x
image
მარიამმ პაიჭაძე
„არ მინდა, ამ ოკეანგაღმელი ქალის პატიოსნებაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ..." - რას წერს გელა ზედელაშვილი კელი დეგნანზე
გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დავთრებში დაკარგულები!


არ მინდა, ამ ოკეანგაღმელი ქალის პატიოსნებასა და დემოკრატიულ სულისკვეთებაში ეჭვი შევიტანო, მაგრამ თავისი ყოფა-ქცევით არ მაძლევს ამის საშუალებას.



სულო, ცოდვილო, კეზერაშვილის ევროპიულ თაღლითობაზე ისეთ კომენტარს აკეთებს, ესეც წილში ჩამჯდარი მგონია!


კელი დეგნანი: „ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიება, რათა მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია საზოგადოებას, რომელიც ღია და დახურული წყაროებიდან არის მოპოვებული, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის".


დიახ, მისის დეგნან, ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ჟურნალისტიკა და ხარისხიანი სასუქების შეტანა მინდვრებში ადრეულ გაზაფხულზე.


რატომ?


იმიტომ, რომ ამ დროს... მარტსა და აპრილში ხშირი წვიმები ხელს უწყობს სასუქების ღია დნობას, რაც შემდეგ გადადის დახურულ დნობაში. ეს უფრო ეფექტურია მაშინ, როცა შეტანის პროცედურას ატარებს თვით ხელისუფლება და ამის თაობაზე ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის საზოგადოებას, რაც ქმნის საფუძველს ამ ტიპის ზომებისთვის.


ვახ... ძლივს არ გავიგე, რაში ყოფილა საქმე?


მადლობა, მისის დეგნან, ასეთი მოკლე, ლაკონური და ნათელი განმარტებისთვის, ქართველი ხალხი აუცილებლად დააფასებს თქვენს გონებრივ შესაძლებლობებსა და დიპლიპიტოურობას... უკაცრავად, დიპლომატიურობას.
მმმმმუუუუაჰაჰაჰაჰაჰა!", - წერს გელა ზედელაშვილი.


კელილ დეგნანი


გელა ზედელაშვილი სქრინი




1
166
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
166
  
2023, 14 აპრილი, 9:36
ამ კაცს ხომ შიგ აქვს,მაგრამ არც დეგნანი დადის მთლად ისე,მასაც გარჭობილი აქვს. ასეთ დიპლომატს თუ არსებას რო გამოგიგზავნის "პარტნიორი",მერე გაუკვირდებათ,რომ საქართველო აგინებს ამერიკას. ამ ქალმა მოახერხა და ქვეყანა შეცვალა,პუტინის გინებას თუ დაუჭოკრიდა ეს ქალი და ამერიკა არ მეგონა. მალადეც მამიდა კელი
0 1 1