x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
საქართველოს საზოგადოებაში მუსირებს აზრი თითქოს გამსახურდიას ეთქვას "საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის", რაც მცდარი აზრი აღმოჩნდა

image
დღეს 9 აპრილია, თითოეული საღი აზროვნების ქართველისათვის და საქართველოს მოქალაქისათვის ერის ერთიანობის დღე, რომელიც ასევე უდიდესი ტრაგედიის დღცაა.
ამ დღეს ქართველი ერი და მათთან ერთად საქართველოს მოქალაქეები ერთად დადგნენ საბჭოთა იმპერიის დამსჯელი მანქანის წინააღმდეგ შიშველი ხელებით და ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს უდიდესი მსხვერპლის გაღების მიუხედავად.

ზვიად გამსახურდია-საქართველოს პირველი პრეზიდენტი წინააღმდეგობებით აღსავსე პოლიტიკური ფიგურაა საქართველოს ისტორიაში, დღემდე მასზე უამრავი ტყუილ-მართალი იწერება.
ტყუილი აღმოჩნდა ის, რასაც აქამდე სამხედრო გადატრიალების მონაწილეები, სულისჩამდგმელები და მომხრეები ამტკიცებდნენ, თითქოს გამსახურდიას სურდა საქართველოს სახით შეექმნა მონო ეთნიკური სუბიექტი, სადაც მთავარი როლი და უფლებები მიენიჭებოდა ქართველებს.

სწორედ ამგვარი ჭორების და დეზინფორმაციის შგნებულად მიწოდეის გამო მოხდა დაპირისპირება აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან, რაც საბედნიეროდ მალევე ამოიწურა.

მე არ და ვერ ვიქნები ობიექტური გამსახურდიას შეფასებაში, რადგან სწორედ გამსახურდიას ერთგული გვარდიელების მიერ მოხდა ბარბაროსული ქმედება ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ, როცა სახლი დაგვიწვეს. მიზეზი ლამის მთელმა საქართველომ იცის და ამაზე არ ვისაუბრებ.
სოფელში გახიზნული სამი მოზარდი დედასთან და ბებიასთან ერთად ყოველდღე ველოდით იმავე ბარბაროსების მიერ თავდასხმას. საბედნიეროდ გამოჩნდა გამსახურდიას ერთგული გვარდიის ოფიცერი და საველე მეთაური აკაკი ელიავა (რომელიც მამაჩემთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილ ოფიცერთან მეგობრობდა) რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ჩვენი უსაფრთხოება და სიტყვა და დაპირება ბოლომდე შეასრულა.

ჩემი შეხედულება არ იქნება ობიექტური, თუნდაც გამსახურდიას ერთგული გვარდიელების ნამოქმედარის შემდეგ, რომელიც სხვათაშორის არცერთ ცნობილ თუ უცნობ უზენაესი საბჭოს წევრს არ დაუგმია, მეტიც არც კი დაინტერესებულა თუ რატომ გადაგვიწვეს სახლი.
"ომი ყველაფერს ჩამოწერს"-ალბათ ასე ფიქრობდნენ აღნიშნულ შემთხვევასთან მიმართებაში.
გამსახურდიამ შეცდომა დაუშვა როცა პრორუსი ასლან აბაშიძე მოიყვანა აჭარაში ხელმძღვანელად და აფხაზეთში კი ქართველთმოძულე ვლადისლავ არძინმა, გააფხაზებული თურქი.

თუმცა ეს არ მიუთითებს იმაზე, თითქოს გამსახურდიას ეთქვას "საქართველო ქართველებისთვის", რაშიც ამ ვიდეომაც დამარწმუნა, სადაც გამსახურდია აზერბაიჯანულ დიასპორას ხვდება.

სხვათაშორის, თუ ბატონ ბაკურ გულუას დავუჯერებთ გამსახურდია არჩევნებში გამარჯვების მერე 5 დღის განმავლობაში არ იყო თანახმა, გამხდარიყო ქვეყნის მეთაური.



მართალს და მტყუანს ისტორია განსჯის, ბატონმა ნოდარ ნათაძემ კაცურად აღიარა, რომ გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა უდიდესი შეცდომა იყო, ასევე გენერალმა გია ყარყარაშვილმა მოინანია ვაჟკაცურად თავისი საქციელი (სხვათაშორის სამეგრელოს აწიოკებაში ყველაზე ნაკლები წვლილი "თეთრი არწივის" მებრძოლებს მიუძღვით, თავად ვარ თვითმხილველი როგორ გამოვიდა ქალაქის ცენტრში გია ყარყარაშვილი და "თეთრი არწივის" მებრძოლებს მოუწოდა, ნებისმიერი მოძალადე დაეკავებინათ, წინააღმდეგობის გაწევისას კი მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია, განურჩევლად იმისა თუ რომელი დანაყოფის წარმომადგენელი იქნებოდა.
დიდება საქართველოს თავისუფლებისათვის და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაცემულ და ნაბრძოლ საქართველოს მოქალაქეებს.

0
243
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
243