კონფლიქტები ოკუპანტებმა კონტროლირებად ტერიტორიებზე დაცვა გააძლიერეს 2012, 2 ოქტომბერი, 19:03 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ რეგიონებში, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, დე ფაქტო მთავრობამ ზომები მიიღო და საზღვრებზე დაცვა გააძლიერა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალში რუსი და აფხაზი მშვიდობისმყოფელები საზღვარს გაძლიერებული ძალებით იცავენ. ოკუპანტები ზუგდიდში გადასასვლელ სხვა შემოვლით გზებსაც აკონტროლებენ. მიუხედავად აღნიშნული დაბრკოლებისა, რამდენიმე ახალგაზრდამ, საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად, ალტერნატიული გზები მოძებნეს და მათაც დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი. 13 შეფასება არ არის
|