x
image
მარიამმ პაიჭაძე
„სარკეში რომ ჩაიხედავ, საკუთარ თავზე გული არ გერევა?!" - სანდრო ბრეგაძე დავით უსუფაშვილს

სანდრო ბრეგაძე


„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე პოლიტიკოს დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„კვირის პალიტრა" ინტერვიუს აქვეყნებს 1989 წლის 9 აპრილის მონაწილეებთან და ჰოი, საოცრებავ - დავით უსუფაშვილიო!


თუ არ იცით, სხვას მაინც დაეკითხეთ, რა 9 აპრილის მონაწილე უსუფაშვილი - დაგვცინით და მასხრად გვიგდებთ?!



ერთი უსუფა იყო ეროვნული მოძრაობის მიტინგების მონაწილე და მეორე ინაურის სტაჟიანი აგენტი ბერძენიშვილები დისიდენტები!


ასეთი სიცრუე და ისტორიის გაყალბება როგორ შეიძლება?!


ახლა მე მოგიყვებით სიმართლეს - ეს პატივცემული გვამი, დავით უსუფაშვილი, პირიქით, საბჭოთა იმპერიას გულშემატკივრობდა, ამიტომაც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ შევიდა კომუნისტური პარტიის რიგებში (მაშინ, როდესაც ყველა პატიოსანმა ადამიანმა მანდატი დახია), ხელის გულების გადატყავებამდე უკრავდა ტაშს კომუნისტური პარტიის ცკ-ს, გულმხურვალედ გულშემატკივრობდა საბჭოთა კავშირს, არც დარბევას აპროტესტებდა და ე.წ. არაფორმალების დასჯასაც ითხოვდა!


ვკითხულობ ამ ინტერვიუს და გაოცებული ვარ - რა უნამუსოდ- ურცხვად იტყუება, ხალხს თვალში ნაცარს აყრის - მართალია, ეშინია და ბოლომდე იმას ვერ ამბობს, იქ ვიდექიო“ მაგრამ აცხადებს - წინა დღეებში მიტინგზე მივდი-მოვდიოდიო - აი ციტატაც - დავით უსუფაშვილი:


- „მაშინ მე რუსთავში ვცხოვრობდი. ახალგაზრდები ავტობუსით მივდი-მოვდიოდით მთავრობის სახლის წინ გამართულ აქციებზე. რაც მაშინ ჩვენ გვამოძრავებდა, ეს ნამდვილად იყო პოლიტიკური გათვლა-გამოთვლებისგან თავისუფალი გულწრფელი, სამოქალაქო პროტესტი!"


ხომ გეუბნებით - ამ ბოლო ხანს უტიფრობამ უმაღლეს პიკს მიაღწია, შუბლის ძარღვების მასობრივად დაწყვეტა წავიდა, უკვე ყველა ყველაფერს კადრულობს, ჯოჯოხეთის მაშხალების ზეიმია - სულაძაღლებული როდიონოვი და კოლბინი ცოცხლები რომ იყვნენ, ალბათ ისინიც იტყოდნენ - უსუფასთან ერთად ჩვენც ვიყავით მიტინგზე და საქართველოს დამოუკიდებლობას ვითხოვდითო!


არ გაგიკვირდეთ - მომავალ 9 აპრილს უსუფაშვილმა ურცხვად რომ განაცხადოს, ზვიადი და მერაბი კი არ იყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, არამედ მე ვიყავი, უბრალოდ ნიღაბი - „მასკა" მეკეთა და ვერ მცნობდითო, ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობაც მე გამოვაცხადეო!


სასაცილოა ეს ყველაფერი - ცხარე ცრემლით სატირალი რომ არ იყოს!


ისემც …….. ……. დათო უსუფაშვილო, რამდენი 1989 წელს „კამსამოლა" იყავი, ცკ-ს ინსტრუქტორობაზე ოცნებობდი და ლენინის მახინჯი თავიანი კომუნისტური პარტიის მანდატი გითბობდა გულს. სარკეში რომ ჩაიხედავ (ასეთი უტიფარი ტყუილების გამო) საკუთარ თავზე გული არ გერევა?!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


სანდრო ბრეგაძე სქრინი




0
266
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0