x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აბა არაო? ასეა ბატონებო, სიცრუეს, არც საკუთარ თავს ვაკადრებ და არც საზოგადოებას !!!"- რა ფაქტს ასაჯაროებს თაკო ჩარკვიანი

image


ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას პოლიტიკში გააქტიურებას და მის მიერ ახალი პარტიის შექმნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ის გადაუმოწმებელ ინფორმაციას არასდროს ავრცელებს.


ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა "ფორმულას" ეთერში სტუმრობისას განაცხადა რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს ექს-პრემიერი ნიკა გილაური იქნება, მისი წევრები კი - ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე, მაშინ ჩარკვიანის განცხადებას მალევე ნიკა მელია გამოეხმაურა და მას "კაგებეს მეთოდით ჭორების გამავრცელებელი" უწოდა, დეკანოიძემ კი "კანონი და სამართლის" ლიდერის განცხადება ბოდვად შეაფასა:


"აბა არაო, არაო “მელა” მატყუარაო?!.


ასეა ბატონებო, რომ გამოვიტან ინფორმაციას ღია ეთერში, ესე იგი ავწონ -დავწონე ასჯერ და ისე გამოვიტანე ფაქტებზე დაყრდნობით... სიცრუეს, არც საკუთარ თავს ვაკადრებ და არც საზოგადოებას !!! ჯერჯერობით "პარტია პარტიაში" "ჩალიჩობს", როგორც იტყვიან "ყვავილები წინ არის"! რა მშვენიერი ოფისია, დღეს სინდისს აქვს კაპიკის ფასი, თორემ ასეთ ოფისებს დიიიდი ფასი ადევს"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


"ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისის ცენტრში ნიკა მელიას ახალი ოფისი გაიხსნა. სავარაუდოდ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე თავის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ უკვე სარაჯიშვილის ქუჩაზე გადავიდა.








0
211
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
211