x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134507
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
9 ისტორიული მითი, რომლისაც ჯერ კიდევ გჯერათ

კაცობრიობის ისტორია ყოველთვის იყო და იქნება განსჯის საგანი. ისტორიკოსები ნებისმიერ საკითხზე კამათობენ და ჩხუბობენ, იქნება ეს მოვლენის ისტორიული ინტერპრეტაცია, შეფასება, პროცესი, თუ პიროვნება. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ყველა ისტორიკოსი თანხმდება, რომ ეს 9 «ფაქტი», ისტორიული პირების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.


image


მითი: კლეოპატრა ეგვიპტელი იყო.

ფაქტი: კლეოპატრა წარმოშობით მაკედონიელი პტოლემეების დინასტიიდან იყო.


image


მითი: ნაპოლეონ ბონაპარტი დაბალი იყო.

ფაქტი: საფრანგეთის იმპერატორი 170 სმ. იყო, რაც იმ ეპოქაში, ევროპელი მამაკაცებისთვის საშუალო სიმაღლედ ითვლებოდა.


image


მითი: ვინსენტ ვან გოგმა ყური მოჭრა.

ფაქტი: სინამდვილეში, მხატვარმა მხოლოდ ყურის ბიბილოს ნაწილი მოიჭრა.


image


მითი: ალბერტ აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა.

ფაქტი: მომავალი ფიზიკოსი კარგად სწავლობდა, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებს.



image


მითი: ელექტრო ნათურა თომას ედისონმა გამოიგონა.

ფაქტი: ედისონმა მეთოდი მოიგონა, რომელიც საშუალებას აძლევდა ნათურას, დიდხანს ემუშავა. ხოლო, ნატურებზე ექსპერიმენტები, 40 წლის მანძილზე ტარდებოდა.


image


მითი: სალიერს მოცარტის შეშურდა.

ფაქტი: ანტონიო სალიერი სამეფო კარის დირიჟორი იყო. ასე, რომ, ის უფრო წარმატებული კომპოზიტორი იყო, იმ ეპოქაში, ვიდრე მოცარტი.


image


მითი: ისააკ ნიუტონს გრავიტაციის კანონის იდეა, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თავში ვაშლი დაეცა.

ფაქტი: ვაშლი მის გვერდით, მიწაზე დაეცა. მაგრამ, სწორედ მისმა დაცემამ მიიყვანა მეცნიერი ბრწყინვალე აზრამდე.


image


მითი: ფერნანდო მაგელანი პირველი იყო, ვინც მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა.

ფაქტი: მაგელანი, ფილიპინებზე, ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი ექსპედიცია ხუან სებასტიან ელკანომ დაასრულა და ესპანეთის მეფისგან, ჯილდოდ, აზნაურის წოდება და გერბი მიიღო, რომელზეც დედამიწის გამოსახულება იყო, ხოლო მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: «შენ პირველი ხარ, რომელმაც მე შემომიარა».


image


მითი: მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ მოიგონა და დახატა.

ფაქტი: ყველასთვის ცნობილი მულტიპლიკაციური გმირის ავტორი მხატვარი და ანიმატორი აბი ივერსკია (Ub Iwerks), რომელიც დისნეის სტუდიაში მუშაობდა.


image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* 7 ისტორიული ფაქტი, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა

* მითები და რეალობა ველური დასავლეთის შესახებ

* გამოიგონეს, არაერთხელ გაიმეორეს და დაგვაჯერეს! კინომითები


არხის სხვა სიახლეები:


* რადარმა უცხოპლანეტელების არსებობა დაადასტურა

* რეინკარნაცია: სემის "საქმე" (ნამდვილი ამბავი)

* ჰაეროვანი პასკა და სააღდგომო «კრაფინი»



4
1001
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1001
  
2023, 21 აპრილი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 აპრილი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 14 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 13 აპრილი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4