x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
სიდნი რომი - ეს სახელი ალბათ, ბევრს არც ახსოვს, თუმცა იგი საბჭოთა მაყურებლის საოცნებო კუმირი გახდა
image

დიდი ალბათობით, თუ ამდენი წლის შემდეგაც მოისმენთ სიმღერას Hearts, ნოსტალგიური განწყობა დაგეუფლებათ, ალბათ ბევრი იტყვის, ნეტავ ეს რა სიმღერააო, არა და აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც 80-იან წლებიდან მოდის ეს მოსმენილი აქვს, თან მრავალჯერ, რადგან 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში ეს სიმღერა ძალიან ხშირად გადიოდა საბჭოთა ტელევიზიების ეკრანებზე.


დილით სამუშაოზე ან სასწავლებელში სამზადისის დროს, ჩართული ტელევიზორის ფონზე მაყურებელი კლიპში ხშირად ხედავდა ლამაზ გოგონას დახვეწილი სახის ნაკვთებით, რომელიც მომნუსხველ რომანტიკულ სიმღერას ასრულებდა. მაგრამ დღეს ცოტას თუ ახსოვს მისი სახელი.


სიდნი რომის პორტრეტები ოდესღაც ამშვენებდა "Спутник кинозрителя"-ს და "საბჭოთა ეკრანის" გვერდებს განსაკუთრებით სერგეი ბონდაჩუკის საბჭოთა-იტალიურ-მექსიკურ ფილმის "წითელი ზარების"მეორე ნაწილში მონაწილეობის შემდეგ. ალბათ ამიტომაც გადიოდა სიმღერა ასე ხშირად.



იტალიელი მსახიობი და მომღერალი სიდნეი რომი იყო ოჰაიოში(აშშ) პლასტმასის მაგნატის ქალიშვილი.


როგორც ეს ხშირად ხდება მდიდარ ოჯახებში, გოგონამ მიატოვა მშობლები და გაემგზავრა თავისუფლებისთვის ევროპაში, სადაც 1968 წელს შეუერთდა ჰიპურ მოძრაობას.

image

სიდნი რომი 1970 წლიდან იტალიაში ცხოვრობს, სადაც მოდელად და მსახიობად დაიწყო მუშაობა. მისი პარტნიორები იყვნენ მარლენ დიტრიხი, ანი ჟირარდო, მარჩელო მასტროანი, დევიდ ბოუი, ალენ დელონი და სხვა.იგი 1982 წელს გადაიღეს ჟურნალ Playboy-ში, 80-იან ლწებში ჰქონდა აერობიკის გაკვეთილებიც. რომმა თავი მომღერლადაც სცადა - ამისათვის მას ყველა მონაცემი ჰქონდა.


1982 წელს მან ჩაწერა Hearts და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირში ასეთი პოპულარული გახდებოდა. ტელეგადაცემის"შუაღამემდე და შუაღამის შემდეგ" მაყურებლებმა 1989 წლის საუკეთესო სიმღერად Hearts დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ სიდნეი ამ სიმღერის პირველი შემსრულებელი არ ყოფილა.

image


ორიგინალი ეკუთვნის Jefferson Airplane-ის და Jefferson Starship-ის ყოფილ სოლისტს მარტი ბალინს, რომელიც 1981 წელს ჩაწერა, კომპოზიაციამ "ბილბორდში" #8 ადგილი დაიკავა.


1
577
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
577
  
2023, 7 აპრილი, 22:08
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1