სხვა ნინი ბადურაშვილი ოქტომბრის ბოლოს თხოვდება 2012, 2 ოქტომბერი, 17:46 ნინი ბადურაშვილი 17 აგვისტოს დაინიშნა, მათი ნიშნობა კახიანების აგარაკზე, მცხეთაში შედგა. წყვილმა ერთმანეთი ორი თვის წინ გაიცნო, პირველი შეხვედრა საქმიან ვითარებაში შედგა, თუმცა საქმიანი ურთიერთობა მალე რომანტიკულში გადაიზარდა. ნინი და ირაკლი ოქტომბრის ბოლოს ქორწინდებიან, მათი ქორწილი სავარაუდოდ თბილიში შედგება. ისინი დაქორწინების შემდეგ მოსკოვში გადავლენ საცხოვრებლად. ირაკლის მშობლები ბატონი თეიმურაზი და ქალბატონი ლიანა გახარებულები არიან ნინის და ირაკლის ბედნიერებით და ისინი სულმოუთქმელად ელიან, როდის გადავლენ წყვილი მოსკოვში საცხოვრებლად. ირაკლის, მოსკოვის ცენტრში საკუთარი ბინა აქვს, ამიტომ ახალგაზრდები ცალკე იცხოვრებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა, ის ქართული ტრადიციების მატარებელია. ნინის მეჯვარე მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე იქნება. 585 6-ს მოსწონს
|