მუსიკა "ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი”– BBC-ის მუსიკალურმა მიმომხილველმა ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელის სიმღერა შეაფასა 2023, 7 აპრილი, 10:32 ![]() “ირუ ხეჩანოვმა The Voice Georgia-ს მეხუთე სეზონში ლორინის 2012 წლის ევროვიზიის სიმღერა Euphoria-თი გაიმარჯვა. წელს მას აქვს საკუთარი შანსი " ევროვიზიაზე' და.... ლორინის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა, რომელიც კონკურსზე შვედეთის სახელით წარსდგება .ოოოპს.. ირუს თქმით სიმღერა “სიყვარულისთვის ბრძოლაზეა”, მაგრამ ტექსტი ჩატ-ბოტით(კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ინტერაქტიულად ახდენს ადამიანის მეტყველების სიმულაციას) დაწერილს ჰგავს: “სიყვარული უსიტყვოა”, “ვგრძნობ რომ ვპროგრესირებ”..."ნაცნობი რამეა???" კომპოზიცია გადავსებულია სამხედრო დასარტყამი ინსტრუმენტებით, EDM-ის სინთეზატორით და ჯეიმს ბონდისეული სიმებიანი მუსიკით. საბოლოოდ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცარიელია, როგორც ქინდერის კვერცხი”. პროგნოზი: ცხრილის ქვედა ნახევრის ლიდერთა სიაში."– წერს სევიჯი. შეგახსენებთ, 2023 წლის ევროვიზიაზე ირუ ხეჩანოვი სიმღერას Echo შეასრულებს. ირუ ხეჩანოვი ჯგუფ "Candy" -ის წევრი იყო, რომელმაც 2011 წელს საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა სიმღერით Candy Music. "ევროვიზიის" რიგით 67-ე კონკურსში ლივერპულში 9 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. ქართველი კონკურსანტი მაყურებლის წინაშე 11 მაისს წარდგება. 1299 2-ს მოსწონს
|