x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავების 10 იშვიათი ფოტო, რომლებიც კიდევ ერთხელ გვახსენებს თუ რა სწრაფად გადის დრო

image


ვარსკვლავური სტატუსის მოპოვებამდე ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა სელებრითებს ასობით კასთინგისა და კიდევ უფრო მეტი ფოტო - სინჯის გავლა მოუწიათ, კარიერის დასაწყისში ეს ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული "რიგითი" ადამიანები ნაკლებად ცნობილი ჟურნალებისთვისაც კი დიდი ენთუზიაზმით პოზირებდნენ, ოღონდ ცნობილი სააგენტოების მფლობელთა და კინომესვეურთა ყურადღება მიეპყროთ. დღეს, ისინი მსოფლიო შოუ - ბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები და ბევრისთვის სათაყვანებელი პერსონები არიან. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ სელებრითების იშვიათ კადრებს წარმოგიდგენთ, ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ყველასთვის საყვარელი ვარსკვლავები ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში.



ჯილიან ანდერსონი


image


1996 წელს ჯილიან ანდერსონი "საიდუმლო მასალების" წყალობით სამი წლის განმავლობაში ნამდვილი ვარსკვლავი იყო. დღეს მსახიობი კიდევ უფრო საუცხოოდ გამოიყურება - ჭაღარა მის თმაშიც კი თითქოს უფრო კეთილშობილურად გამოიყურება.




კიანუ რივზი

image


ახალგაზრდა კიანუ რივზი - ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. დღეს, მსახიობი არც ქარიზმისა და არც სილამაზის ნაკლებობას არ განიცდის. გარდა ამისა, "სევდიანი და მარტოსული კიანუს" ერაც დასრულდა: ვარსკვლავი 2019 წლიდან მოქანდაკე ალექსანდრა გრანტთან რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფება.





რობერტ დე ნირო


image


ლეგენდარული მსახიობი მართალია ასაკთან ერთად ძალიან შეიცვალა, თუმცა ის მაყურებლისთვის ისეთივე მომხიბვლელი და ძვირფასია როგორც მრავალი წლის წინ იყო.





სინდი კროუფორდი


image


ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სინდი კროუფორდი 1987 წელთან შედარებით დღეს უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, მოდელი წლებთან ერთად სულ უფრო მიმზიდველი და მშვენიერი ხდება - როგორც ჩანს, ასეთი ბედი მხოლოდ აღიარებულ სუპერმოდელებს ელით.




უმა თურმანი და კვენტინ ტარანტინო


image


უმა თურმანი და კვენტინ ტარანტინო 1994 წელს "მაკულატურას" გადაღების დროს. ამ კრიმინალურ კომედიაზე მუშაობა ორივე მათგანისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.



სიგურნი უივერი


image


კიდევ ერთი ფოტო 1990-იანი წლების საკულტო ფილმის გადაღებებიდან. მაშინ სიგურნი უივერმა ფილმის "უცხო 3"-ის გულისთვის გადაწყვიტა უარი ეთქვა თავისი კლასიკური იმიჯისთვის. სამაგიეროდ რა შესანიშნავად გამოიყურება მსახიობი დღეს!




კაილი მინოუგი


image


პოპ - ვარსკვლავის ეს ფოტო 1993 წელს არის გადაღებული, მაგრამ მისი შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ის თითქოს პირდაპირ 50-იანი წლებიდან გადმოვიდა. "გრემის" ჯილდოს მფლობელმა, ავსტრალიელმა პოპ - ვარსკვლავმა თავისი ეს მარადიული სილამაზე 51 წლის ასაკშიც შეინარჩუნა.




მადონა

image


მადონა - არა მხოლოდ მომღერალი და მსახიობია, არამედ ის წარმატებული მოდელიც გახლავთ. ეს ფოტო ცოტა ვინმეს თუ უნახავს: 1995 წელს ვარსკვლავმა მონაწილეობა "ვერსაჩეს" სარეკლამო კამპანიაში მიიღო.





ლიზა კუდროუ


image


სერიალ "მეგობრებამდე" 15 წლით ადრე ლიზა კუდროუ - იგივე ფიბი - აი, ასე გამოიყურებოდა. სკოლის წლებში მსახიობმა რინოპლასტიკა გაიკეთა და ცხვირის ფორმა შეისწორა. ასე რომ, ლიზას კარდინალური ცვლილებები აშკარად "ხუთიანზე" გამოსდის.



დრიუ ბერიმორი


image


ცნობილი ამერიკელი მსახიობი დრიუ ბერიმორი ახალგაზრდობაში ნამდვილი მეამბოხე იყო. ვარსკვლავის მოხდენილი სილამაზე მის ფიცხ ხასიათთან იყო შერწყმული.დღესდღეობით, მსახიობი ცდილობს ჭკვიანი, თავშეკავებული ქალის იმიჯი მოირგოს, თუმცა თავის "ზნეს" ის მაინც არ კარგავს.









0
444
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
444