x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მუშა მიტოვებულ სახლს ასუფთავებდა და ოქროს ზოდები და მონეტები იპოვა
ბაჯაღლო ოქროს ორი ზოდი, თითო ერთი კილოგრამი წონით და ასევე ოქროს მონეტები იპოვა გერმანიაში მუშამ, რომელიც სახლის გაწმენდა-გასუფთავებისთვის დაიქირავეს.


შემთხვევა გერმანულ საუნივერსიტეტო ქალაქ ჰაიდელბერგში მოხდა და მან უკვე მიიქცია ადგილობრივი მედიის ყურადღება, რადგან აღმოჩენილი ოქროს წონა 135 ათას ევროს აჭარბებს.


ყველაზე გასაოცარი მაინც მუშის კეთილსინდისიერებაა, რომელმაც მოტოვებულ სახლში ნაპოვნი ოქროს შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას.


პოლიციამ დაადგინა, რომ ოქრო ეკუთვნოდა 90 წლის მოხუცს, რომელიც ამჟამად მზრუნველობამოკლებულ პირთა თავშესაფარში ცხოვრობს. როგორც აღმოჩნდა, მოხუცმა ოქრო მრავალი წლის წინ თავად შეინახა სამზარეულოს სადინარ არხში და დაავიწყდა მისი არსებობის შესახებ, ზუსტად იქ, სადაც ძვირფასი ლითონი მწმენდავმა მუშამ იპოვა.



ამ ეტაპზე უცნობია, მიიღებს თუ არა რაიმე ფულად ჯილდოს დასუფთავების ფირმის 29 წლის თანამშრომელი, რომელმაც პოლიციას პატიოსნად გაუმხილა მის მიერ ნაპოვნი ოქროს ადგილსამყოფელი. როგორც გერმანული მედია იტყობინება, რა ოდენობის იქნება ახალგაზრდა მამაკაცის ჯილდო ან საერთოდ მიიღებს მას მუშა თუ არა, აღნიშნულის შესახებ იურისტებმა უნდა იმსჯელონ.


ოქრო

1
420
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
420
  
2023, 15 აპრილი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1