საქართველო "მოგაწოდეთ ინფორმაცია ცხადია ფაქტებზე დაყრდნობით"– რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი 2023, 16 აპრილი, 11:37 პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ტვ პირველის" მიერ ნიკა მელიას ახალი ოფისის აღმოჩენის ფაქტთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:"ხომ გითხარით და მოგაწოდეთ ინფორმაცია ცხადია ფაქტებზე დაყრდნობით, პარტიის შექმნა სურთ–თქო, 10 დღის წინ ვთქვი ტვ ეთერით, ჰოდა ატეხეს ერთი ამბავი “მელამ და კუდებმა” ამას რას გვაბრალებს თამარ ჩარკვიანიო, (თან უტიფრად რომ ცრუობდნენ ) ჰოდა …..პარტიას “ახალი ხედვა” კი არა “ახალი ბოკერია” უნდა დაარქვან ასე აჯობებდა.ახალი კი “გათვლა” ვიცი, აი ბავშვობაში ხომ იყო: “აბენ კამენ კუმანე… ან -ენკი ბენკი სიკლისა”… ჰოდა ახლა ასე გავითვალოთ : “ ილაური, გილაური მელია და “ინაური”…"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსტში."ტვ პირველის" ინფორმაციით, თბილისის ცენტრში ნიკა მელიას ახალი ოფისი გაიხსნა. სავარაუდოდ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე თავის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ უკვე სარაჯიშვილის ქუჩაზე გადავიდა.298 შეფასება არ არის |