x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავიაკატასტროფაში დაღუპული ცნობილი ადამიანები
image


2010 წლის 10 აპრილს, თვითმფრინავ ტუ-154-ს, პოლონური დელეგაციის წევრები გადაჰყავდა რუსეთის ქალაქ სმოლენსკში. მაშინ, როდესაც თვითმფრინავი ჯდებოდა ქალაქ სმოლენსკის აეროპორტში, განიცადა ავიაკატასტროფა. ამ ავიაკატასტროფას შეეწირა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პრეზიდენტის მეუღლე, პოლონეთის გენერალური შტაბის და პოლონური არმიის ოფიცრები, ცენტრალური ბანკის მმართველი, პოლონეთის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის პრეზიდენტი იანუშ კურტიკა და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.


მოდით გავიხსენოთ იმ ცნობილი ადამიანების ნაწილი, რომლებიც ავიაკატასტროფას შეეწირნენ.



ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი- 1944 წლის 31 ივლისს კუნძულ სარდინიაზე გაფრინდა სადაზვერვო მისიით, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.ცნობილი მწერალი და მფრინავი 44 წლის იყო.




გლენ მილერი-ლეგენდარული ჯაზმენი გარდაიცვალა 40 წლის ასაკში, 1944 წლის 15 დეკემბერს, ის გაემგზავრა Noorduyn UC-64 Norseman მსუბუქი ერთძრავიანი თვითმფრინავით დიდი ბრიტანეთიდან საფრანგეთში, მაგრამ გზაში დაიკარგა.


თვითმფრინავი ვერ იპოვეს. გამოითქვა მისი დაღუპვის შესახებ უამრავი ვერსია, მათ შორის ყველაზ დაუჯერებელიც




ნატო ვაჩნაძე-დაიღუპა 1953 წლის 14 ივნისს, როდესაც მოსკოვიდან შინ ბრუნდებოდა, თვითმფრინავი ჩამოვარდა სოფელ გრიგოლიშში, ზუგდიდის მახლობლად.მსახიობი 49 წლის იყო.





ბადი ჰოლი-— ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელიც 1950-იანების შუა პერიოდის როკ-ენ-როლის ცენტრალური ფიგურა იყო.

1959 წლის 3 თებერვალს, აიოვაში Clear Lake-ის მახლობლად, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, მუსიკოსი მხოლოდ 22 წლის იყო.



ფრანშისკუ სა კარნეირუ-პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, მეცნიერი და ადვოკატი 1980 წლის 4 დეკემბერს დაიღუპა, როდესაც მსუბუქი ორძრავიანი

Cessna 421 Golden Eagle კამარეტაში(რაიონი პოტრუგალიაში) ჩამოვარდა.პოლიტიკოსი 46 წლის იყო.


რენდი როუდსი-ვირტუოზი გიტარისტი 1982 წლის 19 მარტს დაიღუპა, როდესაც პატარა სპორტული თვითმფრინავით ოზი ოსბორნთან გახუმრება სცადეს, მანევრის დროს თვითმფრინავის ფრთა ავტობუსს გამოედო, დაკარგა მართვა და გარაჟს დაეცა.იგი მხოლოდ 25 წლის იყო.




ჯენი რივერა-ცნობილი, მექსიკელი მომღერალი, რომელმაც აშშ-შიც მოიპოვა პოპულარობა 2012 წლის 9 დეკემბერს ქალაქ მონტერეიში კონცერტის შემდეგ, კერძო თვითმფრინავით გაფრინდა ტოლუკაში. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან მალევე გაქრა. მოგვიანებით, სამძებრო რაზმებმა იპოვეს თვითმფრინავის ნამსხვრევები.


რიჩარდ როკფელერი-უხუცესი მილიარდერის დევიდ როკფელერის 64 წლის ვაჟი და ნავთობის მაგნატის ჯონ როკფელერის შვილიშვილი 2014 წლის 13 ივნისს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, როდესაც ერთძრავიანი თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან შინ ბრუნდებოდა.

კობი ბრაიანტი-ლეგენდარული პროფესიონალი კალათბურთელი 2020 წლის 26 იანვარს ტრაგიკულად დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად.იგი 41 წლის იყო.


მთავარ ფოტოზე: რენდი როუდსი, ლეხ კაჩინსკი და ჯენი რივერა

0
572
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0