საბუნებისმეტყველო ნარინჯისფერი სინათლეები ღამის ცაზე – უცნაური ანომალია, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა 2023, 14 აპრილი, 9:22 მართალია ამ მოვლენებს ადგილი, ძირითადად, 2011 წლის მაისში ჰქონდა. თუმცა, იმ წელს, სამხრეთ აფრიკის ღამის ცაზე, ხშირად ხედავდნენ უცნაურ ნარინჯისფერ სინათლეებს. თვითმხილველთა მტკიცებით, ერთხელ მათ, ერთდროულად, 20 ნარინჯისფერი სინათლე დაინახეს, რომელიც ერთი მიმართულებით, ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა, მეორე შემთხვევაში, ჯგუფში მხოლოდ 7 სინათლე იყო, რომელიც ერთი მიმართულებით, ასევე სწრაფად გადაადგილდებოდა. სამხრეთ აფრიკაში, უცნაურ მოვლენებზე დაკვირვების, ეს არც პირველი შემთხვევა იყო და არც უკანასკნელი. მაგალითად, 1996 წ. 28 აგვისტოს, ამო–ზე დაკვირვების შეტყობინება, პრეტორიიდან მიიღეს. იქ, ქალაქის ცაში, დიდი ზომის ვერცხლისფერი ობიექტი დააფიქსირეს. ამ შემთხვევაში, ანომალია იოჰანესბურგის რადარის ოპერატორებმაც დაადასტურეს... იმ დღეს, ცაში მოლივლივე სფერო, პირველად პოლიციის სერჟანტმა იოჰან ბეკერმა დაინახა და განაცხადა, რომ "რაღაც, სხვა სამყაროდან დაინახა". ბეკერის აღწერილობის მიხედვით, ობიექტს აშკარად დისკის ფორმა და "წითელი სამკუთხა სინათლეები" ჰქონდა. ის პოლიციის განყოფილების თავზე, დაახლოებით, 90 წ. გაჩერდა და დროის ამ მონაკვეთში, ბეკერმა პოლიციის ვერტმფრენი გამოიძახა და მფრინავ ფრედ ვიჯოენს ობიექტის შესწავლა დაავალა. ინციდენტის შემდეგ, ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავიდან, ეს ყველაფერი ხუმრობა ეგონა. თუმცა, როგორც კი მანათობელ დისკს მიუახლოვდა, მიხვდა, რომ "ეს ის იყო, რაც მანამდე არასდროს განუცდია". როგორც კი ვერტმფრენი მას მიუახლოვდა, ხომალდი მოულოდნელად დაიძრა. მიუხედავად იმისა, რომ ვიჯოენი ყველანაირად ცდილობდა მას დასწეოდა, ვერ მოახერხა, რადგან ობიექტი ძალიან სწრაფად მოძრაობდა. ბოლოს, ვერტმფრენს ბაზაზე დაბრუნება მოუხდა, რადგან საწვავი გამოელია. არხის სხვა სიახლეები:* 9 ისტორიული მითი, რომლისაც ჯერ კიდევ გჯერათ* ადამიანის გაქრობის და 20 წლის შემდეგ დაბრუნების იდუმალებით მოცული ისტორია* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»199 3-ს მოსწონს
|