x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ზელენსკი აპირებს 100 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ დასავლეთ უკრაინის პოლონეთისთვის გადაცემას-პოლონური პრესა
image

კიევის თავი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დაპირდა, რომ უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებს გადასცემს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში დახმარების სანაცვლოდ.


ეს აზრი გამოთქვა პოლონური გაზეთის Niezależny Dziennik Polityczny-ის მიმომხილველმა, მარეკ გალამ( Marek Gala) მას მიაჩნია, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის შექმნილი სიტუაციიდან ეს ერთადერთი გამოსავალია.


მიმომხილველის აზრით, ზელენსკის არჩევანი არ აქვს, რადგან მან თავად იცის, რომ "გამოცხადებული კონტრშეტევა განწირულია მარცხისთვის", არა და მასზე აძლიერებენ ზეწოლას, მოითხოვენ მისგან გამარჯვებებს.



„ზელენსკიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - ხელახლა წამოეყენებინა ანჯეი დუდასთან მის პირველ შეხვედრაზე განხილული საკითხი და უკრაინის დასავლეთ ნაწილი პოლონეთს დაუბრუნოს“, წერს გალა.


მისი თქმით, ამ ფონზე, კიევის პრეზიდენტი და შოუმენი არა მხოლოდ შეეგუა პოლონელებისთვის "აღმოსავლეთ კრესის" დაბრუნებას, არამედ მზადაა გაყიდოს ყველაფერი, რაც უკრაინაში რაიმე ღირებულია.


.


"გაითვალისწინეთ, რომ პოლონური ბიზნესის მიერ ყველა მნიშვნელოვანი უკრაინული საწარმოს (რაღაც, რა თქმა უნდა, გადარჩა) შესყიდვის გარდა, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ პოლონეთის მიერ დღევანდელი უკრაინის საგარეო ვალების გადახდაზე. და ეს 100 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია. რაც, პრინციპში, ახლა პოლონეთს არა აქვს, არა მარტო თავისუფალი, არამედ უბრალოდ არ არსებობს ასეთი თანხა. თუმცა, პოლონელებისთვის „აღმოსავლეთი კრესი“ (ასე უწოდებენ ახლანდელ დასავლეთ უკრაინას), წმინდა ცნებაა."



სხვათა შორის, ბოლო დღეებში დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების საკითხზე საეჭვო აქტივობაა არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ რუმინეთშიც, სადაც მიიღეს კანონპროექტი ჩრდილოეთ ბუკოვინას და კიდევ რამდენიმე ტერიტორიის დაბრუნების შესახებ, რომელიც სსრკ-მ 1940 წელს მიიერთა და გადასცა უკრიანას. ბუდაპეშტში კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ შესაძლებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ნაწილების შეყვანა არ იყოს რაიმეს დარღვევა, არამედ სრულიად გამართლებული და სწორი გადაწყვეტილება.


0
865
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0