ფიტნეს დარბაზში ვარჯიშები და იოგას ასანები ის საშუალებებია, რომელიც ქალს საოცარ მოქნილობას ანიჭებს და იდეალურ სხეულს "ჩუქნის"
2023, 13 აპრილი, 20:26
ნებისმიერი სპორტის სახეობა ძალისმიერი სპორტის გარდა, ორივე სქესის წარმომადგენელს იდეალური სხეულის ფორმას აძლევს. სადღეისოდ მსოფლიოში ათეულობით მილიონი ადამიანია დაკავებული პროფესიული და სამოყვარულო სპორტით. აუცილებელი არაა მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად ივარჯიშოთ როცა მოყვარული ხართ, მთავარია სწორად ივარჯიშოთ, თან სისტემატურად რაც აუცილებლად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და სხეულის ფორმებზე.
მართალია იოგა დღემდე ფილოსოფიურ-რელიგიურ მიმდინარეობადაა ცნობილი, მაგრამ ჩემთვის და უამრავი სხვა ადამიანისთვის ეს სხეულის გაჯანსაღების და სპორტულ ფორმაში ყოფნის უებარი საშუალებაა თუ მას ჩამოვაცილებთ რელიგიას.
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ცირკში საოცარ წარმოდგენებს დგამენ სპორცმენი გოგონები, რომლებიც აქტიური სპორტიდან წასულები საკუთარი თავის პოვნის ახალ გზებს ეძებენ და ამ გზის პოვნაში ცირკში მიდიან და მაყურებელს საოცარ სანახაობას სთავაზობენ სხეულის მოქნილობაზე.
ხშირად დაუჯერებელიც კია, როცა ისეთ სურათს წააწყდები, სადაც დაუჯერებლად მოქნილი ახალგაზრდა ქალები, საოცარ კადრს გვთავაზობენ. ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი სად გადის ჯერ კიდევ გამოუკვლეველი ფენომენია, სხვა რას უნდა მივაწეროთ როცა ცოცხალი ადამიანი ჭოტივით ლამის წრეზე უხიფათოდ ატრიალებს თავს?
სპორტი თუნდაც სამოყვარულო რომ სასარგებლოა ა ფოტოკოლაჟითაც დარწმუნდებით.