x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
13 საინტერესო ფაქტი ისლანდიის შესახებ, რომლებიც ამ ქვეყანას უკეთ გაგაცნობთ

აქტიური ვულკანების, ცხელი წყლების და გეიზერების ქვეყანა - ისლანდია იზიდავს ტურისტებს ბუნების უნიკალური სილამაზით. ეს კუნძული სახელმწიფო იკარგება ატლანტის ოკეანის წყლებში, არქტიკული წრის მახლობლად. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ამ ულამაზესი ქვეყნის შესახებ, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ:image

1. ისლანდიაში პრაქტიკულად არ არსებობს გვარი; ძირითადად უცხოური წარმოშობის მოქალაქეებს აქვთ გვარები (მოსახლეობის 10%). გვარის ანალოგებია პატრონიმი (ფორმა, რომელიც წარმოიქმნება მამის სახელიდან) ან მატრონიმი (ფორმა დედის სახელიდან მიღებული) პრეფიქსით son მამაკაცებისთვის და dóttir ქალებისთვის. მაგალითად, ბიორკ გუდმუნდსტოდირი (გუდმუნდის ქალიშვილი) არის ცნობილი ისლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი. იშვიათ შემთხვევებში გვხვდება პატრონიმისა და მატრონიმიზმის ერთობლიობა. (Ben Husmann- ბენ ჰუსმანი)image

2. ისლანდიაში დანაშაულის სტატისტიკა პრაქტიკულად ნულის ტოლია. აქ პოლიცია იარაღის ტარებით თავს არ იწუხებს და დედები ეტლებს ბავშვებთან ერთად ქუჩაში ტოვებენ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ კაფეებთან ან მაღაზიებთან ახლოს ეტლში მძინარე ბავშვებს ნახავთ. image

3. ადგილობრივებს ურჩევნიათ ჩვილები გარეთ დატოვონ, რათა მათ მშვიდად იძინონ და სუფთა ჰაერი ისუნთქონ.image

4. ისლანდიის პარლამენტი ყველაზე ძველია ევროპაში. პირველად, ე.წ. ალტინგი(ისლანდიურიდან "გენერალური ასამბლეია") გაიმართა 930 წელს თანამედროვე თინგვედლირის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. აქ შეხვედრები 1798 წლამდე გაგრძელდა.image

5. ახლა ალტინგის შენობა მდებარეობს რეიკიავიკში. ეს არის ერთპალატიანი პარლამენტი 63 დეპუტატით.image

6. ისლანდია უნიკალური ლანდშაფტის მქონე ქვეყანაა. ეს არის ვულკანური პლატო 2 კმ-მდე მწვერვალებით, ცხელი წყლებით, აქტიური ვულკანებით, გეიზერებით; 103 ათასი კმ² მთლიანი ფართობიდან 11, 8 ათასი კმ² დაფარულია მყინვარებით.image

7. ქვეყანას რეალურად არც ერთი სრულფასოვანი მთა არ აქვს. თუ კარგად დააკვირდებით ფოტოებს, დაინახავთ, რომ თითქმის ყველა მთას და ბორცვს აქვს ბრტყელი მწვერვალი, რადგან ისინი, ისევე როგორც მათი ხეობები, მყინვარების გამო გაჩნდნენ. ისლანდია ფაქტობრვად გამოკვეთილია“ მყინვარების მიერ, რომლებმაც შექმნეს ღრმა ხეობები და მაღალი მთების ქედები. ქვეყანაში ასევე არის მრავალი ვულკანის სახლი, რომლებიც შესაძლოა ბევრს მთიის სახელებშიც აერიოს. image

8. ისლანდია ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა მსოფლიოში. ის სავსეა ვულკანებით, რაც ადგილობრივებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ გეოთერმული ენერგიის წყაროები. გარდა ამისა, ისლანდიელებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ უხვი წყლის გზები, როგორც ენერგიის წყარო. ქვეყანა პრაქტიკულად არ წვავს წიაღისეულ საწვავს.image

9. მშრალი კანონი ისლანდიაში მოქმედებდა 1915 წლიდან 1989 წლამდე; ამავდროულად, ბოლო 54 წლის განმავლობაში ის მხოლოდ ლუდზე ვრცელდებოდა. ამიტომ, აკრძალვის მოხსნის შემდეგ, ლუდმა ქვეყანაში არნახული პოპულარობა მოიპოვა. ლუდის დღე ყოველწლიურად 1 მარტს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ისლანდიელები ამ სასმელს დიდი რაოდენობით მოიხმარენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუდის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ალკოჰოლური სასმელების მაღაზიებში. დამოუკიდებელ გამყიდველებს ქვეყანაში ალკოჰოლის გაყიდვა ეკრძალებათ.image

10. ლუდის გარდა, ისლანდიელებს ძაიან უყვართ სოუსები და და პიურეები, რომლებსაც თითქმის ყველა კერძს უმატებენ.image

11. ტემპერატურის და ამინდის მიუხედავად, ესლანდიელები ხშირად იყენებენ გრილებს ხორცის შესაწვავად. შესაწვავი გრილები მათ სახლში შენახული არასოდეს აქვთ.image

12. ისლანდიაში სიშიშვლეს არ გმობენ. ადგილობრივებს აბსოლუტურად არ ერიდებათ საჯაროდ გაშიშვლება. გეოთერმულ აუზებზე, რომლებიც აქ უხვადაა, ძირითადად შიშველი ადამიანების ნახვაა შესაძლებელი.image

13. ისლანდიაში ხეები პრაქტიკულად არ არის. აქ მხოლოდ რამდენიმე სახეობა იზრდება. ბევრი ხე მოჭრეს პირველმა მცხოვრებებმა სახლების ასაშენებლად.image

0
546
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0