x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
კაცობრიობა ფაეტონიდან მოვიდა? კატასტროფა მზის სისტემაში

კაცობრიობის წარმომავლობა ყოველთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა და კვლევის პროცესში, არაერთი ვერსია გაჩნდა. მათ შორის, არის უჩვეულო ვერსიებიც, რომელიც ადამიანების დედამიწაზე მიგრაციას, მზის სისტემის სხვა პლანეტებიდან განიხილავს. უფრო კონკრეტულად, მარსიდან ან ფაეტონიდან. სამეცნიერო წრეებში, არ უარყოფენ, შორეულ წარსულში, მზის სისტემაში კიდევ ერთი დიდი პლანეტის არსებობის, რომელიც იუპიტერსა და მარს შორის მდებარეობდა და მას ფაეტონი ერქვა.


image


ფაეტონის შესახებ, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით, მაგრამ არის რამდენიმე საინტერესო ფაქტი. მაგ., მარსსა და იუპიტერს შორის, ორბიტაზე, ასტეროიდების უზარმაზარი სარტყელი არსებობს. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სწორედ ეს ნამსხვრევებია ფაეტონის ნაშთები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პლანეტის არსებობა, «ყვითელი პრესის» ფანტაზიის ნაყოფი კი არა, სამეცნიერო ვერსიაა.

1781 წ. ურანის აღმოჩენის შემდეგ, «დაკარგული პლანეტის» მოსაძებნად, 24 კაციანი ასტრონომების ჯგუფი შეიქმნა. მაგრამ, პლანეტის აღმოჩენის ნაცვლად, მეცნიერები მხოლოდ ასტეროიდებს პოულობდნენ... არა და, თეორიული გამოთვლების თანახმად, პლანეტა უნდა ყოფილიყო! ბოლოს და ბოლოს, დაადგინეს, რომ პლანეტის სავარაუდო ადგილზე, მხოლოდ ასტეროიდთა სარტყელი იყო და სწორედ მაშინ გაჩნდა ვერსია, რომ არსებული ასტეროიდები, ფაეტონის ნარჩენები იყო.

მზის სისტემის ადრეულ პერიოდში, პლანეტის არსებობის დაშვების შემდეგ, გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ თავდაპირველად, ადამიანები, შესაძლებელია ფაეტონზე, ან უკიდურეს შემთხვევაში მარსზე ცხოვრობდნენ. ამიტომ, თუ ფაეტონთან დაკავშირებით, ყველაფერი ნათელია, მაშინ არც მარსის მდგომარეობას სჭირდება განსაკუთრებული ახსნა... როდესაც ფაეტონს რაღაც «ცუდი» დაემართა, მაშინ შეიძლება, მარსიც დასახლებული ყოფილიყო. და რადგან მარსი და ფაეტონი მეზობლები იყვნენ, როდესაც ფაეტონი უთვალავ ასტეროიდებად დაიშალა, კატასტროფის შედეგი, მარსზეც აისახა და მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა... შედეგად, მზის სისტემაში სიცოცხლე, შეიძლება, დასრულებულიყო კიდეც, მაგრამ არსებობდა დედამიწა... იქნება ეს ფაეტონელები, თუ მარსელები, მათ უბრალოდ, დედამიწის გარდა, წასასვლელი არსად ჰქონდათ.


image


ამრიგად, ცხადი ხდება, თუ რატომ არიან ადამიანები, დედამიწაზე ცხოვრებისთვის, ასე ცუდად ადაპტირებულნი – ეს არ არის ჩვენი მშობლიური პლანეტა. ჩვენი ძვლოვანი სტრუქტურა, ბიოლოგიური რიტმი და სხვა მახასიათებლები, შეიძლება, თავდაპირველად სრულიად განსხვავებულ პირობებთან იყო ადაპტირებული. ამიტომ არის ჩვენთვის, ასე რთული დედამიწაზე ცხოვრება. განსაკუთრებულ პრობლემას კი, გრავიტაცია გვიქმნის. მაგ., 50 წლის შემდეგ, მოსახლეობის 80% სერიოზული პრობლემები ექმნება სახსრებთან, ძვლებთან და ხრტილებთან დაკავშირებით. ჩვენი სხეული ვერ უძლებს იმ ზეწოლას, რომელსაც გრავიტაციის მხრიდან, გამუდმებით განიცდის.

