x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ისტორიული ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც არაერთგვაროვან ემოციას იწვევს

image


ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებაა, რომელსაც ის ვერსად გაექცევა. ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს: რა მოხდა, როგორ ან რატომ? ამ კითხვებზე პასუხს ყველგან ვეძებთ და მანამ ვერ ვისვენებთ სანამ მათზე პასუხებს არ მივიღებთ. დღევანდელი პოსტიც სწორედ ასეთ ცნობისმოყვარე ადამიანებს ეძღვნება. თქვენ წინაშეა ისტორიული კადრების მორიგი სერია, რომლის წყალობითაც უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ ჩაუღრმავდეთ წარსულის ეპოქის ატმოსფეროს და გაიხსენოთ ის ისტორიად ქცეული იშვიათი კადრები, რომლებიც აღარასდროს განმეორდება.


image


მხოლოდ შეხედეთ ამ ჭკვიან, ფუმფულა მეგობრებს, რომლებიც ფერმერს ესტუმრნენ რადგან იცოდნენ რომ ნუგბარზე ის უარს არ ეტყოდა. გემრიელობის მოლოდინში უკანა თათებზე შემდგარი პატარა მეგობრები ჩვენს გაოცებას არასდროს წყვეტენ.

image



"თავისუფლების ქანდაკება" აშშ-ში გაგზავნამდე. მისი სიმაღლე 93 მეტრს შეადგენს და ის თავისუფლების კუნძულზე მდებარეობს. ამ შედევრის მამა (მოქანდაკე) ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდია.

image



ამერიკაში ექოსკოპიის გაკეთება 1963 წელს დაიწყო, ამიტომ ადრე ბავშვის სქესისა და რაოდენობის შესახებ მშობლები მხოლოდ მშობიარობის შემდეგ იგებდნენ. ამ ფოტოზე ახალგამომცხვარი მამის ნამდვილ ემოციებს ხედავთ, რომელსაც გაუმართლა ერთდროულად სამი ბავშვის მამა გამხდარიყო.

image



ნახეთ, რამდენი ადამიანია გემზე თავმოყრილი. არა, ეს "ტიტანიკი" არ გეგონოთ. ეს "დედოფალი ელისაბედია", რომელიც მშობლიურ პორტში ბრუნდება. სამხედროები მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შინ ბრუნდებიან.


image



აი, ასე იქნებოდა "Apple"-ის ბრენდი. ეს დიზაინი ამერიკელი გრაფიკული დიზაინერის რობ იანოფის წყალობით უკვე 1976 წელს არსებობდა.


image



ნახეთ, როგორი სინატიფით გამოირჩევიან ეს მშვენიერი გოგონები. ფოტოზე სხვა არაფერია, თუ არა ვარჯიში აღლუმის წინ. იმისთვის რომ წარმოდგენამ ყოველგვარი ხარვეზების გარეშე ჩაიაროს ამისთვის ბევრი ვარჯიშია საჭირო. იაპონია - ძალიან მკაცრი მორალის ქვეყანაა. აქ მნიშვნელოვანია შეცდომა არ დაუშვათ და სახით ტალახში არ აღმოჩნდეთ.

image


ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ფოტოზე აღბეჭდილია ოჯახი, რომელიც ესპანური გრიპის დროს არის გადაღებული. წინასწარი მონაცემით, მკვლელმა ვირუსმა 17-დან 100 მილიონამდე სიცოცხლე შეიწირა. მაგრამ მხოლოდ შეხედეთ, რა გულისამაჩუყებელი სანახავია, როგორ საგანგებოდ უზრუნია ოჯახის წევრებს საკუთარ შინაურ ცხოველზე.


image



მე-20 საუკუნეში ეგზოტიკური ცხოველების ყოლა მოდურიად ითვლებოდა. ტიპი ჰედრენმაც გადაწყვიტა ტრენდს არ ჩამორჩენოდა და არც მეტი, არც ნაკლები ნამდვილი ვეფხვი მოიშინაურა, 1981 წელი



image


ამ პატივცემული ძაღლის პატრონმა გადაწყვიტა სამახსოვროდ თავისი საყვარელი ოთხფეხა მეგობრის ფოტოზე აღბეჭდვა, და გახსოვდეთ, მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის!









0
2686
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2686