x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში, როცა..." - რაზე საუბრობს ნუკა არველაძე
ნუკა არველაძე



ჟურნალისტი ნუკა არველაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ალბათ შოკში ხართ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოში აშშ-ის საელჩო...


ალბათ, არც ერთ ქვეყანაში ასეთი ერთობა არ გინახავთ - აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და მისი უდიდებულესობა ხალხი!



დიახ, ხალხი, უმრავლესობა, ვინც მისცა ლეგიტიმაცია მმართველ ძალას,
„ქართული ოცნებას"!


ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით იმას, რომ მას მერე, რაც პოლიტკურ სანაგვეზე გაუშვა ხალხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მას მერე მათი ლობისტები, და აღმოჩნდა, რომ მათ შორის ხართ თქვენც, მაქსიმალურად ცდილობთ, იგნორირება გაუწიოთ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას
და თავზე მოახვიოთ ის ავტოკრატიული რეჟიმი, რომელიც
სააკაშვილის მეთაურობით ქვეყანას და ხალხს უმძიმეს პირობებში ამყოფებდა.


გაგახსენებთ ვისი და რის მფარველებად იქეცით - მხოლოდ ფაქტები...


სააკაშვილის რეჟიმის დროს, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 4, 5 მილიონამდეა, 2003-2012 წლებში უკანონოდ დაპატიმრებული და გასამართლებლი იყო 300 000 ადამიანი.


ციხეებში იყი პატიმრების წამება, რომელსაც ტოტალური ხასიათი ჰქონდა!


საპატიმროებში დაიღუპა 715 ადამიანი - ეს რაც სტატისტიკაა - იყო შემთხვევები, როცა გარდაცვალება ფორმდებოდა საპატიმროს თითქოს დატოვებიდან ერთი დღის შემდეგ.


ვითომ დანაშაულთან ბრძოლას ამოფარებული დასჯის წესით
პირდაპირ ქუჩაში დახვრეტილი იყო ახალგაზრდები - რომელთა რიცხვი 200 ადამიანამდეა.


დარეკეტებული ბიზნესი და შუაღამეს ნოტარიულად საპატიმროებში გადაფორმებული მილიონებით ქონება.


მედიის ტოტალური კონტროლი.


და ყოვლად უვარგისი და არაფრის მაქნისი არასამთავრობო სექტორი
- ალბათ იმიტომ, რომ თქვენი დაფინანსება სწორედ სააკაშვილოს რეჟიმის გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი!


ეს არ არის პირველი შემთხვევა საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში,
როცა ხალხია, ვინც ამ ქვეყნის არსებობის ძირითადი რესურსია!


რომ არა თქვენი მფარველობა და ხალხზე ფარისეველი მანიპულაცია, სააკაშვილი ვერ შეძლებდა ამდენ მავნებლობას!


ვერ დაზარალებულ ასი ათასობით ოჯახს...


და კიდევ ერთი...


2008 წლის ომი საქართველოს ქვეყნის 20%-ს დაკარგვის ფასად დაუჯდა,
მათ შორის, უბრძოლველად გადაცემული კოდორის ხეობა!


თქვენ რომ გქონოდათ ადეკვატური რეაქციები 2003-2012 წლების საშინელ მოვლენებზე, ამის ეჭვი არავის გაუჩნდებოდა, მაგრამ თქვენი სანქციებით თამაშები ყველაზე ძვირი ამერიკელ ხალხს უზის და ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის ეკონომიკა გამყარდა.


არაფერს ვაბობ ჩინეთის და რუსეთის მოლაპარაკებებზე!


როდესმე ადამიანებს ალბათ, გვექნება პასუხი, რა ჯანდანა ხდება დღეს მსოფლიოში და ამხელა გლობალურ მოვლენებში, რამდენად დიდი როლი აქვს
ჩემს პატარა და ამაყ საქართველოს.


ამიტომაც ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ, როცა ჩემს სამშობლოს მესამე მსოფლიოს ქვეყნად განიხილავთ და ფიქრობთ, რომ გაქვთ ძალაუფლება, მარიონეტებად აქციოთ ხალხი!


რადგან, ვერც კი წარმოიდგენთ, ქართველ ხალხს რა ძალა აქვს!


#საქართველოუპირველესყოვლისა", - წერს ნუკა არველაძე.




0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0