საზოგადოება ნიკო გომელაურის 3 გენიალური ლექსი ქალზე 2023, 5 აპრილი, 14:30 1.არათავმდაბლური ლექსიმე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები, გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები... როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები? როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები? ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები. თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები... მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?! მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?! ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები, თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები... მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები... მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები. თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება, ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება? 2.10 წამია რაც გაგიცანი ..10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი _ ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა _ წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი, თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე.
მე შენში მიყვარს ღმერთი! შენ, რა იპოვე ჩემში?! შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. მე - გაფანტული ხრეში. მე შენში მიყვარს ღმერთი! შენში ის თავს გრძნობს კარგად. მე კი ვმგზავრობ ტყე-ღრეთი... ღირს, განა, დროის კარგვად?! მე შენში მიყვარს ღმერთი! ტერფებთან გინთებ სანთლებს... და თუ ასეა - წვეთი, ნამუსი მაინც მმართებს... 57 1-ს მოსწონს
|