კულტურა სოსო პავლიაშვილმა დაჭრილ რუს ჯარისკაცებს უმღერა 2023, 14 აპრილი, 16:43 სტავროპოლის სამხედრო კლინიკურ ჰოსპიტალში დაარსების 80 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. ამის შესახებ "ტელეგრამზე" იუწყება ადგილობრივი გამოცემა «Южный форпост». საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მომღერალი და კომპოზიტორი სოსო პავლიაშვილი პაციენტების წინაშე წარსდგა. არტისტმა შეასრულა რამდენიმე ცნობილი ჰიტი, გაესაუბრა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში"(ანუ ჩვენებურად უკრაინის ომში) მონაწილე სამხედროებს და მათთან ერთად სურათები გადაიღო. მებრძოლებმა პავლიაშვილის გამამხნევებული სურვილები ტელეფონებზეც კი ჩაწერეს და კოლეგებს გაუგზავნეს. სოსოსთან ერთად მებრძოლების წინაშე სტავროპოლის ოფიცერთა სახლის არტისტებიც გამოდიოდნენ. სოსო პავლიაშვილი ფართო აუდიტრიამ გაიცნო მაშინ, როდესაც 1989 წელს "გრან-პრი" აიღო იურმალას სიმღერის კონკურსზე, კომპოზიიცით "სამშობლო", ეს ის პერიოდია, როდესაც დაშლის პირას მისულ იმპერიაში ეროვნული მოძრაობები იღვიძებს. კონკურსზე გამარჯვების შემდეგ პავლიაშვილი მალევე რუსეთში გადაბარგდა და დღემდე აგრძელებს იქ მოღვაწეობას, მან გამოუშვა სამი სოლო ალბომი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში, მაგრამ შედარებით გამორჩეული ნამუშევრები უფრო 2001 და 2003 წლებში გამოვიდა - "Ждёт тебя грузин" და «О моей любви". შემდგომ ათწლეულში სოსო პავლიაშვილის რეპერტუარს ემატება ისეთი შესანიშნავი სიმღერები, როგორიცაა «Белая фата» და "Помолимся за родителей", რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა. გასულ თვეში მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა RTVI YouTube-ის არხზე "ლეგენდის" ახალ ეპიზოდში ალა პუგაჩოვთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა .(ნახე-"ეს იყო მხოლოდ ერთხელ" - სოსო პავლიაშვილმა ალა პუგაჩოვასთან ურთიერთობაზე ისაუბრა) 69 1-ს მოსწონს 1-ს არა
|