x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ესპანელმა ქალმა 500 დღე იცხოვრა გამოქვაბულში, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა
image

ექსტრემალური სახეობის ესპანელმა სპორტსმენმა ბეატრის ფლამინმა დატოვა გამოქვაბული, სადაც მან 500 დღე გაატარა ადამიანებთან კონტაქტის გარეშე. ეს შეიძლება გახდეს ახალი მსოფლიო რეკორდი.


ბეატრისი გრანადაში მდებარე გამოქვაბულში იმ დროს ჩავიდა, როდესაც მთელი მსოფლიოში ჯერ კიდევ კოვიდ-19-ის პანდემია იყო მოდებული და რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო შეჭრილი უკრაინაში.


ეს იყო ექსპერიმენტის ნაწილი, რომელსაც მეცნიერები ყურადღებით აკვირდებოდნენ.



"მე ჯერ კიდევ ჩარჩენილი ვარ 2021 წლის 21 ნოემბერში. ჯერ არაფერი ვიცი იმის შესახებ, თუ რა ხდება მსოფლიოში", - თქვა მან გამოქვაბულის დატოვების შემდეგ.


ახლა ბეატრის ფლამინი 50 წლისაა, იგი 48 წლის ასაკში ჩავიდა გამოქვაბულში, ამიტომ ორი დაბადების დღე მარტომ აღნიშნა.


70 მეტრის სიღრმეზე გატარებული მთელი 500 დღის განმავლობაში იგი ხან ხატავდა, ხან ქუდებს ქსოვდა, კითხულობდა და ფიზკულტურას მისდევდა. მისმა მხარდამჭერმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ამ დროის განმავლობაში, ბეატრისმა წაიკითხა 60 წიგნი და დალია 1000 ლიტრი წყალი.


სპორტსმენს დისტანციურად აკონტროლებდნენ ფსიქოლოგები და გამოქვაბულის სპეციალისტები, სპელეოლოგები, მაგრამ არცერთ მათგანს მასთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია.


ესპანურმა მაუწყებელმა RTVE-მ აჩვენა კადრები, სადაც ჩანს, რომ ბეატრისი იღიმება გამოქვაბულიდან გამოსვლის დროს .მან აღწერა თავისი გრძნობები, როგორც "შესანიშნავი და შეუდარებელი".



"წელიწადნახევარი ჩუმად ვიყავი და მხოლოდ საკუთარ თავს ველაპარაკებოდი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან დეტალებს ითხოვდნენ. - წონასწორობას ვკარგავ, ამიტომ მიჭერენ. ჯერ შხაპი მივიღო, წელიწადნახევარია წყალს არ შევხებივარ და მერე ვილაპარაკოთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით“.-განუცხადა მან ჟურნალისტებს.

image


მოგვიანებით, ბეატრიზ ფლამინიმ განაცხადა, რომ დაახლოებით ორი თვის შემდეგ დროის შეგრძნება დაკარგა.


”იყო მომენტი, როდესაც მე უბრალოდ შევწყვიტე დღეების დათვლა”, - თქვა მან და დასძინა, რომ ეგონა გამოქვაბულში 160-დან 170 დღემდე გაატარა"

image


მიწისქვეშეთში გატარებული ყველაზე ხაბგრძლივი რეკორდი 2010 წელს მიენიჭა 33 ჩილელ და ბოლივიელ მაღაროელს, რომლებიც 688 მეტრის სიღრმეზე მაღაროში იყვნენ ჩარჩენილი, სადაც მათ 69 დღე გაატარეს.

1
78
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
78
  
2023, 16 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1