მუსიკა 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალა პუგაჩოვაზე 2023, 15 აპრილი, 13:51
დღეს 15 აპრილს დაბადებიდან 74 წელი შეუსრულდა საბჭოთა და რუსული პოპ-მუსიკის პრიმადონას ალა პუგაჩოვას.
"რუსული ესტრადის დედოფალს" დღეისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 250 მილიონი ცალი ჩანაწერი, მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ და უკრაინულ ენებზე, გამოშვებული აქვს 20-ზე მეტი სოლო ალბომს, CD და DVD-ს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან ერთად, მომღერლის ალბომები გამოიცა იაპონიაში, კორეაში, შვედეთში, ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიასა და ბულგარეთში. 1976 წლიდან 1990 წლამდე, საბჭოთა კავშირის ყველა მუსიკალურ ჩარტებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, უცვლელად დასახელებული იყო წლის საუკეთესო მომღერალ ქალად. ალა პუგაჩოვა რამდენჯერმე იყო საქართველოში ჩამოსული, პირველად 1979 წელს ჩაატარა სპორტის სასახლეში კონცერტი, უკანასკნელად კი 1998 წელს, აპირებდა ჩამოსვლას 2015 წელსაც, თუმცა ჩაიშალა. ფოტოზე: ალა პუგაჩოვა 1998 წელს თბილისში ახლა კი 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ალა პუგაჩოვაზეპუგაჩოვა 13 წლიდან ეწევა სკოლაში საკმაოდ ცუდი გოგოს რეპუტაცია ჰქონდა: ცუდად სწავლობდა, ეწეოდა და არც ისე კარგად იქცეოდა. ალა პუგაჩოვა მღერის ფილმში " ბედის ირონია" ალა პუგაჩოვამ როცა საყოველთაო პოპულარობას მოიპოვებდა სიმღერა "არლეკინოთი" 1975 წელს, ამავე პერიოდში თითქმის ყველასთვის უცნობმა მომღერალმა გაახმოვანა სიმღერები საკულტო ფილმში "ბედის ირონია, ანუ გაამოთ"(1976) მას დასდევნა მანიაკი, რომელმაც მისი მსგავსი 6 ქალი მოკლა. 1980 წელს მანიაკი ანატოლი ნაგიევი აედევნა პუგაჩოვას. მოტყუებით მან შეძლო მის საგრიმიოროში შესვლა და მასთან ერთად იყო ლიფტშიც კი იყო, მაგრამ მოწმეები ყოველთვის ხელს უშლიდნენ, რომ მოეკლა მომღერალი.1979-1980 წლებში მან გააუპატიურა და მოკლა მინიმუმ 6 ქალი, რომლებიც მომღერალს ჰგავდნენ, ამას იმით ხსნიდა, რომ მათ ადგილზე წარმოდგენილი ჰყავდა ალა.ნაგიევი დააპატიმრეს და დახვრიტეს 1982 წელს. სიკვდილის პირას მისული პუგაჩოვა შეყვარებული იყო სტალონეზე 1992 წელს ალას შვეიცარიაში მკერდიდან სიმსივინე ამოიკვეთეს, რის გამოც ინფექცია შეეჭრა და სისხლი მოეწამლა. მოსკოველი ექიმები 10 დღე იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მოგვიანებით მან მეგობარს უთხრა, რომ მთელი ეს 10 დღე გონებრივად ესაუბრებოდა სტალონეს და სთხოვა ექიმებს გადაეცათ მისთვის, რომ როცა ის კვდებოდა, მასზე ფიქრობდა. მან ჩერნობილში ავარიის შემდეგ კონცერტი ჩაატარა ახლაც ამბობს, რომ ერთი წამითაც არ შეჭომანებულა, რომ იმ ხალხის მხარდასაჭერად უნდა წასულიყო. თუმცა მას შემდეგ ენდოკრინული პრობლემები აწუხებს. ასევე დაგაინტერესებთ მსგავს თემაზე: დღეს 15 აპრილს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა საბჭოთა და რუსული პოპ-მუსიკის პრიმადონას ალა პუგაჩოვას. "რუსული ესტრადის დედოფალს" დღეისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 250 მილიონი ცალი ჩანაწერი, მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ებრაულ, ფინურ და უ... 1982 წლის დეკემებრის დასასრულს გამოდის ალა პუგაჩოვას რიგით მე-13 მინიონი(სინგლი), რომელიც ყველა რეკორდს მოხსნის.სინგლის A მხარეზე იყო განთავსებული სიმღერა "მილიონი ვარდი", ხოლო B-ზე "დაბრუნება", ორივე კომპოზიციის ავტორი რაიმონდ პაულსი გახლდათ, ერთ წელიწადში, 1983 წლის დეკემებრისთვის გაყიდული მინიონის ტირაჟმა 6 მ... მას შემდეგ, რაც ლატვიელმა მომღერალმა ლაიმე ვაიკულემ უპასუხა ბრალდებებს, (ნახე ბმული) სადაც მას აყვედრიან რომ სწორედ საბჭოთა კავშირში და რუსეთში ერგო წილად დიდება და ბევრი ფული..უცებ "კეთილისმსურველებმა" გაუხსენეს მომღერალს "ძველი ცოდვები" და გამოუქვეყნეს 1982 წლის საარქივო ფოტო, სადაც ვაიკ... მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა RTVI YouTube-ის არხზე "ლეგენდის" ახალ ეპიზოდში ალა პუგაჩოვთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა . არტისტმა მოკრძალებით და პატივიცემით ისაუბრა რუსული ესტრადის ვარსკვლავზე. მან გაიხსენა, როგორ უშვებდა პრიმადონა სოსოს სიმღერებს " რადიო ალას"(Радио Алла)ეთერში. როგორც თავად აღნიშნა, სხვები ამას არ ა... 595 2-ს მოსწონს
|