ძველი რომის 3 ყველაზე გარყვნილი და აღვირახსნილი იმპერატორი, რომელთა შესახებ დღემდე ლეგენდები დადის
ის ფაქტი, რომ ძველ რომაელებს უყვარდათ სექსი ყველასთვის ცნობილია. თავად რომაელი თავადაზნაურობა ცნობილი გახდა თავისი ორგიებით, რომელთა დეტალებმა შეიძლება დააბნიოს თანამედროვე პორნოფილმის რეჟისორი და იმპერატორებიც კი. იმპერატორები კი საერთოდ, უარს არაფერზე ამბობდნენ.
ცნობილია ხუმრობა, რომ ბერძნებმა გამოიგონეს სექსი, ხოლო რომაელებმა გამოიგონეს სექსი ქალებთან. სინამდვილეში, ეს არ არის მთლიანად ხუმრობა, რადგან ცნობილია, რომ კეთილშობილი რომაელის მთელი ცხოვრება განუყოფლად იყო დაკავშირებული სექსუალურ გამოცდილებასთან მისი ყველაზე მრავალფეროვანი გამოვლინებით. ოჯახის უფროსს ყველა ემორჩილებოდა, მოახლით დაწყებული, მონებით დამთავრებული. მფლობელს ჰქონდა სრული უფლება გნეკარგა მათი ცხოვრების ყველა ასპექტი, მათ შორის ყველაზე ინტიმურიც. ყოფილა შემთხვევები, როცა თავადაზნაურობის წარმომადგენლები ცოლებს “თხოვნიდნენ" მეგობრებს, ისევე როგორც გამოჩენილმა პოლიტიკოსმა მარკუს პორციუს კატონ უმცროსმა გააკეთა.
თავისუფალ მოქალაქეს სქესობრივი კუთხით შეზღუდვა ერთის გარდა საერთოდ არ ჰქონდა. პასიურ როლში არ უნდა ყოფილიყო თავმოყვარე რომაელი და სხვა ყველაფერი დაშვებული იყო. ითვლებოდა, რომ პასიური ჰომოსექსუალი შეურაცხყოფს საკუთარ თავს, მის ოჯახს და მთელ რომს, ის გარიყულად ითვლებოდა. ამავდროულად, ყველას წინაშე სიყვარულის დემონსტრირება უღირსად ითვლებოდა და ცდილობდნენ თავი აერიდებინათ გრძნობების საჯარო დემონსტრირებისთვის. ამ წესის გამო დაზარალდა პოეტი ოვიდიუსი, რომელმაც გაბედა თავის საყვარელს ლექსებით მიუძღვნა. ამისთვის მწერალი დიდი ხნით გააძევეს რომიდან.
წარმოგიდგენთ 3 რომაელ იმპერატორს, რომელთა სასიყვარულო თავგადასავლებზე მართლაც რომ ლეგენდები დადის.
1. ნერონი
ნერონ აჰენობარბუსი 17 წლის ასაკში იმპერატორი გახდა ტრიუმვირატის მხარდაჭერის წყალობით. ახალგაზრდა მამაკაცი განსაკუთრებით არ ჩაღრმავებია მმართველობის სირთულეებს, ეს პრობლემური საქმე დედამისის გადააბარა, ჯულია აგრიპინას, ფილოსოფოი სენეკას და პრეტორიანელთა პრეფექტს, ბურუს. .
თავისუფალ დროს, რომელიც ახალგაზრდა იმპერატორს საკმარისზე მეტი ჰქონდა, ნერონი გრანდიოზულ დღესასწაულებსა და ენით აღუწერელ გარყვნილებაში ატარებდა. გავრცელდა ჭორები, რომ ნერონს დედასთან არა მხოლოდ დედა-შვილური გრძნობები აკავშირებდა, რაც, პრინციპში, არ იყო დაგმობილი ძველ რომში. მეორე გატაცება ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში გარყვნილების შემდეგ იყო თეატრი, რომელშიც ის ღმერთებისა და გმირების როლებს ასრულებდა.
გასათვალისწინებელია, რომ იმპერატორის ტიტულის მიღებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 16 წლის ასაკში ნერონი დაქორწინდა. მისი რჩეული გახდა მისი ნახევარდა კლაუდია ოქტავია. იმპერატორს ოდნავი მიზიდულობაც არ უგრძვნია ცოლის მიმართ, პირიქით, როგორც კი შეეძლო, ამცირებდა და სასაცილოდ იგდებდა.
საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში იმპერატორმა აღმოაჩინა ჰომოსექსუალიზმი. რომაელისთვის ეს საკმაოდ ნორმალურად ითვლებოდა, განსაკუთრებული ყურადღება არც ეთმობოდა. არავის არ აინტერესებდაის ფაქტი, რომ ნერონს მამაკაცებისადმი სიყვარული მისმა მასწავლებელმა, ფილოსოფოსმა სენეკამ გაუჩინა.
ისტორიკოსი ტაციტუსი წერდა, რომ ნერონის საყვარელი იყო ახალგაზრდა მსახიობი პარისი. ბევრი უძველესი ავტორი ახსენებს ახალგაზრდების „ქორწილის“ უცნაურ რიტუალს, სადაც პატარძლის როლს იმპერატორი ასრულებდა. აი რას წერდა იგი:
“რომში ამაზრზენი აღვირახსნილობა ხდებოდა, ნერონი, რომელიც ისე იყო ჩაცმული, რომ არ ეცნოთ, ქალაქის ქუჩებში, ბორდელებსა და პრიტონებში ტრიალებდა. მისი თანმხლებლები ვაჭრებს საქონელს ჰპარავდნენ და გამვლელებს ჭრიდნენ. ხალხმა არ იცოდა მათ წინაშე იმპერატორი რომ იყო და თავის დაცვისას მასაც ურტყამდნენ. ამის გამო ნერონის სახეზე მუდამ იყო ცემის კვალი. "
იმპერატორი იქამდე დაეცა, რომ აუპატიურებდა დაქორწინებულ ქალებსა და კაცებს. მან ქალღმერთი ვესტას ქურუმები, რომლებმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადეს, მონაწილეობა მიეღოთ ორგიებში. 64 წელს რომში უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა და ბევრს მიაჩნია, რომ ქალაქი ნერონის ახირებით დაიწვა, მას სურდა მისი ახლებურად აშენება, საკუთარი გემოვნებით.
ნერონმა, ისევე როგორც სხვა რომაელმა მმართველებმა, ძალიან ცუდად დაასრულა სიცოცხლე. გალიაში აჯანყების დროს სენატმა იმპერატორი სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა და მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ზურგი აქციეს მას. სასოწარკვეთილმა ნერონმა ბრძანა, საფლავი გაეთხარათ მისთვის და ყელი გამოიჭრა.
2. კალიგულა
ნერონამდე იმპერატორი ასეთივე არაორდინალური და გარყვნილი ადამიანი იყო. გაიუს კეისარი, მეტსახელად კალიგულა. თანამედროვეთა და ისტორიკოსთა უმეტესობა ამ იმპერატორს გონებრივად ჩამორჩენილ და ამავდროულად მეტად საშიშ ფსიქოპათად მიიჩნევს. დედისგან, აგრიპინა უფროსისგან, კალიგულამ მემკვიდრეობით მიიღო გადაჭარბებული ვნება, ხოლო მამამისი გერმანიკუსისგან - ეპილეფსია და ექსტრავაგანტული დამოკიდებულებები სექსში.
ადრეული ახალგაზრდობიდანვე კალიგულა უკიდურეს სისასტიკეს ავლენდა. ისტორიკოსმა სვეტონიუსმა თქვა, თუ როგორ უბრძანა ერთხელ იმპერატორმა გლადიატორთა ბრძოლების ზედამხედველის ზედიზედ რამდენიმე დღე ჯაჭვით ცემა ბრძანა და მოკლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგრძნო "დამპალი ტვინის სურნელი".
თავის წვეულებებზე, რომლებშიც მონაწილეობაზე უარს ვერავინ იტყოდა, კალიგულას შეეძლო, თავისი შეხედულებისამებრ, დაესაჯა სტუმრები, რომლებიც მას არ მოსწონდათ. გარდა ამისა, არც ერთ ქალს არ უშვებდა, თავადაზნაურების ცოლებით დაწყებული, დაკუთარი დებით დამთავრებული.
იმპერატორს უყვარდა თავისი შიშველი ცოლის ჩვენება ხალხისთვის ან ჯარისკაცებისთვის. კალიგულა არ გაურბოდა მამაკაცებთან ურთიერთობას - მის საყვარლებს შორის იყვნენ პანტომიმის მსახიობი მნესტერი და ვალერიუს კატულისი.
კალიგულას დასასრული ლოგიკური იყო - მან გაფლანგა თავისი წინამორბედის ტიბერიუსის მიერ დატოვებული ქონება, რის შემდეგაც იგი საკუთარმა ჯარისკაცებმა დანით მოკლეს. სვეტონიუსი აღნიშნავს, რომ საძულველი იმპერატორის მოკვლის შედეგად შეთქმულებმა ხმლებით დახვრიტეს მისი სასქესო ორგანო, როგორც ყველაზე საძულველი რამ ამ ადამიანში.
