x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
უცნაური და შოკისმომგვრელი სამედიცინო პროცედურები, რომლებიც წარსულში სამკურნალოდ ითვლებოდა

image

თანამედროვე ადამიანის თვალში ს სამედიცინო პროცედურები სასაცილო და აფსურდული გამოჩნდება, თუმცა იმ პერიოდისთვის, ყველას სჯეროდა მათი ეფექტურობის:

1. ვერცხლისწყლით მკურნალობა

ლეგენდის თანახმად, ჩინეთის პირველი იმპერატორი ცინ ში ჰუანგი დამარხეს ვერცხლისწყლით სავსე სამარხში. სწორედ მისი დახმარებით სურდა უკვდავების მოპოვება და სწორედ მის გამოც გარდაიცვალა 40 წლამდე. ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა როგორც ანტისეპტიკური და კანის წყლულების სამკურნალო საშუალებად, ასევე უმატებდნენ მარილიან ხსნარებსა და კოსმეტიკას, მკურნალიბდნენ სიფილისს. ვერცხლისწყლის პროცედურების მხოლოდ ერთი გვერდითი მოვლენა ჰქონდათ: ნელი სიკვდილი.image

2. თამბაქოს კვამლის ოყნა

მე-17-18 საუკუნეებში რეანიმატორის ნაკრები მოიცავდა თამბაქოს ოყნას, რისთვისაც ამ სტანდარტებით შემუშავდა ინოვაციური მოწყობილობა: რეზინის რექტალური მილები. ექიმებს სჯეროდათ, რომ თამბაქოს კვამლს შეეძლო გაეთბო თითქმის მკვდარი სხეული და აღედგინა სუნთქვა. თავიდან დამხრჩვალებს ასეთი ოყნით “აცოცხლებდნენ", შემდეგ კი მოდურად იქცა ყველაფრის მკურნალობა მისით: გაციება, თავის ტკივილი, თიაქარი, ტიფური ცხელება და ქოლერა. 1811 წლისთვის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნიკოტინის ტოქსიკური ზემოქმედება გულზე და თანდათან ხმარებიდანა მოიღეს.image

3. მბრუნავი სკამები

მბრუნავი სკამი მე-19 საუკუნეში ფსიქიურად დაავადებული ადამიანების ჰუმანური მოპყრობის განსახიერება გახდა. მიჯაჭვულობა, ბნელ ოთახში დატოვება, ყინულის შხაპი, საფაღარათო საშუალებები, ინსულინის კომა ან შუბლის ლობოტომია დიდ ეფექტს არ იძლედა. პაციენტები ელეგანტურად ისხდნენ სკამზე და ტრიალებდნენ იქამდე, სანამ საბრალო ადამიანს გული არ მისდიოდა. ითვლებოდა, რომ ასეთ “კარუსელს" შეეძლო ტვინის “გამოცოცხლება" და შიზოფრენიისა და სხვა ფსიქიკური აშლილობისგან გათავისუფლება.image

4. რადიოაქტიური წყალი

1900-იანი წლების დასაწყისში რადიოაქტიური წყალი ძალიან პოპულარული იყო ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ და დაბერების თავიდან ასაცილებლად. მას იყენებდნენ დიარეისა და მალარიის სამკურნალოდ. რადიუმს უმატებდნენ არა მარტო წყალს, არამედ ტკბილეულს, კონტრაცეპტივებს, სუპოზიტორებსა და კბილის პასტას. სპას მოყვარულებმა დაიწყეს რადიუმის აბაზანების მიღებაც. დღეს ჩვენ ვიცით, რომ რადიაციის ზემოქმედება ფატალურია და მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმს შეუძლია რადიუმის ტოქსინების დაახლოებით 80% გაფილტროს, დარჩენილი 20% გროვდება ძვლებში, სისხლსა და ქსოვილებში.image

