x
5 საინტერესო ფაქტი ბაგრატიონთა დინასტიაზე
5 საინტერესო ფაქტი ბაგრატიონთა დინასტიაზე


1.არ­სე­ბობს ვერ­სი­ა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის გვა­რი მომ­დი­ნა­რე­ობს სპე­რი­დან (სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო, დღეს თურ­ქე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში), სა­ი­და­ნაც ისი­ნი ქარ­თლში დამ­კვიდ­რდნენ, ხოლო მათი გან­შტო­ე­ბა - ბაგ­რა­ტუ­ნე­ბი სომ­ხე­თი­დან, სა­დაც ისი­ნი XI სა­უ­კუ­ნემ­დე მე­ფობ­დნენ, ხოლო XIII სა­უ­კუ­ნის 50-იან წლე­ბამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს ნო­მი­ნა­ლუ­რად მე­ფის ტი­ტუ­ლი.


2.VIII-IX სს. მიჯ­ნა­ზე ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტი­ის მე­თა­უ­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ტაო-კლარ­ჯე­თის სამ­თავ­როს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი. ეს ახალ­წარ­მოქ­მნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­თე­უ­ლი იმ პე­რი­ო­დის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი გა­ერ­თა­ნე­ბაა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­თვის ბრძო­ლის მო­თა­ვე­დაც გა­მო­დის.


3.ტაო-კლარ­ჯე­თის ბაგ­რა­ტი­ონ­თა მმარ­თვე­ლო­ბა ფე­ო­და­ლუ­რი კო­ლე­გი­ა­ლო­ბის პრინ­ციპს ემ­ყა­რე­ბო­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ორი­ვე შტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ქარ­თველ­თა მე­ფის და კუ­რა­პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­მე­ფოს მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ტაოს შტოს წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თველ­თა მე­ფის" ან "ქარ­თველ­თა კუ­რა­პა­ლა­ტის" ტი­ტუ­ლი რგე­ბო­დათ, რო­მე­ლიც ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ულ ფორ­მას გუ­ლის­ხმობ­და.



4.ტაოს შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო ბაგ­რატ III - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი მეფე. ქარ­თველ­თა მე­ფი­სა და ქარ­თველ­თა კუ­რა­პა­ლა­ტის გარ­და, ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი ატა­რებ­დნენ ქარ­თულ წო­დე­ბებს: ერის­თავთ-ერის­თა­ვი, მამ­ფა­ლი, ერის­თა­ვი, ასე­ვე ბი­ზან­ტი­ურ ტი­ტუ­ლებს: მა­გის­ტრო­სი, ან­ტი­პა­ტოს­პატ­რი­კი­ო­სი და სხვა.


5.X ს-ის II ნა­ხე­ვარ­ში ტაო-კლარ­ჯე­თის სა­მე­ფო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო იყო. 975 წელს გა­მო­ჩე­ნილ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა მოღ­ვა­წემ და სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა და­ვით III კუ­რა­პა­ლატ­მა თა­ვი­სი შვი­ლო­ბი­ლი - ბაგ­რატ III ჯერ ქარ­თლის მმარ­თვე­ლად, ხოლო შემ­დეგ 978 წელს, აფხა­ზე­თის მე­ფედ გა­მო­ა­ცხა­და. 1001 წელს ბაგ­რატ III (975-1014) კუ­რა­პა­ლა­ტი გახ­და, ხოლო 1008 წელს, ქარ­თველ­თა მეფე. ამ აქ­ტით სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ერ­თი­ან სა­ხელ­მწი­ფო მმარ­თვე­ლო­ბას, ამ­გვა­რად და­არ­სდა ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო.

0
457
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
457
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0