x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ესენი არაფრით არიან იმ შარვალჩახდილებზე უკეთესნი, მამულს მოშიშვლებული საჯდომებით რომ „იცავდნენ" - ვისზე საუბრობს ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი


„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„სოციალურ ქსელში ურთიერთშეურაცხყოფა სამწუხარო ნორმადაა დამკვიდრებული, მაგრამ ვაკვირდები, რომ ამ ბოლო დროს მაინც რაღაცა ახალ, ტრაგი-კომიკურ მიმდინარეობას ეყრება
საფუძველი. ვინც ყველაზე მაგრად იგინება, იფურთხება და კლავიატურის კაკუნისას თვალებს აბზრიალებს (ვითომ გვაშინებს), მას პრეტენზია აქვს, რომ სამშობლოს იცავს!!! არადა, ვინ - ვის და რატომ იცავს, არაა ამისი ამოცნობა რთული.


ეს მაგინებელ- ბრაზიანი კომენტატორები არაფრით არიან იმ შარვალჩახდილებზე უკეთესნი, სანატრელ მამულს მოშიშვლებული საჯდომებით რომ „იცავდნენ".



სამშობლო მოშიშვლებული საჯდომითა და მრუდე ენით კი არა, სუფთა გულით, ფიქრით, საქმით, გონივრული ნაბიჯებით და რაც მთავარია, სიყვარულითაა ასაშენებელიც, გასაბრწყინებელიც და დასაცავიც. მანდილოსნის (ვინც უნდა იყოს ეს მანდილოსანი: დამლაგებელი, მინისტრი, ექიმი, პედაგოგი, თუ პრეზიდენტი) შეურაცხმყოფელი... ვითომ მამაკაცი სამშობლოს, დამიჯერეთ, ვერ დაიცავს.


მინახავს ასეთი არსებები ომიანობის ჟამს, კრიტიკულ ვითარებებში. გამგებმა გაიგოს!" - წერს ირმა ინაშვილი.



0
156
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0