x
image
მარიამმ პაიჭაძე
„მართლა უტიფარია ეს ქალი... წაიღო ტვინი, გვამადლის..." - რას წერს გელა ზედელაშვილი კელი დეგნანზე
გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„უტიფართა მზე, ანუ დაუკრეფავში გადასულები!


მართლა უტიფარია ეს ქალი... რა გინდა, გააკეთო? არც თავისი ესმის, არც სხვისი ნათქვამის გაგონება უნდა - აუჩემებია, ის მოსამართლეები იმიტომ დავასანქცირეთ, რომ კორუმპირებულები არიანო. ეუბნებიან, ფაქტები დადეო და ეგრევე ბოდიალს იწყებს, ეს ყველაფერი განპირობებულია აშშ-ის კანონმდებლობითო.



ქალო, ფაქტები სად არიო?


ფაქტები საზოგადოების წიაღში ინახებაო.


რა საზოგადოებრივ წიაღზე ლაპარაკობო?


ქართველ ხალხზე მოგახსენებთ, რომელიც ჩვენი ქმედებებით აღფრთოვანებულიაო... დიახ, საქართველომ წარმატებებს მიაღწია ჩვენი დახმარებითო... ჩვენ დღენიადაგ ვზრუნავთ თქვენზეო... უბრალოდ ამერიკული კანონი გვავალდებულებდა, ასე მოვქცეულიყავითო.


რომელი ამერიკული კანონიო?


ჩვენი მიზანია, თქვენს ქვეყანაში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლო დავაფუძნოთო, სასამართლოს რეფორმა უნდა გაგრძელდესო. ეს ოთხი ადამიანი ხელს უშლიდა რეფორმებსო, ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხ ადამიანზე იყო სანდო ინფორმაციაო.


რომელი სანდო ინფორმაციაო?


რომელი და საჯაროვო, საზოგადოებაში რო ტრიალებსო.


წყალია. მირაკრაკებს და არაფრის გაგონება არ უნდა. თქვენ ამერიკა გეხმარებათო, დემოკრატიაო, ეკონომიკაო. წაიღო ტვინი, გვამადლის. რომ ჰკითხო, რომელი ეკონომიკაო, ეგრევე გადავა დაუკრეფავში.


კანონი, რომელიც ამერიკულია, რუსული რანაირადღა არისო?


უი, ის კანონი კრემლიდან იყო შთაგონებულიო. გაიგეთ, ჩვენ მზე და მთვარე ამოგვდის ქართველ ხალხზე და ამის გამო ქართველი ხალხი აღფრთოვანებულიაო.


უტიფარია-მეთქი!


უტიფარზე მეტიც... ხშირად თავხედიც!


წასვლისას ძალიან ბევრის გაფუჭებას ცდილობს, მოსწრებაზეა. თან კაი გვარიანად წაუშტერებს კიდევაც, თავის სახელმწიფო მდივანს „დაასანქცირებინა" ადამიანი, რომელიც 6 წელიწადია აღარ მუშაობს სასამართლო სისტემაში.


დრო ამოეწურა და ვეღარ გაეტია, ეს რა უბედურებაა?


სხვათა შორის, სანამ დონალდ ტრამპი იყო პრეზიდენტი, ეს ქალი ნორმალურად იქცეოდა, მოვიდა ჯოზეფა პაპა და ამანაც აუშვა, მთლად გადავიდა ჭკუიდან!


ასეთია ჩემი პირადი შთაბეჭდილება კელი დეგნანის ინტერვიუზე, რომელიც გუშინ გადაიცა „იმედის" ეთერში", - წერს გელა ზედელაშვილი.


კელი დეგნანი


გელა ზედელაშვილი სქრინი




0
55
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0