5. ვიბრატორები ქალის ისტერიის სამკურნალოდ

ოდესღაც ექიმები თვლიდნენ, რომ ქალები ორგაზმს არ განიცდიან. თუმცა, ითვლებოდა, რომ ქალები მიდრეკილნი იყვნენ ისეთი აშლილობისკენ, როგორიცაა ისტერია და ამიტომ მათ სპეციალური თერაპია სჭირდებოდათ „ისტერიული პაროქსიზმის“ მისაღწევად, რომელსაც დღეს, ფაქტობრივად, ახლა ქალის ორგაზმს ვუწოდებთ. უნდა ითქვას, რომ მენჯის მასაჟები პოპულარული იყო საუკუნეების მანძილზე, დაწყებული ძველ საბერძნეთში, როგორც „მოხეტიალე საშვილოსნოს“ მკურნალობის საშუალება 1920-იან წლებამდე. პირველი ელექტრო ვიბრატორი მტვერსასრუტამდე გაჩნდა! რა თქმა უნდა, გამოიყენებოდა მხოლოდ სამკურნალო მიზნებისთვის.image

6. ურეცეფტო მორფინი და ოპიატები

ოდესღაც მორფინი იყო პირველადი დახმარების ნაკრების მთავარი წამალი. მიუხედავად იმისა, რომ მას დღესაც იყენებენ მედიცინაში ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, წარსულში ის პოპულარული საშუალება იყო გაციების, უძილობისა და მენსტრუალური სპაზმების დროს. ოპიატებზე დაფუძნებულ სიროფებს იყენებდნენ ბავშვების დასამშვიდებლად. 1900 წელს შესაძლებელი იყო ყველა სახის პატენტის ნარკოტიკების შეძენა კოკაინის, ჰეროინის, მორფინისა და ოპიუმის საფუძველზე რეცეპტის გარეშე.image

7. თავის ქალას ტრეპანაცია

პაციენტის თავის ქალაში ნახვრეტის გაკეთება (ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე) ანტიკურ ხანაში ეფექტურ მკურნალობად ითვლებოდა. ტრეპანაცია არის ერთ-ერთი უძველესი ქირურგიული პროცედურა, რომელიც თარიღდება მეზოლითის ეპოქიდან. მას მუდმივად იყენებდნენ ისეთი სამედიცინო პიონერები, როგორიცაა ჰიპოკრატე ძველ საბერძნეთში და გალენი ძველ რომში. უძველესი მედიცინა უფრო მეტად ეყრდნობოდა ამ ოპერაციის მისტიკურ და რიტუალურ ხასიათს და თვლიდა, რომ მისი დახმარებით ბოროტი სული განთავისუფლდება, როგორც ფსიქიკური დაავადების წყარო. ტრეპანაციის კომპანიისთვის ისინი ცდილობდნენ შაკიკისა და ეპილეფსიური კრუნჩხვების განკურნებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბარბაროსულად ჟღერს, ბევრი პაციენტი გადაურჩა პროცედურას. 21-ე საუკუნეში ტრეპანაცია არსებობს, მაგრამ როგორც ნეიროქირურგიული ჩარევა ტვინის ტრავმული დაზიანებებისთვის.
image

8. კანიბალიზმი

რთული დასაჯერებელია, მაგრამ განვითარებულ XVII- XVIII საუკუნის ევროპაში “სამედიცინო კანიბალიზმი'' ფართოდ იყო გავრცელებული. ითვლებოდა, რომ გარდაცვლილი ადამიანის ნაწილების ჭამას შეეძლო იმ ავადმყოფობების განკურნება, რითაც ის გარდაიცვალა და ასევე იმუნიტეტის ამაღლება. მაგალითად, თუ დალევდნენ შავი ჭირით გარდაცვლილი ადამიანის დაფქული თავის ქალისგან დამზადებულ ჩაის, დარწმუნებულები იყვნენ, რომ შავი ჭირი თვითონ არ შეხვდებოდათ. დამწვარი თმა თავის ტკივილს შველოდა და ა. შ. ეს “მედიცინა'' კი გამოიწვია არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, კერძოდ კი ეგვიპტის პირამიდების სამარხების გათხრებმა. ადამიანებს სწამდათ (ხოლო ექიმები ადასტურებდნენ), რომ მუმიის ფერფლის ჭამა მათ ყველანაირი ავადმყოფობისგან დაიცავდა, ამიტომაც ხშირად მუმიისგან არც არაფერი რჩებოდა.image







2
1187
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1187
  
2023, 5 აპრილი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2