x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135692
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510061
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში მიიღს ამერიკული, ჭკვიანი ბომბები რომელსაც სამიზნის განადგურება 72 კილომეტრის მანძილზე შეუძლია

image
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების სახით გადასცა საავიაციო ბომბები "JDAM-ER"-ი, რომელიც ადაპტირებულია უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების საფრონტო ბომბდამშენებზე და გამანადგურებლებზე.


აღნიშნული საავიაციო ბომბების მიღების თაობაზე განაცხადა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა. მანამდე კი მარტის თვეში, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების, ევროპაში და აფრიკაში განთავსებული საავიაციო შენაერთების სარდალმა ჯეიმს ხეკერმა განცხადება გააკეთა, რომ აშშ უკრაინას გადასცემდა "GPS"-ით მართვად საავიაციო ბომბებს, რომელთა მიერ სამიზნე ობიექტებზე უზუსტესი დარტყმების განხორციელება 72 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი.

"JDAM-ER (Joint Direct Attack Munition – Extended Range)"-ესაა მაღალი სიზუსტის სავიაციო ბომბი, რომელსაც შეუძლია 72 კილომეტრის რადიუსში ზუსტი დარტმის განხორციელება ნებისმიერი სახის ობიექტზე, იქნება ეს ცოცხალი ძალის დისლოკაციის, გადაადგილების ადგილები, იქნება ეს მძიმე ტექნიკის თავშეყრის ადგილები ან საბრძოლო მასალის საწყობები, ასევე მოწინააღმდეგის მსხვილი საშტაბო ობიექტების განადგურება ფრონტის ხაზიდან მოშორებით მეორე ეშელონზე.

ასე გამოიყურება ამერიკული ბომბი პილონიდან გაშვების მერე ფრენისას.
image
ამერიკელები აღნიშნულ ბომბს იყენებენ გამანადგურებლების და დამრტყმელი დრონების მეშვეობით, უკრაინა კი გამოიყენებს საფრონტო ბომბდამშენის და გამანადგურებლების დახმარებით,

ბომბის წონა 910 კილოგრამამდეა, ბომბი გაშვებისთანავე შლის ბომბის შუა ნაწილში დაკეცილ ფრთებს, უკანა კუდის ფრთები კი მას ანიჭბს მანევრირების ფუნქციას, ბომბი სამიზნისაკენ მიფრინავს ინტეგრირებული ინერციული დამიზნების სისტემით, რომელსაც უზრუნველყოფას უწევს დაწყვილებული "GPS"-მიმღები, გაუმჯობესებული სიზუსტით.


ბოლო ვიდეოს სანახავად დააჭირეთ "Посмотреть на YouTube".

0
213
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
213