3. ტიბერიუსი
კალიგულას და ნერონის წინამორბედი, იმპერატორი ტიბერიუსი, დადებითად განსხვავდებოდა მისი კოლეგებისგან, თუნდაც მხოლოდ იმით, რომ ის იყო არა მხოლოდ გარყვნილი და ნაძირალა, არამედ ნიჭიერი პოლიტიკოსიც. მისი მეფობის დროს რომმა აღმავლობა განიცადა და კვლავ დაიწყო მეზობლების პატივისცემის გაღვივება.
მაგრამ ცხოვრებაში, წარმატებული მმართველი იყო მიზანთროპი და ცინიკოსი, ფრთხილი აბსოლუტურად ყველას მიმართ. ტიბერიუსი მართავდა თავის იმპერიას ძირითადად კარგად გამაგრებული რეზიდენციიდან კუნძულ როდოსზე. ოჯახურმა დრამებმა და პოლიტიკურმა ინტრიგებმა იმოქმედა იმპერატორის ფსიქიკაზე და მას სიბერეში ახლობელი ადამიანების ეშინოდა.
როდესაც იმპერატორი იძულებული ხდებოდა საზოგადოებაში გამოჩენილყო, მისი სოციალური ფობია უკიდურეს თვალთმაქცობაში და ამპარტავნებაში გამოიხატებოდა. ისტორიკოსი ტაციტუსი თვლიდა, რომ საზოგადოებისგან იზოლირებით, მმართველი ყველასგან მალავდა თავის ამაზრზენ მანკიერებებს.
თავის ერთ-ერთ სასახლეში, რომელიც მდებარეობდა კუნძულ კაპრიზე, ტიბერიუსმა აღჭურვა გარყვნილების ნამდვილი ბუდე, აუზებით, აბანოებით და საიდუმლო ოთახებით.
იმპერატორის ბრძანებით ამ რეზიდენციაში მიჰყავდათ გოგონები და ბიჭები, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, ორგიაში ჩართულიყვნენ. ეს ორგიები გამიზნული იყო ხანდაზმულ ტიბერიუსში ვნების გასაღვიძებლად, რაც ყოველ ჯერზე უარესი ხდებოდა. ამიტომ, ჯგუფური სექსის სეანსები უფრო და უფრო მასიური იყო.
ქალებთან ურთიერთობაში რომის მმართველი მკაცრი და უპრინციპო იყო. მისმა ერთ-ერთმა შეყვარებულმა, დიდგვაროვანმა მატრონამ მალონიამ, უარი თქვა ორგიაში მონაწილეობაზე. ამით განაწყენებულმა ტიბერიუსმა სისასტიკე ჩაიდინა, ქალს ცილი დასწამა და სასამართლოში წარადგინა. ის თავად დაესწრო სასამართლოს და თვალთმაქცურად ჰკითხა ყოფილ საყვარელს, ნანობდა თუ არა უარის თქმას. მალონია არ გატყდა და და საბოლოოდ მას "სუნიანი ბებერი თხა" უწოდა, რამაც ხალხში ბევრი ხუმრობა გამოიწვია.
რაც უფრო ასაკოვანი ხდებოდა მმართველი, მით უფრო მეტად ანიჭებდა უპირატესობას მამაკაცებს და გასართობად ირჩევდა არა მხოლოდ ლამაზ ახალგაზრდებს, არამედ ყველაზე გავლენიანი არისტოკრატული ოჯახების შთამომავლებს.
იმ შემთხვევაში, თუ ახალგაზრდები უარს იტყოდნენ გარყვნილების კუნძულზე მისვლაზე, იმპერატორის მსახურები აიძულებდნენ მათ ამის გაკეთებას, ზოგჯერ უბრალოდ იტაცებდნენ.
ტიბერიუსი გარდაიცვალა, როგორც მოსალოდნელი იყო, არა საკუთარი სიკვდილით, თუმცა მისი სიკვდილის მიზეზების ვერსიები განსხვავებულია. ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ კალიგულამ დაახრჩო ის, ზოგი კი მოწამვლაზე საუბრობს. ასევე არსებობს ვერსია, რომ იმპერატორთან დაახლოებულმა პირებმა, რომლებსაც ის სძულდათ, უბრალოდ შიმშილით მოკლეს, როცა ტიბერიუსი სიცხით დაავადდა და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.