x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არა თუ ტელეფონს ავიღებ, თვითონ დავურეკავ…" - ვისთან გეგმავს დარეკვას გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიხეილ ჩინჩალაძისთვის, ლევან მურუსიძისთვის, ირაკლი შენგელიასთვის და ვალერიან ცერცვაძისთვის სანქციების დაწესების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ერთადერთ გამოსავლად "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასა და მთელი რიგი რეფორმების გატარებაში ხედავს:


"წამზომი ჩაირთო. მანევრი აღარ აქვს. ერთადერთი შანსი - დღის სინათლეზე გამოსვლა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის აღიარება და საკუთარ თავზე აღება, ორირაკლის ჩარეცხვა, განვითარების ვექტორის შემობრუნება, 12 პუნქტის ყველაზე რადიკალური ფორმით შესრულება. შესაბამისად, მის ხელში სტატუსის მიღება. 2024-ში სანიმუშო არჩევნების ჩატარება. არა თუ ტელეფონს ავიღებ, თვითონ დავურეკავ…"- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა, ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გაავრცელა, რომლის თანხმადაც სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო მოახდინა.


როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.


"ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და გააგრძელებს იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც პირადი სარგებლის მიზნით, ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას. ჩვენ ყველა იმ მოსმართლის გვერდით ვდგავართ, ვისაც აქვს გამბედაობა და კეთილსინდისიერება იმოქმედოს მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად.

პირებს, რომელთა სანქცირებაც განხორციელდა 2023 ფისკალური წლის დაფინანსების აქტის 7031(c) თავის საფუძველზე, რომელიც ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციებსა და მასთან დაკავშირებულ პროგრამებს, (Div. K, P.L. 117-328) (“თავი 7031(c)”) და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა", - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.






0
441
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
441