x
4 ფაქტი კონსტანტინე გამსახურდიაზე
4 ფაქტი კონსტანტინე გამსახურდიაზე


1.ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიას ნასვამი გალაკტიონი შეხვედრია, მას საუბრის გაბმა მოუნდომებია, თუმცა კონსტანტინეს ცივად მოურიდებია თავი. იმ საღამოს დიდმა პოეტმა თავი მოიკლა, გამსახურდიამ კი შემდეგი სიტყვები დაწერა: - "სინანულზე, ძალიან ღრმა სინანულზე, როდესაც ჩვენმა ერთმა გაღიმებამ შეიძლება სასოწარკვეთილი ადამიანი ამ ქვეყნისკენ მოაბრუნოს, ხოლო სიცივე შეიძლება ბოლო წვეთი გახდეს მისთვის".


2.კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.


3.კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას რო­მა­ნებ­ში მკვლევ­რე­ბი ხში­რად ცნო­ბენ თა­ვად მწე­რალს, მის შვი­ლებს, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, მწერ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ულ ფი­გუ­რებს... კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ისე­თი­ვე მძაფ­რი და მშფოთ­ვა­რე იყო, რო­გო­რიც ეპო­ქა, რო­მელ­შიც მის თა­ნა­მედ­რო­ვე­ებს უწევ­დათ ცხოვ­რე­ბა... რო­გორც ჩანს, იმის­თვის, რომ ცნო­ბი­ლი რო­მა­ნე­ბი და­წე­რი­ლი­ყო და შემ­დეგ ჩვე­ნამ­დე მო­ეღ­წია, თა­ვი­სი წილი მსხვერ­პლი მწერ­ლის ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რებ­მაც გა­ი­ღეს - დიდი ხნის წინ და­წყე­ბულ და მი­ტო­ვე­ბულ "მთვა­რის მო­ტა­ცე­ბას" რე­ბე­კა ვა­შა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მი­უბ­რუნ­და მწე­რა­ლი და კი­დეც და­ას­რუ­ლა, "და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი" კი მე­ო­რე დიდ სიყ­ვა­რულს - მი­რან­და ფა­ლა­ვან­დიშ­ვილს მი­უ­ძღვნა... თუმ­ცა, რო­გორც გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ვა­რი, პრო­ფე­სო­რი სოსო სი­გუა აღ­ნიშ­ნავს, "რომ არა მი­რან­დას ავად­მყო­ფო­ბა და გარ­დაც­ვა­ლე­ბა, კონ­სტან­ტი­ნე და­ას­რუ­ლებ­და და­წყე­ბულ რო­მანს - "თა­მარ"...



4.1909 წელს კონ­სტან­ტი­ნეს ჭი­ა­თუ­რე­ლი მღვდლის, ისა­ია (ისა­აკ) ვა­შა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, რე­ბე­კა ვა­შა­ძე შე­უყ­ვარ­და ("ეს მე­ხუ­თე წე­ლია ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს", - სწერ­და კონ­სტან­ტი­ნე სა­ცო­ლეს 1913 წელს). მოღ­წე­უ­ლია მრა­ვა­ლი უს­ტა­რი, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი სატ­რფოს პე­ტერ­ბურ­გი­დან, მოს­კო­ვი­დან, მი­უნ­ხე­ნი­დან, ბერ­ლი­ნი­დან, მა­ტა­რებ­ლი­დან თუ ტყვე­თა ბა­ნა­კი­დან უგ­ზავ­ნი­და (მათი ნა­წი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბუ­ხარ­ში შე­უყ­რია და და­უწ­ვავს რე­ბე­კას). ამ გზით უმ­ტკი­ცებ­და სიყ­ვა­რულს, წუხ­და, რომ მარ­ტო და­ტო­ვა და თა­ვად ევ­რო­პას მი­ა­შუ­რა, პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და, ალერ­სით უწო­დებ­და რე­ბის, რე­ბი­კას, რე­ვე­კას, პე­ნე­ლო­პეს... აც­ნობ­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წვრილ­მა­ნებს: რო­დის იყო მთვრა­ლი, რა და­ლია - არა­ყი თუ კო­ნი­ა­კი, რო­გორ და­ი­წყო თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა, კე­ნიგსბერ­გში რო­გორ უბწ­კი­ნა ლო­ყა­ზე ვი­ღაც გერ­მა­ნელ­მა ქალ­მა... ჯვრის­წე­რის შემ­დე­გაც ძვე­ლე­ბუ­რი აღ­ტკი­ნე­ბი­თა და მი­ა­მი­ტო­ბით სწერ­და, რომ სწავ­ლას მალე და­ას­რუ­ლებ­და და მყის­ვე მას და­უბ­რუნ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე ტექ­სტი ღია ბა­რათ­ზე აქვს და­წე­რი­ლი, რო­მელ­ზეც ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი. უს­ტა­რე­ბის ტონი მხნე და მხი­ა­რუ­ლია, გუ­ლი­თა­დი, ხა­ლი­სი­ა­ნი. არ ჩანს ის პე­სი­მიზ­მი და მე­ლან­ქო­ლია, რაც მწე­რალს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ე­უფ­ლა და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გაჰ­ყვა. რე­ბე­კას მშობ­ლებს სა­სი­ძო არ მოს­წონ­დათ (რე­ბე­კას დედა, ანა ბა­რა­თაშ­ვი­ლი, მწე­რალ მა­რი­კა ბა­რა­თაშ­ვი­ლის მა­მი­და იყო).

0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0