კინო "ცხელი" კინო: საკულტო ფილმები ყველაზე სკანდალური და თამამი სცენებით 2023, 9 აპრილი, 11:52 რატომ გვიყვარს კინო? გარდა იმისა რომ ის ცხოვრებას მეორე მხრიდან გვიჩვენებს, ზოგჯერ იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს ფანტასტიკურ, სრულიად არარეალურ სამყაროს ჩავუღრმავდეთ. რეჟისორები მაყურებლის განწყობას ოსტატურად იჭერენ და თავიანთი ნამუშევრების საშუალებით მათ იმ ემოციების განცდაში ეხმარებიან, რაც მათ რეალურ ცხოვრებაში ასე აკლიათ. ეროტიკული ფილმებიც ხომ ვიღაცას სჭირდება. თამამი ჰოლივუდური პროექტების წყალობით ჩვენ უფრო მეტს ვიგებთ ადამიანის ბუნებაზე, მის ფსიქოლოგიასა და ურთიერთობის პრინციპებზე, ხოლო ეს ყოველივე კიდევ უფრო საინტერესო ხდება თუკი ფილმებს თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები იღებენ. დღეს, სწორედ მათ ნამუშევრებზე ვისაუბრებთ."შოუს გოგონები", 1995 წელისახელგანთქმული ჰოლანდიელი რეჟისორის, პოლ ვერჰოვენის ფილმი ლას-ვეგასის ელიტარული სტრიპტიზ კლუბების დახურულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელშიც იმდენი პიკანტური სცენაა, რომ თავის დროზე მას პრესა უმოწყალოდ აკრიტიკებდა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელი, ელიზაბეტ ბერკლი გადაღებების შემდეგ იძულებული გახდა კარიერა საერთოდ დაესრულებინა. არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, ფილმი გაქირავების ლიდერი მაინც გახდა და კინოს ისტორიაში თავისი საპატიო ადგილიც დაიკავა."სტრიპტიზი", 1996 წელირეჟისორ ენდრიუ ბერგმანის "სტრიპტიზი" დიდ დაბნეულობას პოსტერიდანვე იწვევს, რომლისთვისაც დემი მური სრულიად გაშიშვლდა. ფილმი, როგორც სათაურიდანაც ჩანს, მოგვითხრობს ქალზე, რომელიც პირადი დრამის მოსაგვარებლად სტრიპტიზიორად მუშაობას თანხმდება. ფილმმა არაერთი "ოქროს ჟოლო" მიიღო, თუმცა მაყურებელთა მეხსიერებიდან და გულებიდან ის მაინც ვერ წაიშალა."საბედისწერო ლტოლვა", 1987 წელიფილმის გადაღებაზე უარი ათზე მეტმა რეჟისორმა თქვა, თუმცა მისთვის ხელის მოკიდება ედრიან ლაინს არ შეშინებია. ფილმის მთავარი გმირი დაოჯახებული ადვოკატია, რომელიც შაბათ-კვირას დროს ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად სასიამოვნოდ ატარებს. მამაკაცს იმედი აქვს, რომ ეს რომანი წარსულში დარჩება, თუმცა მის მეგობარ ქალბატონს ამასთან დაკავშირებით სულ სხვა გეგმები აქვს. გლენ კლოუზი, ერთ - ერთი საუკეთესოა, რაც კი ეროტიკული თრილერის ჟანრს უნახავს."ღამის ფერი", 1994 წელი"ღამის ფერი", ისევე, როგორც "სრიპტიზი" "ოქროს ჟოლოს" "რჩეული" აღმოჩნდა, თუმცა მაყურებელს ფილმი მოეწონა. ეს არის რიჩარდ რაშის ერთგვარი პასუხი "ძირითად ინსტინქტზე" – შედარებისთვის მასში თამამი სცენები გაცილებით მეტია. ფილმში მთავარი როლები ჯეინ მარჩმა და ბრიუს უილისმა ითამაშეს: თვითმხილველების თქმით, გადასაღებ მოედანზე პარტნიორებს შორის ნაპერწკალი კი არა, მთელი ხანძარი გაჩაღდა."ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს", 1981 წელიმაწანწალა, გათხოვილი ქალით შეპყრობილი ხდება, რომელსაც ნაკლებ სავარაუდოა "თაყვანისმცემლისთვის" საპასუხო რეაქციით ეპასუხა, მისთვის განსაკუთრებული დავალება რომ არ ჰქონოდა. ჯეკ ნიკოლსონისა და ჯესიკა ლანჟის დუეტი - პირველი და მთავარი მიზეზია იმისა, რის გამოც ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ."ველური ორქიდეა", 1989 წელიმიკი რურკი ფილმში ცხოვრებისგან გადაღლილ, ერთ მდიდარ ქალთა გულთამპყრობელს თამაშობს, რომელიც უცოდველ გოგონას წყვდიადში არა თავისი აღვირახსნილი ვნებების, არამედ ბანალური მოწყენილობის გამო ითრევს. ფილმის გადაღების შემდეგ მიკი რურკი და კერი ოტისი დაქორწინდნენ. სხვათა შორის, "ცხელი" ფინალური სცენა დადგმული არ ყოფილა, როგორც ამბობენ პარტნიორებმა მოძალებულ ვნებებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და გადასაღებ მოედანზე სრულ თავდავიწყებას მიეცნენ."ამერიკელი ჟიგოლო", 1980 წელირეჟისორ პოლ შრეიდერის ფილმის მთავარი ლოკაცია ნუარული ლოს - ანჯელესია. რიჩარდ გირი ეროტიკულ დრამაში განასახიერებს ადამიანს, რომელიც მდიდარ კლიენტებს მოწყენილობისგან თავის დაღწევაში ეხმარება. მოულოდნელად ის არა მარტო იდუმალ მკვლელობაში, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგო სასიყვარულო სამკუთხედშიც აღმოჩნდება."ლურჯი ხავერდი", 1986 წელიმსოფლიო კინოს ლეგენდა, დევიდ ლინჩი თავის ფილმებში განსაკუთრებული ატმოსფეროს შექმნას ყოველთვის ახერხებს, გამონაკლისად არც "ლურჯი ხავერდი" იქცა. ახალგაზრდა კაილი მაკლაქლენი ძალადობით, სექსითა და მანიპულაციებით სავსე სიურეალისტურ სამყაროში იძირება. დრამა ნეო-ნუარის სტილშია გადაღებული და მას სახელი ბობი ვინტონის სიმღერის მიხედვით დაერქვა, რომელსაც რეჟისორი ფილმში თავადაც არაერთხელ იყენებს."უხამსი წინადადება", 1993 წელი1993 წელს გადაღებულ ამერიკულ ეროტიკულ დრამაში - "უხამსი წინადადება" დემი მურისა და ვუდი ჰარელსონის წყვილი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუმცა მეუღლეების ცხოვრებაში არსაიდან მოვლენილი იდუმალი მილიონერი მათ "დახმარებას" ერთი პირობით გადაწყვეტს: ქალმა მასთან ერთი ღამე უნდა გაატაროს. რეჟისორ ედრიან ლაინის მძიმე, ზოგან პროვოკაციული, ადგილ - ადგილ კი მგრძნობიარე დრამა, რომელიც შეცდომებისა და მათი გამოსწორების გზებზე მოგვითხრობს, წლის ყველაზე ცუდი ფილმისთვის "ოქროს ჟოლოს" მიღების მიუხედავად მაყურებელთა ერთ - ერთ საყვარელ ფილმად იქცა."ველურობა", 1998 წელიეროტიკული თრილერი "ველურობა" მილენიალებზე მოგვითხრობს. მთავარი როლის შემსრულებელი და ფილმის თანაპროდიუსერი, კევინ ბეიკონი თავიდან სცენარს "საზიზღარს" უწოდებდა, თუმცა საბოლოოდ, ჯონ მაკნოტონისა და სტივენ პიტერსის ჩანაფიქრში მხატვრული პოტენციალი დაინახა. ბეიკონს ფილმში კომპანიონობას - ნივ ქემფბელი და დენის რიჩარდსი უწევენ.842 შეფასება არ არის |