში ხვიჩას მშობლებთან ერთად ვვახშმობდი, სადაც ფეხბუბრთის სერიოზული მცოდნეებიც იყვნენ.

მაშინ ბადრი კვარაცხელიამ მითხრა, ლიგის ჩემპიონობა საერთოდ არ უნდათ არც ნაპოლელებსო, მთავარია ეს მოიგოსო (ზუსტად ვერ მივხვდი რაზეა საუბარი, რაღაც მეორე უნდა მოიგოს), ამაზეა გადართული მთელი ნაპოლიო. ხოდა არაფერი ისეთი ტრაგიკული და მოულოდნელი არ მომხდარა, ის მეორე უნდა მოიგოს!


ვაიმე მაპატიეთ. ხომ გითხარით ვერ მივხვდითქო. ბოლოსდაბოლოს იმას მაინც გაიგებთ ამ პოსტისგან რომ ხვიჩას მშობლებთან ერთად ვივახშმე"- წერს დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "მილანმა" "ნაპოლი" ორი მატჩის ჯამში 2:1 დაამარცხა, რითაც ლუჩანო სპალეტის გუნდი ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა.







0
1273
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1273