x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სააავადმყოფოს დამლაგებელი პორნოში გადაერთო და გამდიდრდა 6 თვეში
image


41 წლის დამლაგებელი დიდი ბრიტანეთიდან ამჟამად დღეში 2000 ევროს შოულობს




საავადმყოფოს დამლაგებელმა დიდი ბრიტანეთიდან, სიღარიბის გამო, გადაწყვიტა ექაუნტის გახსნა OnlyFans-ზე და ამჟამად დღეში დაახლოებით საშუალოდ 2000 ევროს გამოიმუშავებს პორნოზე, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Star-ი.


41 წლის ჩერი ბლუმი ( Cherry Bloom) აღიარებს, რომ ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში საათში მხოლოდ ცხრა ფუნტს (დაახლოებით 27 ლარი ჩვენს ფულზე) უხდიდნენ. 2022 წლის ბოლოსთვის ასეთი შემოსავალი აღარ იყო საკმარისი ოჯახის უზრუნველსაყოფად. ამ გარემოებამ აიძულა იგი პორნოინდუსტრიაში წასულიყო. თუმცა, ბრიტანელი არაფრით არ ელოდა, რომ სულ რაღაც ექვს თვეზე ნაკლებ დროში გამდიდრებოდა



ბლუმი შოტლანდიური საფეხბურთო კლუბის "რეინჯერსის" გულშემატკივარია. მისდა გასაკვირად, მას შემდეგ რაც მან ამის შესახებ თავის გვერდზე დაწერა, მის გამომწერებს შორის პროფესიონალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ.


„ვცდილობ არ გავამჟღავნო ვინ დარეგისტრირდა, რადგან მათთვის ეს პირადულია. ჩვენი ყველა კომუნიკაცია კონფიდენციალურია. ჩვენ უნდა ვენდოთ ერთმანეთს“, - ამბობს ის.

image


საბოლოოდ, ქალის ექაუნთი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ახლა მას ქუჩაში ბეისბოლის ქუდების ტარება უწევს, რათა როგორმე სახე დამალოს.


„ახლა მე მუდმივად ვატარებ ქუდს. ყოველთვის ცხადია, რომ გიყურებენ. ისინი არ მოდიან ჩემთან , მაგრამ ვამჩნევ, რომ თავს ატრიალებენ და ამ დროს ფიქრობთ: "ოჰ, ეშმაკმა დალახვროს", - ამბობს ბრიტანელი.


ბლუმი აღიარებს, რომ ახლა ის ყველაზე მეტად ოცნებობს კრიშტიანუ რონალდუ გახდეს მისი გამომწერი. გარდა ამისა, მას სურს, ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი" რეინჯერსში" გადავიდეს.


OnlyFans-ში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ბლუმმა არ მიატოვა სამსახური ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში, რადგან ის ძალიან მეგობრულ კოლექტივში მუშაობს.

0
270
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0