x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მუსულმანური ქვეყნების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამერიკამ მათთვის დემოკრატიის ნაცვლად მხოლოდ ზარალი მოიტანა
image

სოციოლოგიურმა კომპანია Gallup-მა 7 აპრილს გამოაქვეყნა თავისი გამოკითხვის შედეგები ოცი წლის წინ აშშ-ს ერაყში შეჭრის წლისთავის წინა დღეს, რაც ვაშინგტონმა საკუთარი საქციელი გაამართლა ამ ქვეყანაში დემოკრატიზაციის დამყარების მოტივით.


მიუხედავად იმისა, რომ აშშ დიდი ხანია თავს მიიჩნევს დემოკრატიის მხარდამჭერად, განსაკუთრებით ომით განადგურებულ ერაყში, Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, ერაყელებს და სხვა 12 მუსლიმური ქვეყნის მოსახლეობას არ სჯერათ, რომ აშშ სერიოზულად უდგება რეგიონში დემოკრატიის განვითარებას ან ხალხს ნებას რთავს შექმნას საკუთარი პოლიტიკური მომავალი ისე, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, წერს გამოცემა TEHERAN TIMES-ი.


2022 წლის გამოკითხვა 13 მუსულმანურ ქვეყანაში ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ უყურებენ ამ ქვეყნების მუსლიმები აშშ-ს ვალდებულებებს დემოკრატიის, თვითგამორკვევისა და ეკონომიკური გაუმჯობესების მხრივ. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ს ვალდებულებებს ამ სამ კატეგორიაში.



და ყველა კატეგორიაში ირანელები აშშ-სადმი უნდობლობის თვალსაზრისით პირველ ადგილზე არიან. ირანელი რესპონდენტთა მხოლოდ 9%-მა თქვა, რომ ენდობა აშშ-ს დემოკრატიაზე აღებულ ვალდებულებას, ხოლო მათგან 81%-მა განაცხადა, რომ აშშ დემოკრატიის მიმართ არასერიოზულად არის განწყობილი.


ირანელების 80% -ს მიაჩნია, რომ აშშ არ დაუშვებს, რომ მათი საკუთარი პოლიტიკური მომავალი შექმნას.


დაბოლოს, ირანელ გამოკითხულთა 82%-მა თქვა, რომ აშშ სერიოზულად არ არის განწყობილი მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.



Gallup-ის გამოკითხვის შედეგები მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც აშშ-მა გაავრცელა ირანის წინააღმდეგ. ამერიკულ მედიაში ირანელებს დიდი ხანია ასახავენ როგორც პროდასავლურ ღირებულებების და მოსაზრებების მიმდევრებს. უფრო მეტიც, ისინი ავრცელებენ ბრალდებებს ირანში სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის განხეთქილების შესახებ.


ეს სრულად გამოვლინდა მრავალთვიანი საპროტესტო ტალღის დროს, რომელიც მოიცვა ირანი მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ. (შენიშვნა: 22 წლის გოგონა რომელიც ჰიჯაბის არასწორა დაკავების დროს დააკავეს)შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა იმდენად შორს შეტოპეს, რომ საჯაროდ მხარს უჭერდნენ ირანში რეჟიმის შეცვლას სავარაუდოდ დემონსტრაციების ჩახშობის გამო.


Gallup-ის გამოკითხვამ კიდევ სხვა რამ აჩვენა. ამან დაადასტურა, რომ ირანელი ხალხი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების პოლიტიკას, ისევე როგორც სხვა მუსულმანურ ქვეყნებში. ბოლოს და ბოლოს, აშშ არ არის სამართლიანი მუსულმანური სამყაროს მიმართ.


ექსპერტები თვლიან, რომ ირანელები ყველა სოციალური ფენიდან შეიძლება ცხოვრებით უკმაყოფილონი იყვნენ, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, მაგრამ მათ იციან, რომ მათი გაჭირვება ძირითადად განპირობებულია აშშ-ს სანქციებით, რამაც ამდენი ზიანი მიაყენა ირანელების სიცოცხლეს.


შეერთებული შტატების რეპუტაცია სხვა მუსულმანურ ქვეყნებს შორის არ არის შესაშური. Gallup-ის თანახმად, 2022 წელს გამოკითხულთაგან მხოლოდ ყოველი მეოთხე ერაყელი ეთანხმება განცხადებას, რომ აშშ სერიოზულად არის დაინტერესებული მათ ქვეყანაში დემოკრატიული სისტემების მშენებლობაში.იგივე მდგომარეობაა ავღანეთში, სადაც ამერიკა ერაყამდე ორი წლით ადრე შეიჭრა სხვადასხვა მიზეზების გამო, მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ აშშ სერიოზულად არის დაინტერესებული მათთან დემოკრატიული პროცესების განვითარებით.

0
142
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
142
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0