დედამიწაზე ცხოვრების კიდევ ერთი უარყოფითი შედეგი – სიბერე არის. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ცხოვრების ციკლია – ადამიანი იბადება, იზრდება, მოხუცდება და კვდება. მაგრამ, იმაზე თუ გიფიქრიათ, ასე რატომ ხდება?

ადამიანის სხეულის დაბერების მიზეზი ჟანგბადია. სწორედ ეს ნივთიერება ჟანგავს ჩვენს უჯრედებს. მაგრამ, მის გარეშე, ადამიანი, უბრალოდ, ვერ გადარჩება. თუმცა, თუ ჰაერში წყალბადის შემცველობა ოდნავ მაღალი იქნება და ჟანგბადის შემცველობა ოდნავ დაბალი, მაშინ დაბერების მაჩვენებელი, შეიძლება, მნიშვნელოვნად შემცირდეს. მეცნიერებმა რამდენიმე ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს, ამ ნივთიერებების სწორედ ასეთი თანაფარდობით. ჩვენთვის, თეორიულად, იქ ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა, ვიდრე დედამიწაზე.

მეცნიერთა შეფასებით, ფაეტონი დაახლოებით, 16 მილიონი წლის წინ გაქრა და იმ დროს, მზის სისტემის სიცოცხლის სარტყელში 3 პლანეტა უნდა ყოფილიყო: დედამიწა, მარსი და ფაეტონი. ადამიანის წარმოშობას მკვლევარები, სწორედ მესამე პლანეტას უკავშირებენ.

ასტეროიდთა სარტყელი, იქ სადაც პლანეტა ფაეტონი ნამსხვრევებია, მეცნიერებმა ჟანგბადისა და წყალბადის კვალი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მათი თანაფარდობა, ჩვენს კომფორტულ ცხოვრებას შეესაბამება. რაც შეეხება მიზიდულობის ძალას, ის იქ, გარკვეულწილად, ნაკლები უნდა ყოფილიყო, ვიდრე დედამიწაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენი ცივილიზაცია, თავდაპირველად ფაეტონზე ჩასახულიყო და შემდეგ, მარსზე გავრცელებულიყო. ხოლო იქიდან, უკეთესი პირობების მოსაძებნად, ჩვენი წინაპრები დედამიწაზე ჩამოსულიყვნენ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათ დააარსეს ამ პლანეტაზე, პირველი მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციები... და უნდა ითქვას, რომ ასეთ ვარაუდს, ნამდვილად აქვს საფუძველი. მაგ., ზოგიერთ მითებში მოყოლილია ისტორიები «ღმერთების ომების» შესახებ, რომელიც ფაეტონის დაცემას გვახსენებს. გარდა ამისა, არსებობს მეგალითური ნაგებობები და არტეფაქტები, რომლის ახსნა მეცნიერებისთვის ძალიან რთულია, უფრო სწორედ, შეუძლებელი არის.

ახლა ძნელი სათქმელია, მითებია ეს, თუ რეალური ისტორიის ნაწილი, რომლის დავიწყება, ჩვენს ცივილიზაციას, უბრალოდ, შეეძლო...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეს ადამიანი უცხოპლანეტელი იყო და ამ ამბის გამჟღავნებას, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

* FBI–იმ ამო–ს კატასტროფის შესახებ დოკუმენტები გაასაჯაროვა

* 10 ყველაზე ექსტრემალური დასახლება მსოფლიოში



1
620
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
620
  
2023, 21 აპრილი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1